ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა Koha
თუ ბიბლიოთეკაში 60000–ზე მეტი საბიბლიოთეკო ერთეულია, უფრო მიზანშეწონილია ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა Koha.
Koha არის Openbiblio–ზე გაცილებით მძლავრი, მაღალი კლასის და მრავალფეროვანი სერვისის მომცველი პროგრამა, მას შეუძლია დაამუშაოს 5 მილიონზე მეტი ბიბლიოგრაფიული ჩანაწერი, ოპერატიულად შეატყობინოს მკითხველებს სიახლეები, დაეხმაროს ლიტერატურის შერჩევაში და სხვა. ეს სისტემა მუშაობს Web 2.0 სტანდარტში.
საბიბლიოთეკო ასოციაციის წევრთაგან ეს სისტემა გამართულია:
- თსუ-ს "ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში"
- საქართველოს ეროვნული არქივის ბიბლიოთეკაში
- თსუ-ს ეკონომიკის სერთაშორისო სკოლის (ISET) ბიბლიოთეკაში
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში
- ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში
- თბილისის მედიათეკების გაერთიანებაში
- №5 ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულების ბიბლიოთეკაში
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში
- New Vision უნივერსიტეტში