ბიბლიოთეკა – ავღანეთში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცებისათვის
საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის, ეროვნული ბიბლიოთეკის, საქართველოს საპატრიარქოს და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინიციატივით ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა „ლეზერნეკზე“ ფუნქციონირება დაიწყო სამკითხველო კუთხემ, რომელიც ახლადგახსნილი შემეცნებითი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის ბაზაზე დაფუძნდა. „ბიბლიოთეკაში“ 31-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობისთვის 300-ზე მეტი წიგნია თავმოყრილი. ჯარისკაცებს საშუალება აქვთ სამხედრო-ისტორიულ, ლიტერატურულ და თეოლოგიურ წიგნებს ადგილზე გაეცნონ და შემდგომ უკვე წასაკითხად, საცხოვრებელ კარვებში გაიტანონ.
დაწვრილებითი ინფორმაცია ამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიცალურ ვებ-გვერდზე: http://mod.gov.ge/?newsid=2642
კომენტარის გამოქვეყნება