rusudan-(ი)ს ბლოგი

ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გამოფენა "ძველი თბილისის უნიკალური სურათები" მოეწყო

24 აპრილს 17:00 საათზე იოსებ გრიშაშვილის დაბადებიდან 125 წლისთავთან დაკავშირებით, თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გამოფენა "ძველი თბილისის უნიკალური სურათები" მოეწყო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო იოსებ გრიშაშვილის პირადი საფოსტო ბარათების კოლექციის ნაწილი;  უკვე წაშლილი და იერსახეშეცვლილი თბილისის ძველი ფოტოები თავსი განუმეორებელი არქიტექტურული ნაგებობებითა და ხედებით; იმ პერიოდის სხვადასხვა საზოგადო მოღვწეთა პორტრეტები და სხვადასხვა იუმორისტული ჟანრის ბარათები.

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე აღინიშნა

წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე მასშტაბურად აღინიშნა სასჯელაღსრულების სისტემაში. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ორგანიზებით, N2, N5, N12, N14, N15 და N17 დაწესებულებებში ლიტერატურული საღამოები გაიმართა, ბიბლიოთეკებს კი სულ 4000-მდე წიგნი შეემატა, რომელიც „პალიტრა L“-მა, „ბაკნიმ“, ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტმა, ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ, პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალმა და ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკამ გადასცეს პატიმრებს. 

სასჯელაღსრულების N2 დაწესებულებაში გაიმართა ლიტერატურული კონკურსი სადაც მსჯავრდებულების მიერ შექმნილი 5 საუკეთესო ესსე გამოავლინეს.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა - facebook

საბიბლიოთეკო კვირეულის გახსნა!

გიწვევთ საბიბლიოთეკო კვირეულის გახსნაზე. გახსნა გაიმართება 28 აპრილს, თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში, 16:00 საათზე. ჩატარდება პრეზენტაციების კონკურსი - "წარმოადგინე შენი ბიბლიოთეკა", ხოლო გამარჯვებულს გამოავლენს დამსწრე საზოგადოება.

მისამართი: თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა. ტოვსტონოგოვის ქ. №2

[საქ. საბიბლიოთეკო ასოციაციის Facebook]

ბიბლიოთეკების კვირეული – ქობულეთი!

 

ქობულეთის კულტურის ცენტრმა ბიბლიოთეკების კვირეულის გახსნა აღდგომის დღესასწაულს მიუძღვნა

ბიბლიოთეკის კვირეული გაიხსნა ღონისძიებით – ,,გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!". გაიმართა მასტერ კლასი სააღდგომო დეკორაციების მორთულობაზე.

[საქ. საბიბლიოთეკო ასოციაციის Facebook]

ეროვნულ ბიბლიოთეკას უძველესი ხელნაწერების ციფრული ვერსიები გადაეცა


17 აპრილს, 12 სთ-ზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, უძველესი ქართული ხელნაწერების დიგიტალური ვერსიები გადასცა, რომელიც ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკიდან იქნა ჩამოტანილი. 

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე და საქართელოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.  

ამ ხელნაწერებს პირველად იხილავს ფართო საზოგადოება ვიდეო პრეზენტაციის სახით, რაც ქართველ მეცნიერებს სამეცნიერო კვლევების გაღრმავების საშუალებას მისცემს. 

  

წიგნები სოფელ ახალშენის სკოლის ბიბლიოთეკისათვის

ფეისბუქ გვერდების ეს საინტერესოა და იცით თუ არა, რომ მხარდაჭერით შეიქმნა მოხალისე ქველმოქმედთა ჯგუფი. მისი მხარდაჭერით; და ასევე ჟურნალისტს და პედაგოგს როლანდ ხოჯანაშვილს, ეროვნულ ბიბლიოთეკას დირექტორის  გიორგი კეკელიძისა და საბიბლიოთკო ასოციაციის დირექტორის რუსუდან ასათიანს ინიციატივით, განხორციელდა მასშტაბური პროექტი – 16 აპრილს წალკის რაიონის სოფელ ახალშენის საჯარო სკოლას 400 წიგნი გადაეცა.

მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც თუნდაც ერთი წიგნის გადმოცემით მიიღო მონაწილეობა ამ პროექტში. მსგავსი აქციები კიდევ გამეორედება და გვაქვს თქვენი თანადგომის იმედი!

[საქ. საბიბლიოთეკო ასოციაციის Facebook]

ინფოარხების ცნობების შეკრება