rusudan-(ი)ს ბლოგი

ახალი მეგა–პროექტი "ჩემი წიგნი"

 

 საზოგადოებრივ მაუწყებლისა და ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი გადაცემა ლიტერატურის მოყვარულებისათვის. BBC-ის მეგა პროექტი ჩემი წიგნი პირველი არხის ეთერით 2 მარტიდან გავა და ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება. გადაცემის წამყვანი პოეტი რატი ამაღლობელი იქნება.
საუკეთესო წიგნების მარათონი, რომელიც საქართველოს ყველა ქალაქსა და სოფელს მოივლის, ადამიანებს თავიდან წააკითხებს ყველა საყვარელ ნაწარმოებს. შეიქმნება ათასკაციანი მკითხველთა კლუბები, და ისინი შემდგომ გამართულ დებატებში თავად გაუწევენ მათ წიგნს ლობირებას. პროექტის მიზანი მოსახლეობაში წიგნიერების განვითარებაა.
ვისაც სურვილი აქვს ჩაერთოს ამ მარათონში, უნდა შეავსოს სააპლიკაციო ფორმა და მიუთითოს 3 საყვარელი წიგნი.  ოთხ თვეში მაყურებელი 15 საუკეთესო წიგნი შეარჩევს. პროექტის ბოლოს კი საქართველო ერთ წიგნს აირჩევს, რომელზეც იტყვის რომ „ეს ჩემი წიგნია“
 [საქ. საბიბლიოთეკო ასოციაციის Facebook]

ექვთიმე თაყაიშვილის გარდაცვალების დღისადმი მიძღვნილი გამოფენა

ექვთიმე თაყაიშვილის გარდაცვალების დღისადმი მიძღვნილი გამოფენა -  

eqvtime2

1953 წლის 21 თებერვალს გარდაიცვალა ერის საგანძურის მცველი, დიდი ქართველი მეცნიერი და საზოგადო  მოღვაწე ექვთიმე თაყაიშვილი.  საქართველოს ეკლესიამ  იგი წმინდანთა დასში შერაცხა და უწოდა წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი.

ექვთიმე თაყაიშვილმა თავისი პირადი ბიბლიოთეკა  ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას  უანდერძა, ეს უნიკალური ფონდი დღემდე აქ ინახება.

21 თებერვალს 10 საათიდან ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართება ექვთიმე თაყაიშვილის გარდაცვალების დღისადმი მიძღვნილი გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ექვთიმე თაყაიშვილის პირადი ბიბლიოთეკა (წიგნები მინაწერებით) და ნივთები.  გამოფენა გაგრძელდება 5 დღე.

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა

თბილისი, ალექსიძის 1 (სპორტის სასახლის მიმდებარე აკადემქალაქის ტერიტორია)

 

[ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა]

BBC ჟურნალისტთა სკოლის ციფრული რესურსები ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველებისთვის

BBC ჟურნალისტთა სკოლის ციფრული რესურსები ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველებისთვის - BBC ჟურნალისტთა სკოლის ციფრული რესურსები ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველებისთვის

 

15 თებერვლიდან 15 მარტამდე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონულ ქსელში ჩართულია BBC-ს ჟურნალისტთა სკოლის მონაცემთა ბაზები; საიტი შექმნილია როგორც აღნიშნული მედიაკომპანიის წარმომადგენლებისთვის, ისე სხვა ქვეყნების ჟურნალისტებისა და ნებისმიერი დაინტერესებული მკითხველისთვის. მონაცემთა ბაზაში გაერთიანებულია ჟურნალისტური საქმიანობის საუკეთესო მაგალითები, აგრეთვე, რესურსები ლეგალური და ეთიკური საკითხების შესახებ.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ ანგლო-ამერიკულ სამკითხველო დარბაზში.  

[საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში]

მიუნხენში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა

16 თებერვალს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის გიორგი კეკელიძის გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში მიუნხენში ქართული ეკლესიის შენობაში შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა. ბიბლიოთეკის გახსნა მიუნხენში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდების მონდომებითა და ეროვნული ბიბლიოთეკის მნიშვნელოვანი დახმარებით მოხერხდა.


[საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში]

ქართული დიალექტური კორპუსის წარდგენა

10 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის პროექტის "საქართველოს ლინგვისტური პორტრეტის" ფარგლებში მომზადებული ქართული დიალექტური კორპუსის წარდგენა და გაცნობა გაიმართა. პროექტი ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ხორციელდება.

ალექსანდრე ქართველი (ქართველიშვილი) – ვიდეოწარდგენა

ალექსანდრე ქართველი (ქართველიშვილი) – ვიდეოწარდგენა -  

 

 

საიდუმლოების ფარდა ეხდება ჩვენი თანამემამულის, უდიდესი ავიაკონსტრუქტორის, ამერიკული სამხედრო ავიაციის ერთ-ერთი "მამის" – ალექსანდრე ქართველის მოღვაწეობას. ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა აგრძელებს იმ პროექტის ხელშეწყობას, რომელიც მიზნად ისახავს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის სამეცნიერო მოღვაწეობის პოპულარიზაციას. პროექტი სახელწოდებით „ალექსანდრე ქართველიშვილი და ა.შ.შ სამხედრო ავიაცია“ ფართოდ შუქდება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში. ამჯერად გთავაზობთ ვიდეოწარმოდგენას, რომლიც ავიატორის პიროვნებას კიდევ ერთხელ წარმოგვიჩენს

[ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა]

 

ინფოარხების ცნობების შეკრება