ამბების აგრეგატორი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ&#x1

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, 27 თებერვალს, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ახალი ტიპის საზოგადოებრივი ცენტრი და ბიბლიოთეკა გახსნა. ხიდისთავის სასოფლო ბიბლიოთეკა განახლდა საპილოტე პროექტის - "საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის" ფარგლებში.
პროექტის პარტნიორები არიან: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი. იმედი გვაქვს რომ აღნიშნული პროექტი გაგრძელდება და მთელი საქართველოს ბიბლიოთეკებს მოიცავს.


ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში თანამედროვე ტიპის ბიბლიოთეკა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, 27 თებერვალს, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ახალი ტიპის საზოგადოებრივი ცენტრი და ბიბლიოთეკა გახსნა. ხიდისთავის სასოფლო ბიბლიოთეკა განახლდა საპილოტე პროექტის - "საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის" ფარგლებში. პროექტის პარტნიორები არიან: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი. იმედი გვაქვს რომ აღნიშნული პროექტი გაგრძელდება და მთელი საქართველოს ბიბლიოთეკებს მოიცავს.

<a href="/gelaorgge/photos/a


"წიგნი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას"
2014 წლის 27-28 დეკემბერს საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა სოფლის ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის აქცია. ორი დღის განმავლობაში, 10-დან - 18 სთ-მდე, გამომცემლობების მიერ წარმოდგენილი უახლესი ქართული გამოცემებიდან, სოფლის ყველა ბიბლიოთეკას საშუალება ჰქონდა თავად გაეკეთებინა არჩევანი და შეეძინა სასურველი ლიტერატურა, თითოეულ ბიბლიოთეკაზე გამოყოფილი 500 ლარიანი ვაუჩერის საშუალებით. საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია დიდ მადლობას უხდის ბატონ პრეზიდენტს, ამ საჩუქრისთვის. ეს აქცია არის არამხოლოდ ძვირფასი საჩუქარი, თვითონ ის ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტი მხარდაჭერას უცხადებს ბიბლიოთეკებს და არის ბიბლიოთეკების მეგობარი გამოიწვევს ბიბლიოთეკების შემდგომ განვითარებას და გაუმჯობესებას და მისცემს მეტ სტიმულს მუნიციპალიტეტებს, რომ მათ მეტად იზრუნონ სოფლის ბიბლიოთეკებზე, რაც პრაქტიკულად შეუძლებლად გვეჩვენებოდა ცოტა ხნის წინ.

<a href="https://www.facebook.com/photo


ციფრული ფოტომატიანე (ეროვნული ბიბლიოთეკა და ჯეოსელი)
,, წითელი დროშით, მოღერილ ყელით, თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით შემოდიოდა სიკვდილი ცელით! თოვდა… და თბილისს ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი! '' ამ ამბიდან ჯერ ასი წელიც არ გასულა. ჩვენ კი ხან გვინდა თვალი მოვუხუჭოთ, ფიქრი მოვატყუოთ. ეს ოფიცრები კი ისევ ასე გვიყურებენ - რუსეთის საოკუპაციო ჯარი თბილისში, 1921 წლის 25 თებერვალი ჩვენი პროექტი @[522440774527515:274:ციფრული ფოტომატიანე] http://www.photomatiane.ge/

&#x10de;&#x10e0;&#x10d4;&#x10d6;&#x10d8;&#x10d3;&#x10d4;&#x10dc;&#x10e2;&#x10d8;&#x10e1; &#x10e1;&#x10d0;&#x10e9;&#x10e3;&#x10e5;&#x10d0;&#x10e0;&#x10d8; &#x10e1;&#x10dd;&#x10e4;&#x10d4;&#x10da; &#x10e3;&#x10e9;&#x10ee;&#x10dd;&#x10e1; &#x10d1;&#x10d8;&#x

პრეზიდენტის საჩუქარი სოფელ უჩხოს ბიბლიოთეკას :)

https://fbcdn-sphotos-c-a.akamaihd.net/hphotos-ak-xpt1/v/t1.0-9/p100x100/10981864_1538700343084596_5058421604685342945_n.jpg?oh=1e69d956b386ac2c7acdfe5eccde56e1&oe=55DC20BD&__gda__=1436309937_bf7351117986fbc7483911ae20c9179f

უჩხოს საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა

უჩხოს საჯარო ბიბლიოთეკის მკითხველები ერთი კვირა ველოდებოდით ახალი წიგნების შემოტანას. 2014 წლის 29 დეკემბერს ბიბლიოთეკის პატარა მკითხველებმა, ბიბლიოთეკაში ნაძვის ხესთან, თოვლის ბაბუასთან გასაგზავნი ბარათები დააწყვეს. თოვლის ბაბუას სთხოვდნენ სკოლის ბიბლიოთეკისთვის ეჩუქებინათ წიგნების სერია დისნეის ფერადი სამყარო, ქართული ხალხური ზღაპრები, ასევე დიდი ქართველებისა და მსოფლიო გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიები, რომლებიც მათ ასაკზე იქნებოდა მორგებული. მოძრავნახატებიანი, ხმოვანი და მაგნიტურ ფიგურებიანი წიგნები. ლექსიკონები, ცნობარები,ატლასები, შემეცნებითი ლიტერატურა. უფროსებს სურდათ ისტორიის ილუსტრირებული წიგნები და ქართველ და უცხოელ ავტორთა რჩეული ნაწარმოებები. ამ ოცნების ნაწილი აუსრულდათ, ამაში დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტს ქალბატონ რუსუდან ასათიანს, რომელმაც ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკას გამოუყო პრეზიდენტის პროგრამით გათვალისწინებული 500 ლარიანი ვაუჩერი ,,წიგნი ყველა სოფელს“ და ჩვენ მოგვცა საშუალება აგვერჩია გამოსაწერად ჩვენთვის სასურველი ლიტერატურა(116 ცალი), რაშიც დაგვეხმარა სკოლის ბიბლიოთეკარი ეთერი აბულაძე, რომელიც იყო შუამავალი ჩვენსა და საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტს შორის. დიდ მადლობას გიხდით ქალბატონო რუსუდან უჩხოს საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის მკითხველები, სკოლის დირექტორი ქალბატონი მერი თავართქილაძე, სკოლის ბიბლიოთეკარი ეთერი აბულაძე, პედაგოგიური კოლექტივი და სოფლის მოსახლეობა, ჩვენ თქვენ მომავალ თაობას მოგვეცით საშუალება, ისეთი წიგნები გვქონოდა, რომელიც არის შედგენილი თანამედროვე მეთოდიკის გათვალისწინებით, რაც ჩვენ სკოლაში საგნების უკეთ შესწავლაში დაგვეხმარება და ჩვენთვის საინტერესო კითხვებზე გაგვცემენ პასუხს. თქვენ ამ წიგნების სახით გვაჩუქეთ დიდი განძი ცოდნა, რომელსაც ვერავინ წაგვართვამს და არც არასოდეს დაგვეკარგება. უკეთესი საქმეები გეკეთებინოთ მომავალი თაობების განათლების საქმეში. დიდი მადლობა! გაიხარეთ! უჩხოს საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში ჩამოყალიბებული სასკოლო კლუბ ,,განათლებული მომავალის“ პრეზიდენტი მარიკა სოლომონიძე.

&#x10d3;&#x10d0;&#x10e1;&#x10e0;&#x10e3;&#x10da;&#x10d3;&#x10d0; &#x10da;&#x10d4;&#x10e5;&#x10e1;&#x10d4;&#x10d1;&#x10d8;&#x10e1; &#x10d9;&#x10dd;&#x10dc;&#x10d9;&#x10e3;&#x10e0;&#x10e1;&#x10d8;-&#x201e;&#x10e2;&#x10d0;&#x10dc;&#x10dd; &#x10e2;&#x10d0;&#x

დასრულდა ლექსების კონკურსი-„ტანო ტატანო“, რომელიც მიეძღვნა ქალთა საერთაშორისო დღეს-8 მარტს! ორმა კონკურსანტმა დააგროვა ხმათა თანაბარი რაოდენობა. ჯილდა გვილიასა და დათო ახლოურს ვულოცავთ ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ დიდ წარმატებებს ცხოვრებაში.

&#x10eb;&#x10d5;&#x10d8;&#x10e0;&#x10e4;&#x10d0;&#x10e1;&#x10dd; &#x10db;&#x10d9;&#x10d8;&#x10d7;&#x10ee;&#x10d5;&#x10d4;&#x10da;&#x10d4;&#x10d1;&#x10dd;! &#x10d3;&#x10d0;&#x10d8;&#x10d3;&#x10dd; &#x10e9;&#x10d5;&#x10d4;&#x10dc;&#x10d8; &#x10d9;&#x10dd;&#

ძვირფასო მკითხველებო! დაიდო ჩვენი კონკურსის „ტანო ტატანოს“ მონაწილეთა შერჩეული ნამუშევრები! წაიკითხეთ და მოიწონეთ თქვენი რჩეული!

*** &#x10d7;&#x10d8;&#x10d7;&#x10e5;&#x10dd;&#x10e1; &#x10d5;&#x10d8;&#x10e6;&#x10d0;&#x10ea;&#x10d0;, &#x10db;&#x10e4;&#x10da;&#x10d8;&#x10d7;&#x10d0;&#x10d5;&#x10e1; &#x10d3;&#x10d0;&#x10dc;&#x10d8;&#x10d7; &#x10d3;&#x10e6;&#x10d4;&#x10e1; &#x10d7;&#x

***
თითქოს ვიღაცა, მფლითავს დანით დღეს
თითქოს ვიღაცა, გლიჯავს დამწვარ გულს
თითქოს ვიღაცა,მართმევს ოცნებებს
და ანაკუწებს დამშეულ ფიქრებს.
და, თავს ვიტყუებ, ვითომ არ ვიცი,
ვითომ არ ვიცი, ვინ მანადგურებს,
მაგრამ დამიჯერე მე აღარ მინდა

რომ სიყვარულის, მაინც მჯეროდეს.
და...ისევ ვმალავ სიყვარულს ძლიერს
ჯებირს ვუყენებ ზღვას, აღელვებულს
ვიცი ტყუილად ვირჯები ახლა
და ამ ჯებირსაც დაანგრევს ტალღა.
მაგრამ... მე მეტი რა დამრჩენია,
რა დამრჩენია მე ბრძოლის მეტი?
მრბოლავი სიყვარული მე რომც ავუშვა,
ვიცი შორს ხარ და ვერ დაგეწევი!
(ელიტა ჯობავა)

&#x10db;&#x10e1;&#x10e3;&#x10e0;&#x10d3;&#x10d0; &#x10d8;&#x10d0;&#x10dc;&#x10d5;&#x10d0;&#x10e0;&#x10d8; &#x10db;&#x10d0;&#x10e0;&#x10e2;&#x10dd;&#x10e1; &#x10d2;&#x10d0;&#x10db;&#x10d4;&#x10ea;&#x10d5;&#x10d8;&#x10d7;&#x10d0; &#x10db;&#x10e1;&#x10e3;

მსურდა იანვარი მარტოს გამეცვითა

მსურდა იანვარი მარტოს გამეცვითა,
თოვლი სიჯიუტეს თავსაც არ ანებებს,
მერე თებერვალში გული გავეცი და
ეხლა ერთად ვამჩნევთ თოვლში ნაკვალევებს,
მძევლად გაზაფხულზე მოგგვრი მონა მარტებს
მსურდა აპრილი შენს ფეხქვეშ მომეფინა,
მინდა გავუტოლდე მიჯნურ ბონაპატეს,
უფრო შეგიყვარო ვიდრე ჟოზეფინა.
მაისს ველოდები რაღაც გახელებით,
ისე მეგრილები როგორც ივნისია,
მერე შეგეხები ოდნავ და ხელებით,
ჩუმად გაგრძნობინებ ჩვენში ვინ ვისია,
ივლისს ჩავაგორებ შენი მოფერებით,
დედა ღვთისმშობელს ვთხოვ რიდით ჩვენზე ლოცვას,
მერე აგვისტოში ვნების მომეტებით,
ღამე სანთლის შუქზე გკადრებ პირველ კოცნას..
წყლიან სექტემბერში მკლავქვეშ შეგაფარებ,
უფრო მეყვარები ვიდრე ყველა მოყვასს,
მერე ოქტომბერში ჩუმად შეგაპარებ,
ყველა ბავშვი მართლა წეროს რომ არ მოყავს.
გაზრდის ნოემბერი ღამეს მოცულობით,
მათბობ დეკემბერში, როგორც მლოცველს ჯვარი,
ისე დამტკბარი ხარ ქალავ ორსულობით,
როგორც ალუჩის ხე ტყემალს შენაჯვარი..
(თემო შენგელაია)

&#x10db;&#x10d4; &#x10d0;&#x10e0; &#x10db;&#x10d8;&#x10dc;&#x10d3;&#x10d0; &#x10e4;&#x10d8;&#x10e5;&#x10e0;&#x10d8; &#x10d8;&#x10db; &#x10d4;&#x10e0;&#x10d7; &#x10da;&#x10d0;&#x10db;&#x10d0;&#x10d6; &#x10d3;&#x10e6;&#x10d4;&#x10d6;&#x10d4;, &#x10e0;&#x10

მე არ მინდა ფიქრი იმ ერთ ლამაზ დღეზე,
როცა, ერთი სიტყვით, შენ დრო გამიჩერე;
დამიტყვევე გული ძლიერ თბილი მზერით
და დამტოვე მარტო, მოხიბლული შენით.
დამიტოვე წვიმა და ღრუბელი ცაზე,
დამიტოვე ფიქრი, დამიტოვე ღამე,
მინდა ერთხელ გკითხო, იმ სულ მცირე დროში
რა ვიყავი შენთვის? ჩემთან როგორ მოხვდი?
აღარ მინდა წერა, სული გავიწამე,
ახლა საფლავს მითხრის დამცინავი მთვარე;
თუ ვერასდროს მიხვდი რა მინდა რომ გითხრა,
მე დავხუჭავ თვალებს და წამოვა წვიმა...

თაკო ქირია

&#x10e1;&#x10d8;&#x10e7;&#x10d5;&#x10d0;&#x10e0;&#x10e3;&#x10da;&#x10d8;&#x10e1; &#x10d1;&#x10d0;&#x10da;&#x10d0;&#x10d3;&#x10d0; &#x10d8;&#x10e1;&#x10d4;&#x10d5; &#x10ec;&#x10d5;&#x10d8;&#x10db;&#x10d0;, &#x10d8;&#x10d4;&#x10e1;&#x10d5; &#x10e5;&#x10d

სიყვარულის ბალადა

ისევ წვიმა, იესვ ქარი,
ისევ დავიდარება,
შემიყვარდა ერი ქალი
გულში დამრჩა დარდადა.

სიტყვის თქმა ვერ მოვასწარი
ისე გამეპარადა,
სულში სევდა დამიტოვა
გულში ცეცხლი დარანა.

დავეძებ და ვეღარ ვპოვე
მთიდან მთამდე , ბარადა,
ასე რატომ მიმატოვე
სიყვარულის ბალადავ?!

ისევ წვიმა, ისევ ქარი,
ისევ თოვლის ნამქერი,
სიყვარულო, დაილოცოს
ქვეყნად შენი სახელი,

ამირან(ანზორ) კილავა

&#x10d2;&#x10e3;&#x10e8;&#x10d8;&#x10dc; &#x10e8;&#x10d4;&#x10dc;&#x10d6;&#x10d4; &#x10d5;&#x10e1;&#x10d0;&#x10e3;&#x10d1;&#x10e0;&#x10dd;&#x10d1;&#x10d3;&#x10d8; &#x10e8;&#x10d4;&#x10db;&#x10dd;&#x10d3;&#x10d2;&#x10dd;&#x10db;&#x10d8;&#x10e1; &#x10ec;&

გუშინ შენზე ვსაუბრობდი
შემოდგომის წვიმებთან.
ვუამბე, რომ
ჩემი ხარ და
საყვარელი ვინმე ხარ...
წვიმას იქნებ არ ეჯერა
შენზე რომ ვოცნებობდი,
მაგრამ, იქ რომ ყოფილიყავ,
შემომეკოცნებოდი.
სახეს აგიფერმკრთალებდა
ეგ ქალური სიმორცხვე...
იცი? - გუშინ ღვთისმშობელთან
სიყვარულზე ვილოცე.
გუშინ ხატებს შევავედრე
ოცნებების ზედაშე,
მერე წვიმის
წვეთად შევრჩით
იმ სველ ქუჩებს
მე და შენ...

გუშინ შენზე ვსაუბრობდი
მთელი ღამე ხატებთან,
არ მეძინა
და ეს დილა
შენზე ფიქრში გათენდა...
(დათო ახლოური)

&#x10e3;&#x10e8;&#x10d4;&#x10dc;&#x10dd;&#x10d3;....... &#x10e0;&#x10dd;&#x10ea;&#x10d0; &#x10d3;&#x10d0;&#x10d3;&#x10d2;&#x10d4;&#x10d1;&#x10d0; &#x10d8;&#x10e1; &#x10d3;&#x10e0;&#x10dd;, &#x10d8;&#x10e1; &#x10df;&#x10d0;&#x10db;&#x10d8

უშენოდ.......
როცა დადგება ის დრო, ის ჟამი
ჩემი სიცოცხლის აზრი გახდები ,
მინდა გაგანდო ჩემი სიტყვები...
მე შენ მიყვარხარ, მე შენ მჭირდები.

გავა წლები...ამას გეტყვი
ვიცი ამას შენც გამიგებ
შენი სითბო, შენი სევდა
ჩემი გულის აზრი ხდება.

მორჩა...დიდს არაფერს აღარ ვიტყვი
მიყვარხარ და კვლავ დაგიცდი...
როცა იტყვი შემიყვარდა
ნუ დაიცდი...იცოდე, რომ კვლავ დაგიცდი.
(ჯილდა გვილია)

<a href="http://www.facebook.com/photo



ჩვენი ბიბლიოთეკის მკითხველებს, facebook-ის მეგობრებს, ყველას, ვისაც ''ბატონი მუზა'' ხშირად სწვევია!:)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის ავტომატიზაციის განყოფილება და ბიბლიოთეკის ინტერნეტტელევიზია ZugdidilibTV აცხადებს კონკურსს-''ტანო ტატანო'', რომელიც ეძღვნება გაზაფხულის შემობრძანებასა და ქალთა დღეს-8მარტს.
კონკურსში მონაწილეების მსურველებმა გამოაგზავნეთ გრაფიკულად გაფორმებული საკუთარი მოთხრობა, ესსე, ჩანახატი, ლექსი გაზაფხულზე, ქალსა და სიყვარულზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე irmakvirkvia@mail.ru (ნამუშევარი შესრულებული უნდა იყოს A4 ფორმატი, sylfine 12).
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. ნამუშევრების მიღება იწარმოებს 8-23 თებერვლამდე, facebook-ის მკითხველის გვერდზე დაიდება 25-7მარტის ჩათვლით.
გამარჯვებული ნაწარმოები გამოვლინდება 8 მარტს ლაიქების მეშვეობით, გვეყოლება ასევე განყოფილების რჩეული.
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ აქვე,:) ჩვენი Facebook-ის გვერდზე.
გააცანით თქვენი შემოქმედება ყველას!:)
ინფოარხების ცნობების შეკრება