Dspace - პროგრამული სისტემა ღია არქივებისა და ბიბლიოთეკების შესაქმნელად
Dspace წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ პროგრამულ სისტემას სამეცნიერო შრომების ღია არქივების შესაქმნელად.
იგი 2002 წელს შეიქმნა აშშ-ს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (MIT) და HP_LABS-ის ერთობლივი პროექტის შედეგად.
ეს პროგრამული სისტემა უზრუნველყოფს ხანგრძლივი დროით ინფორმაციის დაცვას, მოქნილ საძიებო სისტემას, "მეტამონაცემების" მართვის საშუალებებს, ძიებას ატვირთული ფაილების ტექსტში და მრავალ სხვა ფუნქციას, რომელთა ერთობლიობა პრაქტიკულად საერთაშორისო სტანდარტადაა აღიარებული მსოფლიოს უნივერსიტეტებში.
საქართველოში ეს სისტემა დანერგილია
- საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციაში
- საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში (ციფრული ბიბლიოთეკა "ივერიელი")
- თსუ – ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში
- გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში
დამატებითი ცნობები
ვიდეო (ინგლისურად) DSpace-ის შესახებ