სტუმრად №5 სასჯელაღსრულების დაწესებულების ბიბლიოთეკაში

2013 წლის 19-20 სექტემბერს საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის სასწავლო ცენტრის მიერ (ხელმძღვანელი ციცო ქველიძე), შსს აკადემიის და №5 სასჯელაღსრულების დაწესებულების ბიბლიოთეკის თანამშრომლებისათვის ჩატარდა სემინარი თემაზე: „უნივერსალური ათწილადი კლასიფიკაცია“. თეორიულ მასალას უნივერსალური ათწილადი კლასიფიკაცია და დუის კლასიფიკაციის მიმოხილვას დაეთმო 2 სთ, პრაქტიკულს - 6სთ.

ამა წლის 20 ნოემბერს №5 სასჯელაღსრულების დაწესებულების ბიბლიოთეკაში პროექტის ნორვეგიელი ხელმძღვანელის ლივ კარინ სტენსბის მიერ მოეწყო №5 სასჯელაღსრულების დაწესებულების ბიბლიოთეკის პრეზენტაცია რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი რუსუდან ასათიანი და საბიბლიოთეკო საქმის ამაგდარი სპეციალისტები სხვადასხვა ბიბლიოთეკებიდან ალექსანდრე ლორია, ინგულინა ლორია, ირაკლი ღარიბაშვილი, შსს პრორექტორი ფრიდონ დიასამიძე და სხვები.

საქართველო საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტმა რუსუდან ასათიანმა სერთიფიკატები გადასცა აღნიშნული სემინარის მონაწილეებს: შორენა თოფურიას (შსს), ელისო ზარქუას (შსს), ნინო ქოქოშვილს (№5 სასჯელაღსრულების დაწესებულება) და ანა გერგედავას (№5 სასჯელაღსრულების დაწესებულება). შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებამ გამოთქვა ურთიერთ თანამშრომლობის სურვილი ქალ პატიმართა რესოციალიზაციის საქმეში გარკვეული წვლილის შეტანის მიზნით, დაისახა სამომავლო გეგმები.

 

კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
ამ ტესტით დგინდება ადამიანისმიერ იგზავნება ინფორმაცია თუ რობოტის. გთხოვთ შეიყვანოთ წარმოდგენილი სიმბოლოები.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.