rusudan-(ი)ს ბლოგი
"ინტერნეტი ყვეა სოფლის ბიბლიოთეკას" - ტრენინგი
ტრეინინგი ბიბლიოთეკარებისთვის პრეზიდენტის პროექტის "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" ფარგლებში ხორციელდება. ტრეინინგის ძირითადი თემაა კომპიუტერული ტექნოლოგიები თანამედროვე ბიბლიოთეკაში. საპილოტე პროექტის ტრეინინგს კახეთის რეგიონის სასოფლო ბიბლიოთეკების ბიბლიოთეკარები გაივლიან. ის სამ დღეს გასტანს და ქალაქ თელავში ჩატარდება.
საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის მიმართვა ასოციაციაში გაწევრიანების მსურველ ორგანიზაციებს და ინდივიდუალურ პირებს!!!
საქართველოს საბიბლიოთკო ასოციაცია ყველა დაინტერესებულ ინდივიდუალ და კოლექტიურ პირებს გთავაზობთ გახდეთ საბიბლიოთკო ასოცაციის წევრი და იმავრდოულად ისარგებლოთ გარკვეული პრივილეგიებით.
ამასთანავე საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასთან არსებული კონსორციუმი ერთობლივი ხელშეკრულებით, დაგეხმარებათ ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემის შეძენასა და ახალი საინფორმაციო მასალების ხელმოწერისთან დაკვშირბულ ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში.
უფრო დაწვრილებით საქართველოს საბიბლიოთკო ასოციაციის მიმართვის სრული ტექსტი და ინფორმაცია თქვენი წლიური ბიუჯეტის მიხედვით საწევროს ღირებულების შესახებ, ასევე ხელშეკრულების ფორმები როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური წევრებისათვის, იხილეთ - მიბმულ ფაილებზე.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონებზე:
571 60 08 35
591 17 41 10 (ციცო)
"ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" - ზემო მაჩხაანი, არბოშიკი, ნაფარეული და სამთაწყარო
საპილოტე პროექტი, "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას", რომელსაც საბიბლიოთკო ასოციაცია ახორციელებს კახეთის რეგიონში წარმატებით გრძელდება. პროექტი ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ფინანსური მხარდაჭერით. ამჯერად, პროექტის ფარგლებში კომპიუტერული ტექნიკა კახეთის რეგიონის კიდევ ოთხ სოფელს: ზემო მაჩხაანს, არბოშიკს, ნაფარეულს და სამთაწყაროს გადაეცა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა პრეზიდენტს და ყველას, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში გვეხმარება.
საპილოტე პროექტის დასრულების შემდეგ იგეგმება კომპიუტერული ტექნიკით საქართველოს ყველა სოფლის ბიბლიოთეკების უზრუნველყოფა
გილოცავთ ბატონო ალექსანდრე!!!
გამოჩენილ ქართველ ბიბლიოთეკათმცოდნეს, ცნობილ პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორს, საპატიო პროფესორს, მწერალსა და ჟურნალისტს ბატონ ალექსანდრე ლორიას საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია 81 წლის იუბილეს ულოცავს!!!
გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და დიდხანს ცოცხლეს, კიდევ უფრო დიდ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში, ბატონო ალექსანდრე!!!
"ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" - გურჯაანი
საპილოტე პროექტი "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" გულისხმობს კახეთის რეგიონში რეგისტრირებული სოფლის ბიბლიოთეკების კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტით უზრუნველყოფას. პროექტი ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ფინანსური მხარდაჭერით. ამჯერად პროექტის ფარგლებში გურჯაანის ბიბლიოთეკა აღიჭურვა კომპიუტერული ტექნიკით. საპილოტე პროექტის დასრულების შემდეგ იგეგმება კომპიუტერული ტექნიკით საქართველოს ყველა სოფლის ბიბლიოთეკის უზრუნველყოფა.
[საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია]
MED FM 100.3 რადიოგადაცემა "ლიტერატურა და სხვა"
საქართველოს რადიო FM 100.3-ზე გადაცემაში "ლიტერატურა და სხვა" საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი რუსუდანი ასათიანი პრეზიდენტის მიერ დაფინანსებულ პროექტ "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" შესახებ საუბრობენ.
გაზეთი "სპექტრი" პროექტის "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" - შესახებ
საბიბლიოთეკო პროექტი "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" მეორე ეტაპი დაიწყო. ეს უკვე ბიბლიოთეკერთა გადამზადების ტრენინგ კურსებს მიოცავს . ამ ყველაფერზე კახეთის რეგიონალური გაზეთი "სპექტრი"