ექვთიმე თაყაიშვილი-ღვთისკაცი გარდაცვალების 63 წლისთავისადმი მიძღვნილი მსვლელობა
21 თებერვალს, ექვთიმე თაყაიშვილის გარდაცვალების დღეს 10:00-13:00 სთ-მდე, შედგება მსვლელობა ექვთიმე თაყაიშვილის სახლიდან (ვაშლოვანის ქუჩა N6, ექვთიმე თაყაიშვილის საქველმოქმედო ფონდი) მთაწმინდის ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, 12:00 სთ-ზე მამადავითის ტაძრის წინამძღვარი მთაწმინდის პანთეონში გადაიხდის პარაკლისს. ექვთიმე თაყაიშვილს ღვაწლზე ისაუბრებენ სასულიერო და საერო პირები.
მსვლელობა გაიმართება საქართველოს საბობლიოთკო ასოციაციის, საქართველოს საპატრიარქოს ბიბლიოთეკის და ექვთიმე-ღვთისკაცი თაყაიშვილის საქველმოქმედო ფონდის ორგანიზებით. მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ საპატრიარქოს ბიბლიოთეკის, თბილისისა და რეგიონალური ბიბლიოთეკების თანამშრომლები და მკითხველები; ექვთიმე-ღვთისკაცის სახელობის 163 საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები; სტუდენტები; ექვთიმე-ღვთისკაცის სახელობის ტაძრის მრევლი და სასულიერო პირები.
მსვლელობის მონაწილეთა შეკრება დაიწყება 21 თებერვალს 10 სთ-ზე, ვერის ბაღში ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლთან.
მსვლელობის მონაწილეებს ვაშლოვანის ქუჩაზე საშუალება ექნებათ დაათვალიერონ ექვთიმე თაყაიშვილი-ღვთისკაცის საქველმოქმედო ფონდი და სამლოცველო.
საინფორმაცო მხარდაჭერა: საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“.
მსურველებს შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ.
ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 557 60 08 35 ციცო ქველიძე.
ინტერნეტ-სერვისი გურჯაანის რაიონის ბიბლიოთეკებში
გურჯანის რაიონის სოფლების ბიბლიოთეკებში, სადაც საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაფინანსებული საპილოტე პროექტის "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" ფარგლებში საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციამ კომპიუტერული ტექნიკა ჩაიტანა, მაღალსიჩქარიანი უფასო ინტერნეტით სარგებლობა უკვე ყველასათვის იქნება ხელმისაწვდომი. საბიბლიოთეო-გაერთიანების ხელმღვანელებმა, მუნიციპალიტეტის ექვს ბიბლიოთეკაში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი, საკუთარი ხარჯით, შეიყვანეს. ამ სიახლთ ყველა მსურველი უფასოდ ისარგებლებს. მაია ბეროშვილის აზრით, ეს ფაქტი სოფლის ბიბლიოთეკებში მკითხველის რაოდენობასაც გაზრდის.
საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი
➡ პროექტი "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას", რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით ხორციელდება კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს იძენს.
➡ პრეზიდენტის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში არსებული ყველა სოფლის ბიბლიოთეკის ფონდები შეივსო ახალი გამოცემებით, კახეთის რეგიონში 80 ბიბლიოთეკა აღიჭურვა კომპიუტერული ტექნიკით და ინტერნეტით, გარდა ამისა ბიბლიოთეკარებმა გაიარეს კვალიფიკაციის ამაღლების კურსები.
➡ამავე პროექტის ფარგლებში დღესაც გრძელდება საქართველოს სოფლის ბიბლიოთეკებში სიტუაციის შესწავლა და კიდევ 70 ბიბლიოთეკა აღიჭურვება ტექნიკით და ინტერნეტით.
"ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" - ზესტაფონის ბიბლიოთეკები
"ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის ბიბლიოთეკების ინტერნეტიზაციასა და საინფორმაციო ცენტრის ფუნქციის შეთავსებას საბიბლიოთკო ასოციაციამ ზესტაფონის რაიონის ბიბლიოთეკები მოინახულა : პირველი სვირი, კვალითი, ცხრაწყარო, კლდეეთი, ფუთი, ძირულა, საქარა.
საბოლოო ჯამში, შეირჩევა 70 ბიბლიოთეკა, რომელიც მიიღებს. პროექტში მონაწილეობას.
"ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" - ხობის ბიბლიოთეკები
"ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის ბიბლიოთეკების ინტერნეტიზაციასა და საინფორმაციო ცენტრის ფუნქციის შეთავსებას საბიბლიოთკო ასოციაციამ ხობის რაიონის ბიბლიოთეკები მოინახულა : ხამისქური, ხეთა, პირველი მაისი, ძველი ხიბულა, ახალი ხიბულა, ზუბი, საჯიჯაო, ქვემო ქვალონი, საგვიჩიო, ჭალადიდი, შუა ხორგა, თორსა.
საბოლოო ჯამში, შეირჩევა 70 ბიბლიოთეკა, რომელიც მიიღებს. პროექტში მონაწილეობას.
"ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" - ჩხოროწყუს ბიბლიოთეკები
"ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის ბიბლიოთეკების ინტერნეტიზაციასა და საინფორმაციო ცენტრის ფუნქციის შეთავსებას საბიბლიოთკო ასოციაციამ ჩხოროწყუს რაიონის ბიბლიოთეკები მოინახულა : ზუმი, მუხური, თაია, ნაფიჩხოვო, ჭოლია, ქვედა ჩხოროწყუ, ახუთი, ლესიჭინე, კირცხი, ხაბუმე.
საბოლოო ჯამში, შეირჩევა 70 ბიბლიოთეკა, რომელიც მიიღებს. პროექტში მონაწილეობას.
"ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" - სენაკის ბიბლიოთეკები
"ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის ბიბლიოთეკების ინტერნეტიზაციასა და საინფორმაციო ცენტრის ფუნქციის შეთავსებას საბიბლიოთკო ასოციაციამ სენაკის რაიონის ბიბლიოთეკები მოინახულა : მეორე ნოსირი, გეჯეთი, ნოქალაქევი, მენჯი.
საბოლოო ჯამში, შეირჩევა 70 ბიბლიოთეკა, რომელიც მიიღებს. პროექტში მონაწილეობას.