rusudan-(ი)ს ბლოგი

პროექტი – "წიგნი ყველა სოფელს"


7 მარტს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში პროექტის „წიგნი ყველა სოფელს" პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციის შემდეგ ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ახლაგაზრდულ არასამთვრობო ორგანიზაცია ,,ახალ სიცოცხლეს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთთნამაშრომლობის საფუძველზე განხორციელდება პროექტი - ,,წიგნი ყველა სოფელს" პროექტის ფარგლებში საქართველოს ყველა უნივერსიტეტში, სკოლასა და ბიბლიოთეკაში შეგროვდება წიგნები და გადაეცემა სოფლის ბიბლიოთეკებს.

[საქ. საბიბლიოთეკო ასოციაციის Facebook]

საქართველოს ბიბლიოთეკების კვირეული

  მეგობრებო! საქართველოს ბიბლიოთეკების კვირეული ჩატარდება 2014 წლის 28 აპრილიდან 6 მაისამდე. კვირეულის დევიზია „ჩემი ბიბლიოთეკა ჩემი სამყაროა“. გთავაზობთ მიიღოთ მონაწილეობას ამ კვირეულში - შემოგვთავაზეთ რა ღონისძიების ჩატარება გსურთ და რომელ ბიბლიოთეკაში, დასაშვებია თქვენი ორგანიზაციის, გამოცემების პრეზენტაცია, გამოფენები, აქციები და სხვა. თქვენი ბიბლიოთეკის წარმატება თქვენს აქტივობაზეა დამოკიდებული ან უბრალოდ დაესწარით თქვენთვის საინტერესო ღონისძიებას. მოგვწერეთ, გაგვიზიარეთ თქვენი აზრი ჩვენს Facebook გვერდზე.


[საქ. საბიბლიოთეკო ასოციაციის Facebook]

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მიმართვა – ანგარიში

მოკლედ, გავიდა 2 წელი ჩემი ბიბლიოთეკაში მუშაობიდან და მიხედვით იმისა, რომ გრძელ ტექსტებს დღეს ძალიან ცოტა კითხულობს, შევეცადე, შედარებით მოკლედ ჩაგაბაროთ ანგარიში და მოხარული ვიქნები, მოვისმინო თქვენი აზრიც. უამრავი სირთულის, სტრესული და გარდამავალი (პოლიტიკურადაც) სიტუაციების ფონზე, ბიბლიოთეკის თითოეული თანამშრომლისა და თქვენი, მკითხველების დახმარებით, შევძელით, რომ ბიბლიოთეკა დღეს უამრავ პროექტშია ჩართული. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის მასშტაბით ის უკვე კულტრულ ბრენდად იქცა. აქვს რამდენიმე ტელეპროექტი, რომელსაც ჩვენი ინიციატივების პოპულარიზაციისთვის ვიყენებთ. დაიწყო აქტიური დიგიტალიზაცია - გაციფრებულია ათასობით ბეჭდური, ვიზუალური და აუდიომასალა. დაიძრა მნიშვნელოვანი ინიციატივები (ციფრული ბიბლიოთეკა "ივერიელი", ინტერნეტტელევიზია და ა.შ.), ბოლო წლების მანძილზე ბიბლიოთეკას ყველაზე მეტი ბეჭდური წიგნი შეემატა. გაიხსნა სხვადასხვა ახალი დარბაზი.

ეროვნულ ბიბლიოთეკასა და თი ბი სი ბანკს შორის მემორანდუმი გაფორმდა

1 მარტს 14:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორი გიორგი კეკელიძემ და თი ბი სი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ხელს მოაწერეს მემორანდუმს, რომლის თანახმადაც თი ბი სი ბანკი ეროვნულ ბიბლიოთეკას მხარს დაუჭერს ქართული ემიგრანტული ლიტერატურის მოძიებაში, ტრანსპორტირებასა და განთავსებაში. მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ მათ ექსპოზიცია გახსნეს ქართული ემიგრაციის დარბაზში, სადაც წარმოდგენილი იყო ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული ემიგრანტული მასალა.

პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და საფრამგეთის არასამთავრობო ორგანიზაციამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

 

27 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და საფრამგეთის არასამთავრობო ორგანიზაცია GFA-მ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
მემორანდუმის თანახმად, მხარეები ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ, რაც ხელს შეუწყობს საფრანგეთ-საქართველოს კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას. მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია საფრანგეთში ქართული წიგნის კუთხეების გახსნა. არასამთავრობო ორგანიზაცია GFA ეროვნულ ბიბლიოთეკას პერიოდულად თავის ბეჭდურ გამოცემებს გადასცემს.

https://www.facebook.com/NATIONALPARLIAMENTARYLIBRARYOFGEORGIA

ჟესტური ენით მოლაპარაკე მოსწავლეებისათვის ახალი სახელმძღვანელოები შეიქმნა

DSC_6482

პირველად საქართველოში, ჟესტური ენით მოლაპარაკე მოსწავლეებისათვის, ინკლუზიური სწავლებისათვის განკუთვნილი ქართული ენისა და მათემატიკის სახელმძღვანელოები შეიქმნა, ასევე ამოქმედდა ბილინგვური პროგრამა. ეს პროგრამა ასეთი პრობლემების მქონე ბავშვებს მნიშვნელოვნად გაუადვილებთ  დაწყებით საფეხურზე  ჟესტური ენის ათვისებას, ქართულისა და მათემატიკის პროგრამის დაძლევას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ყრუ და სმენადაქვეითებული ბავშვებისათვის სკოლამდელი განათლების სპეციალური პროგრამა არ არსებობს. მათთან ურთიერთობა ჟესტური ენის არცოდნის გამო გართულებულია, შეფერხებულია ინფორმაციის მიწოდება, სიტყვის მნიშვნელობის გაგება. 

გარდა ამისა 2013 წლის  1 ოქტომბრიდან 64-ე საჯარო სკოლაში ,,ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სმენადაქვეითებული მოსწავლეებისათვის, ინტეგრირებული კლასი გაიხსნა. ხმოვანი გარემო მოსწავლეებს ნარჩენი სმენის მეტად განვითარების საშუალებას აძლევს.
სამინისტრომ ასევე გამოსცა გზამკვლევი მასწავლებლებისათვის ”სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეების სწავლება.” გზამკვლევი პედაგოგებს, მშობლებსა და სკოლის ადმინისტრაციას სმენის დარღვევების მქონე მოსწავლეთა განათლების სფეროში ჩატარებულ ყველაზე აქტუალურ საკითხებს აცნობს. მასწავლებლის გზამკვლევი უსასყიდლოდ გადაეცა საქართველოს ყველა საჯარო სკოლას.

[ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა]

მზადება საბიბლიოთეკო კვირეულისათვის

 
რეგიონალური ბიბლიოთეკების საყურადღებოდ! ძვირფასო კოლეგებო. ვიწყებთ ტრადიციული, ყოველწლიური საბიბლიოთეკო კვირეულისათვის მზადებას. პირველი საორგანიზაციო შეხვედრა გაიმართება 27 თებერვალს. ჩვენს ფეისბუქის გვერდზე შეგიძლიათ მოგვწეროთ როგორ აღნიშნავს თქვენი ბიბლიოთეკა საბიბლიოთეკო კვირეულს.

[საქ. საბიბლიოთეკო ასოციაციის Facebook]

ინფოარხების ცნობების შეკრება