open source software
ელექტრონული კატალოგი ხარაგაულის ბიბლიოთეკაში
კიდევ ერთ ბიბლიოთეკაში გაიმართა ელექტრონული კატალოგი. ამჯერად ხარაგაულის მონიციპალიტეტის ბიბლიოთეკამ (ხელმძღვანელი ნანა ლურსმანაშვილი) დაიწყო ელექტრონული კატალოგის გამოყენება. ეს კატალოგი ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემის, OpenBiblio-ს ბაზაზეა. ამჯერად გამოყენებულია მისი ახალი ვერსია - 7.1, რომელიც წინასგან მეტი ფუნციებითა და უკეთესი თავსებადობით გამოირჩევა.
სწავლება კოლეგებს ჩაუტარა ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკარებმა (ხელმძღვანელი დიანა გელაშვილი).