საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული ქსელის კონსორციუმის საერთო კრება
2012 წლის 11 აპრილს, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ჩატარდა საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული ქსელის კონსორციუმის საერთო კრება. შეკრებაზე განხორციელდა კონსორციუმის პროგრამების პრეზენტაციები, იყო საუბარი მომავალ პერსპექტივებზე და კონსორციუმის აქტიურობაზე. დაწვრილებით იქნა განიხილული თითოეული პროგრამა. დღესდღეობით ხორციელდება რამდენიმე პროგრამა:
- ლიცენზირების პროგრამა: ელექტრონული სამეცნიერო მონაცემთა ბაზები
- ”თავისუფალი წვდომის" პროგრამა: რეცენზირებული კვლევითი ლიტერატურის მოძიების პირდაპირი, შეუზღუდავი და უფასო საშუალება ინტერნეტის მეშვეობით. იგი იძლევა კვლევითი ლიტერატურის მაქსიმალური გავრცელების საშუალებას.
- ღია პროგრამული სისტემების პროგრამა: ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემები
- ელექტრონული საბიბლიოთეკო პროგრამები: Openbiblio, Koha და ა.შ.
- ინტელექტუალურ უფლებათა პროგრამა: საავტორო უფლებების დაცვა.
- პროგრამა ინოვაციური მომსახურებები საჯარო ბიბლიოთეკებში: სხვადასხვა სახის გრანტები მიღების შესაძლებლობა.
დღის წესრიგი
- ირაკლი ღარიბაშვილი – კონსორციუმის ისტორია, დებულება და მართვა
- თამუნა ხახუტაშვილი – ლიცენზირების პროგრამის პრეზენტაცია
- რუსუდან ასათიანი – თავისუფალი წვდომის პროგრამა
- ირაკლი ღარიბაშვილი – სხვა პროგრამების შესახებ (ღია პროგრამები, ინტელექტუალური საკუთრების პროგრამა, ინოვაციები საჯარო ბიბლიოთეკებში)
- ირაკლი ღარიბაშვილი – კონსორციუმის საიტი, „მეილების სია“ და ფეისბუქის გვერდი
შეკითხვები – დისკუსია
- კონსორციუმის შეხვედრების გამართვის შესახებ
- შემდეგი შეხვედრის ადგილი, დრო და გადაუდებელი საკითხები
კომენტარის გამოქვეყნება