წიგნების სკივრი ზოოპარკში
ეროვნულმა ბიბლიოთეკამ თბილისის ზოოპარკში თავისი პატარა ”ფილიალი” გახსნა, ანუ წიგნებით სავსე სკივრი დადგა. ზოოპარკის სტუმრებს შეუძლიათ სკივრიდან ორი წიგნი აიღონ და სანაცვლოდ ერთი მიიტანონ, ან სკივრიდან აღებული წიგნი იქვე წაიკითხონ და მერე უკან დააბრუნონ.
ვებინარი თემაზე თავისუფალი წვდომის ინფრასტრუქტურის კვლევა ევროპულ სივრცეში – OpenAIRE webinars during OA Week 2014
ღია ხელმისაწვდომი პროექტის კვირეულის განმავლობაში, EIFL-ი OpenAIRE -ისა და FOSTER-ის თანამშრომლობით პროექტირებულ სემინარებს უმასპინძლებს. ვებინარი წარმოგვიდგენს Open Access Mandate-სა და Open Research Data Pilot-ის პროგრამებს Horizon 2020-ის ფარგლებში, და წარმოგვიდგენს ახალი OpenAIRE ვერსიასა და Zenodo მონაცემთა ბაზას.
ვებინარი ღიაა და ჩატარდება ორშაბათი, 20 ოქტომბერიდან - ხუთშაბათი, 23 ოქტომბერის ჩათვლით 15.00 -16.00 (CEST )სთ-ზე (13.00 - 14.00 UTC / 14.00 - 15.00 WEST / 16.00 - 17.00 EEST).
თქვენ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ, ერთ ან რამოდენიმე ვებინარზე. გამოიყენეთ რეგისტრაციის ფორმა
საოჯახო ტიპის საბავშვო ბიბლიოთკა
მეგობრებო, მეუნარგიას ქუჩაზე მცირე საოჯახო ტიპის სახლში მცხოვრები ბავშვებისათვის გვინდა შევქმნათ საბავშვო ბიბლიოთეკა. ვიწყებთ წიგნების შეგროვებას და თუ ვინმეს სურვილი გექნებათ გაუკეთოთ ბავშვებს საჩუქარი გთხოვთ წიგნები მოგვაწოდოთ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში
საბიბლიოთეკო ასოციაციისა და ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტები
ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი "ერთსულოვნების" ეთერში რეგიონის ბიბლიოთეკების განვითარების, მათი დახმარებისა და შემდგომი ერთობლივი პროექტების განხორციელების შესახებ საუბრობს.
Bibliotheca academica 2014 - ბიბლიოთეკართა კომპეტენციის ახალი განსაზღვრებები
2014 წლის 14, 15 სექტემბერს Bibliotheca Academica 2014, EIFL-OA პროგრამის მენეჯერი ირინა კუჩმა გამართავს კონფერენციას: Společně - otevřeně - efektivně (ერთობა - ღიაობა – ეფექტურობა). წარმოდგენილი პრეზენტაციის თემაა: „ბიბლიოთეკართა კომპეტენცია ელექტრონულ-კვლევით და სამეცნიერო-კომუნიკაციების ფარგლებში“.
2013 წლის აგვისტოში, კვლევითი ბიბლიოთეკების ასოციაციამ (ARL), კანადის კვლევითი ბიბლიოთეკების ასოციაციამ (CARL), ღია წვდომის (Open Access) რეპოზიტორიუმის კონფედერაციამ (COAR) და ევროპული კვლევითი ბიბლიოთეკების ასოციაციამ (LIBER) ერთობლივად შეიმუშავეს პროფესონალ ბიბლიოთეკარის ცნება ელექტრონულ-კვლევით და სამეცნიერო-კომუნიკაციების ფარგლებში. ცნების შემუშავების მიზანი იყო ბიბლიოთეკართა კომპეტენციის განსაზღვრა თანამედროვე განვითარებად გარემოში.
ეს პრეზენტაცია ხელს შეუწყობს შემდგომ, მუდმივგანახლებად სამუშაოს შექმნას საბიბლიოთკო საზოგადოების, კვლევითი ჯგუფების, ურთერთობების შესახებ.
იხ. ვრცლად [EIFL news and events]
ალექსანდრე ლორია სტუმრად აჭარის ტელევიზიის დილის ეთერში
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ალექსანდრე ლორიასადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო ჩატარდა. ღონისძიების შესახებ და მშობლიურ ბათუმთან დაკავშირებულ მოგონებებზე ბატონი ალქესანდრე აჭარის ტელევიზიის დილის გადაცემაში საუბრობს
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=adjara&seekTime=20-09-2014%2011:46
JSTOR-ის ვებინარები ბიბლიოთეკარებისთვის
JSTOR-ი სექტემბრის თვეში საინტერესო სიახლეს გთავაზობთ. ბიბლიოთეკარებს საშუალება ეძლევათ დარეგისტრირდნენ უფასო ვებინარებზე. ეს სპეციალისტებს შესაძლებლობას მისცემს გაეცნონ ერთ-ერთი დიდი საგანმანათლებლო რესურსის მუშაობის პრინციპებს. ვებინარების თემა დაეთმობა კოლექციის შერჩევის, გაციფრების და ციფრული რესურსების დაცვის საკითხებს.
ვებინარების გასაცნობად შეგიძლიათ დარეგიგსტრირდეთ ლინკზე