ლევილის ქართველთა ბიბლიოთეკა
საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერითა და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ორგანიზებით, ლევილის ქართველთა შტოში ქართული ბიბლიოთეკა სულ მალე დასრულებულ სახეს მიიღებს.
ლევილში ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები იმუშავეს. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში იქმნება ლევილის სასაფლაოს ფოტოთეკა. აგრეთვე გაციფრდა მრავალი უნიკალური ფოტო.
ხულოს რაიონის ბიბლიოთკები
➡ ხულოს რაიონში უკვე აღდგენილია ღორჯომის, დიდაჭარის და ხიხაძირის ბიბლიოთეკები. აგრეთვე მალე აღდგება სოფელ რიყეთის ბიბლიოთეკა.
➡ აღნიშნული ბიბლიოთეკები აღიჭურვება კომპიუტერული ტექნიკით, ინტერნეტით, ხოლო ბიბლიოთეკარები გაივლიან ტრეინინგებს.
საქართველოს საბიბლიოთკო ასოციაცია
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში ბიბლიოთეკები გაიხსნა
➡ 21-22 მარტს ხულოს მუნიციპალიტეტის სამ სოფელში ღორჯომში, დიდაჭარაში და ხიხაძირში გაიხსნა სასოფლო ბიბლიოთეკები. დღეს აღნიშნული სოფლის მოსახლეობას, მოსწავლე-ახალგაზრდობას, პედაგოგებს, აბიტურიენტებს ადგილზე შეუძლიათ ისარგებლონ კომპიუტერით, უფასო ინტერნეტით, წიგნებით, ჟურნალ-გაზეთებით. სულ მოკლე დროში ბიბლიოთეკა სოფელ რიყეთშიც აღდგება.
მოსახლეობას საშუალება ექნება მოიძიოს და წაიკითხოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია, გამართოს კულტურული ღონისძიებები, დებატები, ჩაატაროს ტრენინგები და თავისუფალი დრო გამოიყენოს საინტერესოდ და შინაარსიანად.
➡კომპიუტერზაცისა და ინტერნეტიზაციის პროექტები აღნიშნულ სოფლებში ხორციელდება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, საქართველოს პრეზიდენტის, საბიბლიოთეკო ასოციაციისა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ხულოს რაიონის ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით.
➡სასოფლო ბიბლიოთეკების აღდგენა შემდგომშიც გაგრძელდება.
საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთკა
"ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" - ადიგენის ბიბლიოთეკები
"ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის ბიბლიოთეკების ინტერნეტიზაციასა და საინფორმაციო ცენტრის ფუნქციის შეთავსებას საბიბლიოთკო ასოციაციამ ადიგენის რაიონის ბიბლიოთეკები მოინახულა: აბასთუმანი, არალი, უდე.
საბოლოო ჯამში, შეირჩევა 70 ბიბლიოთეკა, რომელიც მიიღებს. პროექტში მონაწილეობას.
"ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" - თეთრიწყაროს ბიბლიოთეკები
"ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის ბიბლიოთეკების ინტერნეტიზაციასა და საინფორმაციო ცენტრის ფუნქციის შეთავსებას საბიბლიოთკო ასოციაციამ თეთრიწყაროს რაიონის ბიბლიოთეკები მოინახულა: ჭივჭავი, წინწყარო, მანგლისი, ჯორჯიაშვილი, ასურეთი, ბორბალო. კოდა,
საბოლოო ჯამში, შეირჩევა 70 ბიბლიოთეკა, რომელიც მიიღებს. პროექტში მონაწილეობას.
"საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის"
14-16 მარტს თბილისში იუსტიციის სახლში - საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციისა და Beyond Access-ის პროექტების ფარგლებში გაიმართა შეხვედრების II ფაზა ბიბლიოთეკების განვითარებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ტრეინინგები სახელწოდებით "საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის" ორგანიზებული იყო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და IREX-ის მიერ. ტრეინინგში მონაწილეობა მიიღეს 18 სასოფლო ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარებმა.
პროექტის ფარგლებში ჩართულ ბიბლიოთკებს გადაეცემათ კომპიუტერული ტექნიკა. იგეგმება ასევე რამდენიმე ბიბლიოთეკის ახალ შენობაში გადატანა. ტრენინგზე კოლეგებისათვის გამოცდილების გასაზიარებლად მოწვეულები იყვნენ საპილოტე ბიბლიოთეკების წარმომადგენლები ზუგდიდისა და ნუკრიანის ბიბლიოთეკებიდან.
"ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" - ცაგერის ბიბლიოთეკები
"ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის ბიბლიოთეკების ინტერნეტიზაციასა და საინფორმაციო ცენტრის ფუნქციის შეთავსებას საბიბლიოთკო ასოციაციამ ცაგერის რაიონის ბიბლიოთეკები მოინახულა: ორბელი, წილამიერი, გვესო, წიფერეჩი.
საბოლოო ჯამში, შეირჩევა 70 ბიბლიოთეკა, რომელიც მიიღებს. პროექტში მონაწილეობას.