შვედური გამოცდილება ქართული ბიბლიოთეკებისათვის

The text size have not been saved, because your browser do not accept cookies.

 30 მაისი, ოთხშაბათი 2012, ბელა ჩეკურიშვილი


 ქართულ-შვედური სემინარი თემაზე "საბავშვო ბიბლიოთეკები", საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდისა და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის მიერ შვედეთის ინსტიტუტის მხარდაჭერით 27-28 მაისს ჩატარდა.


 სემინარის მესამე დღეს კი გაიმართა სახელოსნო საბავშვო მწერლებისა და ილუსტრატორებისათვის.


პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით განხორციელდა.


ბიბლიოთეკები ჩემი თაობისათვის ის იდუმალებით მოცული ადგილები იყო, სადაც ერთდროულად აღტაცებითა და მოწიწებით ვსტუმრობდით - გვანდობდნენ და მოგვქონდა წიგნები ოცნებებში სამოგზაუროდ. მერე მოხდა ისე, რომ ბიბლიოთეკებში სიარული მასობრივად შეწყდა და ამის მიზეზად ჭკვიანმა ადამიანებმა კომპიუტერის გამოჩენა დაასახელეს. თუმცა იმის დადგენას არავინ ცდილა, რა მოხდა, ასე ერთბაშად რატომ იბრუნა ყველამ პირი წიგნისგან, და იმ სამყაროსგან, რასაც წიგნები გვაძლევდნენ. იქნებ სხვა მიზეზებიც იყოს?


...


"ქართველი ბიბლიოთეკარებისთვის საინტერესო იყო მათი გამოცდილების მოსმენა. ისინი საკუთარი თვალით ხედავდნენ, რომ საკმაოდ მცირე ფინანსებით შესაძლებელია საინტერესო ღონისძიებების განხორციელება. საბიბლიოთეკო სივრცის გადაქცევა თანამედროვე ბავშვის შემეცნების ადგილად. რასაკვირველია, კონკრეტულ რჩევას თუ მითითებას ვერავინ მოგვცემს, ჩვენი ნებაა, რას გავითვალისწინებთ მათი პრაქტიკიდან და რას არა. ისიც დავინახეთ, რომ ფინანსებზე მნიშვნელოვანი კრეატიული მიდგომაა, სხვადასხვა აქტივობების ჩატარება საკუთარი ძალებითაც შეიძლება," - ამბობს სემინარის მონაწილე, საბავშვო მწერალი ირმა მალაციძე.


...


სრულად: 24 საათი


 

კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
ამ ტესტით დგინდება ადამიანისმიერ იგზავნება ინფორმაცია თუ რობოტის. გთხოვთ შეიყვანოთ წარმოდგენილი სიმბოლოები.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.