rusudan asatiani-(ი)ს ბლოგი

მილოცვა

 

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია გაბედნიერებას ულოცავს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორს, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის გამგეობის წევრს ბატონ გენადი მახარაძეს და მის მშვენიერ მეუღლეს.

სტუმრად №5 სასჯელაღსრულების დაწესებულების ბიბლიოთეკაში

2013 წლის 19-20 სექტემბერს საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის სასწავლო ცენტრის მიერ (ხელმძღვანელი ციცო ქველიძე), შსს აკადემიის და №5 სასჯელაღსრულების დაწესებულების ბიბლიოთეკის თანამშრომლებისათვის ჩატარდა სემინარი თემაზე: „უნივერსალური ათწილადი კლასიფიკაცია“. თეორიულ მასალას უნივერსალური ათწილადი კლასიფიკაცია და დუის კლასიფიკაციის მიმოხილვას დაეთმო 2 სთ, პრაქტიკულს - 6სთ.

ამა წლის 20 ნოემბერს №5 სასჯელაღსრულების დაწესებულების ბიბლიოთეკაში პროექტის ნორვეგიელი ხელმძღვანელის ლივ კარინ სტენსბის მიერ მოეწყო №5 სასჯელაღსრულების დაწესებულების ბიბლიოთეკის პრეზენტაცია რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი რუსუდან ასათიანი და საბიბლიოთეკო საქმის ამაგდარი სპეციალისტები სხვადასხვა ბიბლიოთეკებიდან ალექსანდრე ლორია, ინგულინა ლორია, ირაკლი ღარიბაშვილი, შსს პრორექტორი ფრიდონ დიასამიძე და სხვები.

საქართველო საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტმა რუსუდან ასათიანმა სერთიფიკატები გადასცა აღნიშნული სემინარის მონაწილეებს: შორენა თოფურიას (შსს), ელისო ზარქუას (შსს), ნინო ქოქოშვილს (№5 სასჯელაღსრულების დაწესებულება) და ანა გერგედავას (№5 სასჯელაღსრულების დაწესებულება). შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებამ გამოთქვა ურთიერთ თანამშრომლობის სურვილი ქალ პატიმართა რესოციალიზაციის საქმეში გარკვეული წვლილის შეტანის მიზნით, დაისახა სამომავლო გეგმები.

IFLA-ს ციფრული ბიბლიოთეკა

ძვირფასო კოლეგებო,

 საბიბლიოთეკო ასოციაციებისა და ორგანიზაციების საერთაშორისო ფედერაცია IFLA -ს პრეზიდენტმა - ინგრიდ პარენტმა წარადგინა IFLA-ს ციფრული ბიბლიოთეკა (library.ifla.org), სადაც განთავსებულია IFLA -ს საერთაშორისო საბიბლიოთეკო და ინფორმაციული კონგრესის (WLIC) მასალები და მომავალში განთავსდება IFLA-სხვა პუბლიკაციებიც.

 IFLA-ს ციფრული ბიბლიოთეკის შექმნა გაამარტივებს და გააუმჯობესებს IFLA-ს მასალებზე წვდომას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია  IFLA-ს საერთაშორისო საბიბლიოთეკო და ინფორმაციული კონგრესის მონაწილეთათვის, IFLA-ს  წევრთათვის და მთელი მსოფლიოს ბიბლიოთეკარებისათვის.

 

ციფრულ ბიბლიოთეკაში უკვე შესულია 160-ზე მეტი პუბლიკაცია და ფონდის შევსება გრძელდება.

საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარებს ხელფასები გაეზრდებათ

ძვირფასო კოლეგებო,

სიხარულით გაცნობებთ: საბიბლიოთეკო ასოციაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან მოუვიდა წერილი, რომელიც გვამცნობს, რომ 2013 წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად ყველა საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარს გაეზრდება ხელფასი.

საბიბლიოთეკო ასოციაცია ყველანაირად ეცდება რომ ხელფასი გაეზარდოთ საქალაქო და სასოფლო ბიბლიოთეკის თანამშრომლებსაც. პატივისცემით რუსუდან ასათიანი - საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი

საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი სოფელ შაშიანის საზოგადოებრივ ცენტრში

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოწვევით სოფელ შაშიანის საზოგადოებრივ ცენტრში ჩაატარა პრეზენტაცია ელექტრონული რესურსები შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ გურჯაანის ბიბლიოთეკის წარმომადგენლები, შაშიანის სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები და სხვა დაინტერესებული პირები.

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტის ვიზიტი ამბროსი ხელაიას სახელობის კულტურის ცენტრში

24 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს ჭყონდიდის ეპარქიის ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრს ესტუმრნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ახლადარჩეული პრეზიდენტი. კულტურის ცენტრსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, კულტურის ცენტრ საჩუქრად გადაეცა ათასი წიგნი. 

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ მხარეებმა დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები, ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საბიბლიოთეკო ასოციაციასთან ერთად კულტურის ცენტრს შესთავაზა ერთიან ელექტრონულ ციფრულ ბიბლიოთეკაში ჩართვა და ამის განსახორციელებლად შესთავაზა კადრების გადამზადება, ასევე მარტვილში მცხოვრებ კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლებისათვის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზების დათმობა რათა მათ საკუთარი შემოქმედება გაცნონ ფართო საზოგადოებას. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის თანამშრომლები და ადგილობრივი მსახლეობა.

ირინა კუჩმას ვიზიტი საქართველოში

 

მოგესალმებით,

გაცნობებთ რომ საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის მოწვევით ჩამოდის ქალბატონი ირინა კუჩმა (უკრაინა), საერთაშორისო ორგანიზაცია EIFL - ის თავისუფალი წვდომის (Open Access) პროგრამის მენეჯერი რომელიც ჩაატარებს პრეზენტაციებს ორი დღის განმავლობაში და შეხვდება სხვადასხვა ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ პირებს.

პრეზენტაციები ჩატარდება ორი დღის განმავლობაში:

1. 28 ივნისს, ხუთშაბათს 11 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (საკონფერენციო დარბაზი). 

ინფოარხების ცნობების შეკრება