საჯარო ლექციები
10 საჯარო ლექცია გერმანულ ლიტერატურაზე
10 საჯარო ლექცია გერმანულ ლიტერატურაზე -
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ჰუმბოლდტის სახელობის გერმანული სამკითხველო დარბაზი მასპინძლობს გერმანული ლიტერატურისადმი მიძღვნილ საჯარო ლექციებს.
სამეცნიერო-პოპულარული სტილის ლექციები მიზნად ისახავს გერმანული ლიტერატურის პოპულარიზაციას, თანამედროვე კვლევათა ფართო აუდიტორიისთვის წარმოდგენას.
საჯარო ლექციებს წაიკითხავენ თსუ პროფესორი სანდრო თვარაძე, თსუ ასოციირებული პროფესორი კოკა ბრეგაძე და ილიას უნივერსიტეტის ასოციირებული პროფესორი ლევან ცაგარელი.