„მკითხველთა კონკურსი 2014“
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა იწყებს ახალ პროექტს -„მკითხველთა კონკურსი”, რომლის მიზანია მკითხველთა წახალისება, წიგნის კითხვის პოპულარიზაცია და წიგნიერების დონის ამაღლება საქართველოში. კონკურსი ყოველწლიური იქნება და მასში მონაწილეობა ეროვნული ბიბლიოთეკის ნებისმიერ მკითხველს შეეძლება. „მკითხველთა კონკურსი 2014”-ის პირობაა, კონკურსანტებს წაკითხული ჰქონდეთ ჯემალ ქარჩხაძის „ანტონიო და დავითი“ და ალბერ კამიუს „უცხო“. კონკურსანტები შეავსებენ ამ წიგნებზე შედგენილ ტესტებს. საუკეთესოები გადავლენ კონკურსის მეორე ეტაპზე, სადაც კონკურსანტებმა ჟიურის ამ ორი წიგნის შესახებ პრეზენტაციები უნდა წარუდგინონ.
1 მაისს გამოვლინდება გამარჯვებული და საზეიმო დაჯილდოვება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება.
[საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში]
კომენტარის გამოქვეყნება