ბიბლითეკების კვირეული - 2016

2016 წლის 16-დან 22 აპრილის ჩათვლით საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს ყველა მოქმედ ბიბლიოთეკაში ჩატარდება ბიბლიოთეკების კვირეული. კვირეულის დევიზია

„საინფორმაციო ტექნოლოგიები - ჩემი ბიბლიოთეკის მოდერნიზაცია!“

კვირეულის ფარგლებში საქართველოს ბიბლიოთეკები მასპინძლობენ სხვადასხვა ტიპის საჯარო ღონისძიებებს: გამოფენებს, ლიტერატურულ საღამოებს, წიგნების პრეზენტაციებს, შეხვედრების სერიებს მწერლებთან, პოლიტიკოსებთან და სხვა საინტერესო პიროვნებებთან. აგრეთვე ტარდება კონკურსები, სემინარები, დისკუსიები, საქველმოქმედო აქციები და სხვა.

კვირეულის პერიოდში ბიბლიოთეკარები ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ, ერთობლივად ეძებენ და ჭრიან საერთო პრობლემებს, აგრეთვე, ჯამდება გასული წლის განმავლობაში განხორციელებული ახალი პროექტები.

თელავის მუნიციპალიტეტი - "ბიბლიოთეკის საუკეთესო მკითხველი"

თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საბიბლიოთეკო გაერთიანების, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციისა და თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ტარდება შესარჩევი ტური "ბიბლიოთეკის საუკეთესო მკითხველი"-ს გამოსავლენად. 
შეჯიბრის მიზანია თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანებაში შემავალი სოფლის ბიბლიოთეკების პოპულარიზაცია. 
შესარჩევი ტური ტარდება ზონების მიხედვით. ფინალი 
თელავის მუნიციპალიტეტის საუკეთესო მკითხველს გამოავლენს.

თელავის მუნიციპალიტეტი

საქართველოს საბიბლიიოთეკო ასოციაცია

"ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" - ამბროლაურის ბიბლიოთეკები

"ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" პროექტის  ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის ბიბლიოთეკების ინტერნეტიზაციასა და საინფორმაციო ცენტრის ფუნქციის შეთავსებას საბიბლიოთკო ასოციაციამ ამბროლაურის რაიონის  ბიბლიოთეკები მოინახულა: ჭრებალო, ღადიში, პირველი ტოლა, მეორე ტოლა, ხვანჭკარა, ბუგეული, სადმელი, ხიდიკარი,  წესი, ლიხეთი, ჭელიაღელე, ნიკორწმინდა,

საბოლოო ჯამში, შეირჩევა 70 ბიბლიოთეკა, რომელიც მიიღებს. პროექტში მონაწილეობას.

"ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" - ტყიბულის ბიბლიოთეკები

"ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" პროექტის  ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის ბიბლიოთეკების ინტერნეტიზაციასა და საინფორმაციო ცენტრის ფუნქციის შეთავსებას საბიბლიოთკო ასოციაციამ ტყიბულის რაიონის ბიბლიოთეკები მოინახულა : საწირე,  კურსები,  გელათი,  სოჩხეთი, მუხურა 1, მუხურა 2

საბოლოო ჯამში, შეირჩევა 70 ბიბლიოთეკა, რომელიც მიიღებს. პროექტში მონაწილეობას.

ბიბლიოთეკართა კვალიფიკაციის ამაღლების ტრეინინგი

"სასწავლო დაწესებულებების და რეგიონალური ბიბლიოთეკების ბიბლიოთეკართა ტრეინინგი" გახლავთ საბიბლიოთეკო ასოციაციის მიერ ორგანიზებული ბიბლიოთეკართა გადამზადების კურსები, რომელიც წელიწადში რამდენიმეჯერ ტარდება ეროვნულ ბიბლიოთეკაში. 2016 წელს ტრეინინგი ტარდებოდა 22 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით. ტრენინგის დასასრულს ყველა მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

სეტიფიკატების გადაცემის ამსახველი ფოტო-მასალა შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს facebook გვერდზე. 

ინტერვიუ "კახეთის ხმა"-ზე -- ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას!



საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის შესახებ „კახეთის ხმასთან“ ინტერვიუში ისაუბრა. საუბარი შეეხო იმ 48 ბიბლიოთეკას, რომელიც კახეთის რეგიონში ამ პროექტის ფარგლებში უკვე კომპიუტერული ტექნიკით აღიჭურვა და ერთიან საბიბლიოთეკო ბაზაში ინტეგრირდა. ამასთან ყველა სოფლის ბიბლიოთეკა წიგნადი ფონდითაც განახლდა. ეს პროექტი ყველა რეგიონალურ ბიბლიოთეკებზეა გათვლილი და თანდათანობით ყველგან განხორციელდება. 

"ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" - სამტრედიის ბიბლიოთეკები

ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" პროექტის  ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის ბიბლიოთეკების ინტერნეტიზაციასა და საინფორმაციო ცენტრის ფუნქციის შეთავსებას საბიბლიოთკო ასოციაციამ სამტრედიის რაიონში სოფ. ღანირის ბიბლიოთეკა მოინახულა.

საბოლოო ჯამში, შეირჩევა 70 ბიბლიოთეკა, რომელიც მიიღებს. პროექტში მონაწილეობას.

ინფოარხების ცნობების შეკრება