ეროვნულ ბიბლიოთეკას უძველესი ხელნაწერების ციფრული ვერსიები გადაეცა

The text size have not been saved, because your browser do not accept cookies.


17 აპრილს, 12 სთ-ზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, უძველესი ქართული ხელნაწერების დიგიტალური ვერსიები გადასცა, რომელიც ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკიდან იქნა ჩამოტანილი. 

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე და საქართელოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.  

ამ ხელნაწერებს პირველად იხილავს ფართო საზოგადოება ვიდეო პრეზენტაციის სახით, რაც ქართველ მეცნიერებს სამეცნიერო კვლევების გაღრმავების საშუალებას მისცემს. 

  

გადმოცემულ ხელნაწერებს შორის არის ქართულ-ებრაული პალიმფსესტი, რომელიც სავარაუდოდ ოქსფორდის ბოდლეს ბიბლიოთეკასა და კემბრიჯის ბიბლიოთეკებში დაცული ქართულ-ებრაული პალიმფსესტის ნაწილს უნდა წარმოადგენდეს. ასევე მნიშვნელოვანია ჯვრის მონასტრის აღმშენებლის პროხორეს დაკვეთით, იოანე შავის მიერ გადაწერილი მამათა დიდი წიგნი, რომელიც ჰაგიოგრაფიული თხზულებების ქართულ თარგმანებს შეიცავს, მათ შორის ანტონი დიდის, სვიმეონ სალოსისა და სხვათა ცხოვრებებს. 

 

[საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში]

კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
ამ ტესტით დგინდება ადამიანისმიერ იგზავნება ინფორმაცია თუ რობოტის. გთხოვთ შეიყვანოთ წარმოდგენილი სიმბოლოები.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.