სამი პრეზენტაცია ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში
თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკაში 26 აპრილს გაიმართება პრეზენტაციები:
1. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საინფორმაციო რესურსების რეგიონალური კურატორი, ქალბატონი ალკა ბჰატნაგარი (Alka Bhatnagar)
მოხსენება: „ბიბლიოთეკების ახალი როლი – საზოგადოებრივი ცენტრები“
“Evolving role of libraries as community centers”?
2. თბილისის "ახალი სკოლის" ბიბლიოთეკის ამსახველი ვიდეორგოლი
3. ირმა მალაციძე (საბავშვო ლიტერატურის ფონდი) და ირაკლი ღარიბაშვილი (საბიბლიოთეკო ასოციაცია) –
პრეზენტაცია: „შვედეთის საბავშვო და სასკოლო ბიბლიოთეკები“ 2012 წლის აპრილის მივლინების ვიდეო–ანგარიში.
ქრისტე აღსდგა!
საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული ქსელის კონსორციუმის საერთო კრება
2012 წლის 11 აპრილს, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ჩატარდა საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული ქსელის კონსორციუმის საერთო კრება. შეკრებაზე განხორციელდა კონსორციუმის პროგრამების პრეზენტაციები, იყო საუბარი მომავალ პერსპექტივებზე და კონსორციუმის აქტიურობაზე. დაწვრილებით იქნა განიხილული თითოეული პროგრამა. დღესდღეობით ხორციელდება რამდენიმე პროგრამა:
- ლიცენზირების პროგრამა: ელექტრონული სამეცნიერო მონაცემთა ბაზები
- ”თავისუფალი წვდომის" პროგრამა: რეცენზირებული კვლევითი ლიტერატურის მოძიების პირდაპირი, შეუზღუდავი და უფასო საშუალება ინტერნეტის მეშვეობით. იგი იძლევა კვლევითი ლიტერატურის მაქსიმალური გავრცელების საშუალებას.
- ღია პროგრამული სისტემების პროგრამა: ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემები
- ელექტრონული საბიბლიოთეკო პროგრამები: Openbiblio, Koha და ა.შ.
- ინტელექტუალურ უფლებათა პროგრამა: საავტორო უფლებების დაცვა.
- პროგრამა ინოვაციური მომსახურებები საჯარო ბიბლიოთეკებში: სხვადასხვა სახის გრანტები მიღების შესაძლებლობა.
საქართველოს ბიბლიოთეკების კვირეული - 2012 - National Library Week
იპოვე შენი მომავალი ბიბლიოთეკაში - თქვენი ბიბლიოთეკა
ბიბლიოთეკების კვირეული გაიხსნება 23 აპრილს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. კვირეულის ძირითადი თემებია ელექტრონული ბიბლიოთეკები და ბიბლიოთეკა ბავშვებისთვის.
საქართველოში ბიბლიოთეკების კვირეულები ტარდება 2002 წლიდან. მათი ინიცატორი და მთავარი ორგანიზატორია საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია.
ბიბლიოთეკების კვირეულების მიზანია: წარმოაჩინონ თანამედროვე ქართული ბიბლიოთეკების მიღწევები, იდეები, ინოვაციები თუ პრობლემები; უკეთ გააცნონ ისინი ფართო საზოგადოებას.
ანალოგიური ღონისძიებები ტარდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში "ბიბლიოთეკების კვირეულების" ან "ბიბლიოთეკების დღეების" სახელწოდებით.