ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა

საბიბლიოთეკო დღეები - ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საინფორმაციო ცენტრი

ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ საბიბლიოთეკო დღეების ფარგლებში საქართველოს მასშტაბით ხუთ მუნიციპალიტეტში ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საინფორმაციო ცენტრები გახსნა. პრეზენტაციები მიმდინარეობდა 4-8 მაისს ზუგდიდის, თელავის, სამცხე-ჯავახეთის, ქუთაისისა და ბათუმის მუნიციპალიტეტების მთავარ საბიბლიოთეკო სივრცეებში. ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ,  ნინო პავლიაშვილმა, დამსწრე საზოგადოებას ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ელექტრონული ბაზები  გააცნო.  ბაზებზე წვდომა შესაბამისი ბიბლიოთეკების მკითხველთათვის უმეტესწილად ხელმისაწვდომი და თავისუფალი იქნება. 

ინფოარხების ცნობების შეკრება