შეხვედრა სამინისტროში - ბიბლიოთეკების როლი სასკოლო ცხოვრებაში

DSC_6305

ბიბლიოთეკების როლი სასკოლო ცხოვრებაში -

სასკოლო ცხოვრებაში სკოლის ბიბლიოთეკების დანიშნულება და როლი იზრდება. დღეს პირველად, მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე 200-მდე საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარს შეხვდა და მათთან ერთად განიხილა სამინისტროს ახალი ხედვა სასკოლო ბიბლიოთეკების საქმიანობასთან დაკავშირებით.

სასკოლო ბიბლიოთეკები გარდა მოზარდთა წიგნიერების განვითარებისა, ერთგვარ კულტურულ-შემოქმედებით ცენტრებად უნდა იქცნენ. სასკოლო ბიბლიოთეკები უნდა იყვნენ ინიციატორები სასწავლო კონფერენციების, შიდა სასკოლო ოლიმპიადების, მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენის, ახალი პროექტების პრეზენტაციებისა და სხვა. ბიბლიოთეკები უნდა ეხმარებოდეს დაინტერესებულ მოსწავლეებს შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და რეალიზებაში. თანამედროვე მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს საბიბლიოთეკო ინფრასტრუქტურა მდიდარი წიგნადი ფონდითა და კვალიფიციური ბიბლიოთეკარებით.
სამუშაო შეხვედრაზე რამდენიმე სკოლამ ბიბლიოთეკის საქმიანობის ამსახველი ვრცელი პრეზენტაციებიც წარმოადგინა, ხოლო ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ბიბლიოთეკის სხვა წარმომადგენლებმა იმ პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომელსაც ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა სკოლის ბიბლიოთეკარებისთვის ახორციელებს.
ალუდა გოგლიჩიძემ სკოლებში არსებული პრობლემები მოისმინა და ბიბლიოთეკარების შეკითხვებს უპასუხა.

[სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან]

კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
ამ ტესტით დგინდება ადამიანისმიერ იგზავნება ინფორმაცია თუ რობოტის. გთხოვთ შეიყვანოთ წარმოდგენილი სიმბოლოები.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.