rusudan asatiani-(ი)ს ბლოგი

პროექტი „თანამედროვე ბიბლიოთეკების განვითარების ხედვა საქართველოში"

„თანამედროვე ბიბლიოთეკების განვითარების ხედვა საქართველოში"საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის, ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკისა და ლიტვის რესპუბლიკაში მოქმედ ორგანიზაცია ,,სოფლად ინტერნეტქსელის განვითარებისა და დაშვების ასოციაციის" მიერ განხორციელდა. მისი მიზანი იყო საქართველოში არსებულ ბიბლიოთეკებს შორის თანამედროვე საბიბლიოთეკო ხედვის განვითარების შესახებ დიალოგისა და დისკუსიის გამართვა. შემუშავებული კონცეფცია კი გვთავაზობს საბიბლიოთეკო ქსელის განვითარების ხედვას მომდევნო რვა წლის განმავლობაში. დოკუმენტის სანახავად იხილეთ მიმაგრებული pdf ფაილი.

ბიბლიოთეკა – ავღანეთში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცებისათვის

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის, ეროვნული ბიბლიოთეკის, საქართველოს საპატრიარქოს და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინიციატივით ჰელმანდის პროვინციაში,  ბაზა „ლეზერნეკზე“ ფუნქციონირება დაიწყო სამკითხველო კუთხემ, რომელიც ახლადგახსნილი შემეცნებითი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის ბაზაზე დაფუძნდა. „ბიბლიოთეკაში“ 31-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობისთვის 300-ზე მეტი წიგნია თავმოყრილი. ჯარისკაცებს საშუალება აქვთ სამხედრო-ისტორიულ, ლიტერატურულ და თეოლოგიურ წიგნებს ადგილზე გაეცნონ და შემდგომ უკვე წასაკითხად, საცხოვრებელ კარვებში გაიტანონ. 

დაწვრილებითი ინფორმაცია ამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიცალურ ვებ-გვერდზე: http://mod.gov.ge/?newsid=2642

სოლიდარობა უკრაინელ ხალხს!

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა  სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს და წარმოგიდგენთ უკრაინელი კოლეგების მხარდამჭერ კლიპს 

http://www.youtube.com/watch?v=JKL83m7tNOI

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი სტუმრად ეროვნულ ბიბლიოთეკაში

22 იანვარს Artarea/Tv2.0-ს ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მოდერატორი ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე იყო. 

გთავაზობთ მინისტრის კომენტარს ასოციაციის პრეზიდენტის რუსუდან ასათიანის კითხვებზე რეგიონალურ ბიბლიოთეკების სტრატეგიულ განვითარებასთან და ვაუჩერიზაციასთან დაკავშირებით

http://www.youtube.com/watch?v=-VstIbAXQ64&feature=youtube_gdata

საბიბლიოთეკო ასოციაციის ტრეინინგი

ძვირფასო კოლეგებო! დასრულდა ჩვენი ორკვირიანი კურსი ბიბლიოთეკარებისათვის. ყველა მონაწილეს ვულოცავთ წარმატებას და ვუხდით მადლობას ამ სასიამოვნო და საინტერესო დღეებისთვის რომელიც ერთად გავატარეთ. ჩვენ კი, უკვე ვიწყებთ განახლებული კურსისათვის მზადებას და კვლავ ველით ბიბლიოთეკარებს ტრეინინგში მონაწილეობის მისაღებად. დიდი სიყვარულით, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის გუნდი.

მეტი ფოტო-არქივი ამ ტრეინინგიდან შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ასოციაციის facebook გვერდზე 

https://www.facebook.com/media/set/?set=a.632248576837772.1073741835.524665164262781&type=1

სტუმრად საზოგადოებრივ რადიოში

საზოგაროებრივი რადიოს ჩანაწერი; თემა: ბიბლიოთეკები და მისი განვითარების თანამედროვე სტანდარტებიწამყვანი: ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი; სტუმარები: რუსუდან ასათიანი – საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი და ლევან თაქთაქიშვილი – ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკარო რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

http://radio1.ge/media-view/13645

ბიბლიოთეკების საყურადღებოდ!!!

 

სასიამოვნო სიახლე საჯარო ბიბლიოთეკებისათვის – 20 000 დოლარიანი გრანტის მოპოვების ახალი შესაძლებლობა. დეტალური ინფორმაციისათვის მიყევით თანდართულ ბმულს. განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 31 იანვარი. აპლიკაციის ივსება ელექტრონულ ფორმატში. გისურვებთ წარმატებებს. http://www.eifl.net/call-proposals

ინფოარხების ცნობების შეკრება