ექვთიმე თაყაიშვილის გარდაცვალების დღისადმი მიძღვნილი გამოფენა
ექვთიმე თაყაიშვილის გარდაცვალების დღისადმი მიძღვნილი გამოფენა -
1953 წლის 21 თებერვალს გარდაიცვალა ერის საგანძურის მცველი, დიდი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ექვთიმე თაყაიშვილი. საქართველოს ეკლესიამ იგი წმინდანთა დასში შერაცხა და უწოდა წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი.
ექვთიმე თაყაიშვილმა თავისი პირადი ბიბლიოთეკა ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას უანდერძა, ეს უნიკალური ფონდი დღემდე აქ ინახება.
21 თებერვალს 10 საათიდან ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართება ექვთიმე თაყაიშვილის გარდაცვალების დღისადმი მიძღვნილი გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ექვთიმე თაყაიშვილის პირადი ბიბლიოთეკა (წიგნები მინაწერებით) და ნივთები. გამოფენა გაგრძელდება 5 დღე.
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა
თბილისი, ალექსიძის 1 (სპორტის სასახლის მიმდებარე აკადემქალაქის ტერიტორია)
კომენტარის გამოქვეყნება