ანდროიდის აპლიკაცია: Moodstanza - ლექსები განწყობისათვის!
https://play.google.com/store/apps/details?id=air.com.gipa.moodstanza
წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთკისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ერთობლივ პროექტს – ბიბლიოთეკის ბაზაზე შექმნილი ახალი აპლიკაციას ანდროიდისთვის.
ამ აპლიკაციის ჩამოტვირთვით საშუალება გაძლევათ შეუსაბამოთ თქვენს განწყობას ქართული ლიტერატურის ნიმუშებიდან ამოკრეფილი სტრიქონები. ასევე – განწყობის ან ამინდის გამოსახულების არჩევით შეცვალოთ ლექსის სტროფი, ხოლო სურვილის შემთხვევაში კი, მისი გაგრძელება ინტერნეტში წაიკითხოთ.
"შპრინგერის" წარმომადგენლობა საქართველოში
23 ივნისს, 14 საათზე, თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება შეხვედრა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გამომცემლობის „შპრინგერის“ წარმომადგენლებთან.
გამომცემლობის სხვადასხვა სერვისების შესახებ პრეზენტაციებს გააკეთებენ ლიცენზირების მენეჯერი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ბატონი ტაფერ ატტა, გამომცემლობა „შპრინგერის“ გაყიდვების უფროსი ქალბატონი ანჟელა ტიმერმანი და გამომცემლობა „შპრინგერის“ ვიცე პრეზიდენტი ახლო აღმოსავლეთის, თურქეთის და ცენტრალური აზიის რეგიონებში ბატონი ასდაა კოტანი.
ისინი უფრო დაწვრილებით გაგვაცნობენ გამომცემლობა შპრინგერის მონაცემთა ბაზების ახალ სხვადასხვა სერვისებს მათ შორის ელექტრონული წიგნებს. გარდა ამისა, გააკეთებენ შემოთავაზებებს ბიბლიოთეკებისათვის.
"იმპულსი" – ხმები და პროცესები ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკიდან!
Radio GIPA / რადიო ჯიპა FM 94.3 გადა ცემაში "იმპულსი" ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის შენობის, მკითხველების, ახალგაზრდა მკვლევარების და იქ მომუშავე ადამიანების ხმებს მოგასმენინებთ. რა პროცესები მიმდინარეობს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის შენობაში? რამდენად არის ის სამეცნიერო კომუნიკაციის, იდეების გაცვლის, სწავლების და მსჯელობის სივრცე? რა ნაშრომებს ინახავს ბიბლიოთეკის უძველესი საცავები და ვინ არიან ის ადამიანები რომლებიც სამეცნიერო ბიბლიოთეკას ყველაზე აქტიურად სტუმრობენ?
გურამ თიკანაძის ფოტოარქივი
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები სვანეთში ვიზიტის ფარგლებში მესტიის რაიონის სოფელ ლატალის გურამ თიკანაძის სახელობის მუზეუმს ესტუმრნენ. ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა გააციფრეს მუზეუმში დაცული გურამ თიკანაძის ფოტოარქივი, რომელიც მალე ეროვნული ბიბლიოთეკის "ციფრული ფოტომატიანის" ნაწილი გახდება. ეროვნული ბიბლიოთეკა მადლობას უხდის გურამ თიკანაძის ქალიშვილს ია თიკანაძეს და მუზეუმის ხელმძღვანელობას ამ უნიკალური მასალის მოწოდებისთვის.
თორსის სკოლას 400 წიგნი გადაეცა
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ თორსის საჯარო სკოლას 400 წიგნი გადასცა. სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებისთვის ღონისძიება გამართეს. ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა სოფელ თორსის საჯარო სკოლის მოსწავლები ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაპატიჟა.
წიგნები უშგულის სკოლის ბიბლიოთეკას
ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტის ფარგლებში, ჯეოსელის და არაერთი შემომწირველის დახმარებით უშგულის სკოლის ბიბლიოთეკას 300-ზე მეტი წიგნი გადაეცა.
აქვე პროექტისთვის "ეროვნული ფოტომატიანე" გაციფრდა იქ მცხოვრებთა წინაპრების ფოტოები.
საერთშორისო სამეცნიერო კონფერენცია
საერთშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში ცხადდება კონკურსი ახალგაზრდა მკვლევარებისათვის. მასში მონაწილეობა შეუძლიათ დოქტორანტებს, მაგისტრანტებს, ბაკალავრებს. კონფერენციის ორგანიზატორების მიერ შეირჩევა სამი გამარჯვებული, რომელთა მოხსენები დაიბეჭდება შრომების კრებულში. ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი.