შეხვედრები
შეხვედრა სამინისტროში - ბიბლიოთეკების როლი სასკოლო ცხოვრებაში
ბიბლიოთეკების როლი სასკოლო ცხოვრებაში -
სასკოლო ცხოვრებაში სკოლის ბიბლიოთეკების დანიშნულება და როლი იზრდება. დღეს პირველად, მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე 200-მდე საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარს შეხვდა და მათთან ერთად განიხილა სამინისტროს ახალი ხედვა სასკოლო ბიბლიოთეკების საქმიანობასთან დაკავშირებით.
სასკოლო ბიბლიოთეკები გარდა მოზარდთა წიგნიერების განვითარებისა, ერთგვარ კულტურულ-შემოქმედებით ცენტრებად უნდა იქცნენ. სასკოლო ბიბლიოთეკები უნდა იყვნენ ინიციატორები სასწავლო კონფერენციების, შიდა სასკოლო ოლიმპიადების, მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენის, ახალი პროექტების პრეზენტაციებისა და სხვა. ბიბლიოთეკები უნდა ეხმარებოდეს დაინტერესებულ მოსწავლეებს შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და რეალიზებაში. თანამედროვე მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს საბიბლიოთეკო ინფრასტრუქტურა მდიდარი წიგნადი ფონდითა და კვალიფიციური ბიბლიოთეკარებით.
საერთაშორისო კომპიუტერული ონლაინ-ცენტრის (OCLC) პრეზენტაცია,
30 და 31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ბიბლიოთეკების საერთაშორისო კომპიუტერული ონლაინ-ცენტრის (OCLC) პრეზენტაცია, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით ჩაატარეს ამავე ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა რაინ ვან ჩარლდორპმა და აღმოსავლეთ რეგიონების კურატორმა ქალბატონმა სეზან ტანმა.