ტრენერების ტრეინინგი N2 (19-23 სექტემბერი, 2016)
საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ორგანიზებით, "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" პროექტის ფარგლებში, ტრენერების რიგით მეორე ტრეინინგი დაიწყო. იგი ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტისა და საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭოს IREX-ის ინიციატივით, პროგრამის „Beyond Access საქართველოს“ ფარგლებში.
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით სოფლის ბიბლიოთეკების ინტერნეტითა და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვას, ასევე ბიბლიოთეკარების გადამზადებას.
პირველი მასშტაბური ტრენინგი “თანამედროვე საბიბლიოთეკო სერვისები და ბიბლიოთეკის დიზაინი" 2016 წლის აპრილის თვეში ჩატარდა. მასში მონაწილეობას იღებდა 15 ლიდერი ბიბლიოთეკარი, რომელთაც ტრეინინგის დასრულების შემდეგ სერთიფიკატები გადაეცათ.
მიმდინარე ტრეინინგებიც მსგავს ფორმატში იგეგმება.
ტრეინინგების ამსახველი უფრო მეტი ფოტომასალა შეგიძლიაღ იხილოთ ჩვენს facebook გვერდზე
საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია
კომენტარის გამოქვეყნება