rusudan-(ი)ს ბლოგი
ბიბლიოთკართა კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგი
2015 წლის 19-30 ოქტომბერს საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციამ სასწავლო დაწესებულებების და რეგინალური ბიბლიოთეკების ბიბლიოთეკართა კვალიფიკაციის ამაღლების მორიგი ტრეინინგი ჩაატარა. ტრენინგის დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცათ სერტიფიკატები
"საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისათვის" - მნიშვნელოვანი შეხვედრა
22 სექტემბერს პრეზიდენტის ფონდის, IREX-ისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლების აქტიური მხარდაჭერით გაიმართა კონფერენცია, სადაც მოხდა წარმატებული პროექტის "საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისათვის" შეჯამება და ახალი პროექტების წარდგენა. შეხვედრის მთავარი თემა იყო ბიბლიოთეკების მდგომარეობის გაუმჯობესება ზოგადად საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
"ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" - "რუსთავი-2", "სხვა შუადღე".
http://web1.rustavi2.com/ka/video/9096?v=2
პრეზიდენტის მხარდაჭერით დაფინანსებლი უპრეცენდენტო პროექტი "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" საქართველოს რეგიონებში წარმატებით ხორციელდება. ასეთი მასშტაბური დახმარება ბიბლიოთკებს ათწლეულებია არ მიუღიათ. იგეგმება პროექტის მასშტაბურობის გაზრდა. სოფლის ბიბლიოთკების გაუმჯობესების მხარდამჭერი საპილოტე პროგრამა ამჯერად კახეთის რეგიონის ყველა ბიბლიოთეკაში განხორციელდა და შემდგომში საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.
ჟურნალი "საქართველოს ბიბლიოთეკა"
16 სექტემბერს 17:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ჟურნალის „საქართველოს ბიბლიოთეკა“ პრეზენტაცია გაიმართა.
გთავაზობთ ტელეკომპანია "რუსთავი-2" ის მიერ მომზადებულ სიუჟეტს ამ მოვლენასთან დაკავშირებთ
ჟურნალის „საქართველოს ბიბლიოთეკა“ - პრეზენტაცია
16 სექტემბერს 17:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ჟურნალის „საქართველოს ბიბლიოთეკა“ პრეზენტაცია გაიმართება.
ჟურნალი ყოველკვარტალურია და განახლებული სახით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით გამოიცემა.
ჟურნალ „საქართველოს ბიბლიოთეკას“ თხუთმეტწლიანი ისტორია გააჩნია და დაარსების დღიდან ქვეყნის საჯარო ბიბლიოთეკების ერთადერთი პერიოდული გამოცემაა, რომელიც აქტიურად აშუქებს ყველა სიახლეს, პრობლემასა თუ გამოწვევას, რომელთა წინაშეც დგანან საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკების უმეტესობა.
გამოცემა საჯარო ბიბლიოთეკებში უფასოდ ვრცელდება.
ინოვაციური ჯილდო საჯარო ბიბლითეკებისათვის
კოლეგებო!
EIFL-ი (ელექტრონული საინფორმაციო ქსელი ბიბლიოთკებისათვის) წარმოგიდგენთ ინოვაციურ ჯილდოს საჯარო ბიბლითეკებისათვის, რაც შემდგომში ამ ბიბლიოთეკებს საშუალებას მისცემთ დაუახლოვონ თავიანთი მუშაობა საჯარო ბიბლიოთეკების სექტორის მუშაობას და მონაწილეობა მიიღონ სოციალური მედია სივრცის განვითარების საქმეში. ამჯერად EIFL-ის მიზანია მოიძიოს და დააჯილდოვოს ისეთი საჯარო ბიბლიოთეკები, რომელთა მუშაობა მიმართულია წიგნიერების დონის ამაღლებისაკენ.
წარმოგიდგენთ რამოდენიმე მნიშვნელოვან განმარტებას (დეტალს) აღნიშნული პროექტის შესახებ. აქვე მოგაწვდით ლინკს ბანერით საიდანაც თქვენ შეძლებთ ჩვენთან შემდგომი თანამშრომლობისათვის საინტერესო მასალების მოწოდებას.
EIFL-ი (ელექტრონული საინფორმაციო ქსელი ბიბლიოთკებისათვის) წარმოგიდგენთ ინოვაციურ ჯილდოს იმ ბიბლიოთეკებისათვის რომელთა მუშაობა, ინფორმაციული ან კომუნიკაციური ტექნოლოგიების გამოყენებით მიმართული წიგნიერების დონის ამაღლებისაკენ.
- მასში შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საჯარო ბიბლიოთკებმა განვითარებადი და გარდამავალი საფეხურის ქვეყნებიდან.
- ფულადი ჯილდო შეადგენს 1500 $ და გულისხმობს აგრეთვე მომავალში EIFL-თან მჭირდო თანამშრომლობას.
- დედლაინის ბოლო ვადაა 2005 წლის 12 ოქტომბერი.
- აპლიკაციების მიღების ადგილებად განისაზღვრება ინგლისი, საფრანგეთი, რუსეთი და ესპანეთი.
იმისათვის რომ ზუსტად გაეცნოთ თუ რა ჯილდოს გთავაზობთ ეს პროექტი და მიიღოთ მასში მონაწილეობა მიყევით ლინკს http://bit.ly/1hC51Mk
"ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" - თელავის ტრენინგი
პრეზიდენტის პროექტის ფარგლებში "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" მიმდინარე ტრენინგმა, ამჯერად თელავის ბიბლიოთეკა მოიცვა. ტრენინგის მთავარი თემა იყო კომპიუტერული ტექნოლოგიები თანამედროვე ბიბლიოთეკაში. პროგრამის ფარგლებში ბიბლიოთეკარებმა ინტეგრირებულ საბიბლიოთეკო სისტემა "Openbiblio"- ს ძირითადი სტანდარტები შეისწავლეს. ეს სისტემა პრეზიდენტის პროექტის ფარგლებში კახეთის რეგიონის ყველა სასოფლო ბიბლიოთეკას მოიცავს. ტრენინგზე ასევე წარმოდგენილი იყო ბიბლიოგრაფიული სტანდარტები და ელექტრონული კატალოგის შექმნის პრინციპები.
მომვალში მსგავსი ტრენინგები საპილოტე პროექტის ფარგლებში კახეთის რეგიონის ყველა ბიბლიოთეკას ჩაუტარდება.