ბიბლიოთეკების კვირეულის დახურვა!!!

8 მაისს 16 საათზე საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია გიწვევთ ბიბლიოთეკების კვირეულის დახურვაზე, რომელიც გაიმართება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში. დახურვაზე წარმოდგენილი იქნება ბიბლიოთეკების გამოფენა. საქართველოს წამყვანი ბიბლიოთეკები წარმოადგენენ თავიანთ კუთხეებს. კვირეულის დახურვაში მონაწილეობას იღებენ: ეროვნული ბიბლიოთეკა, სამეცნიერო ბიბლიოთეკა, ილიას უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, New School-ის ბიბლიოთეკა, მედიათეკა, სასჯელაღსრულების ბიბლიოთეკა, ახუნდოვის სახლის ბიბლიოთეკა და სხვები.


[საქ. საბიბლიოთეკო ასოციაციის Facebook]

ბიბლიოთეკარების საყურადღებოდ!!!


საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია ატარებს ორკვირიან ტრეინინგს ბიბლიოთეკარებისათვის. ლექციები დაიწყება 5 მაისს 11სთ-ზე ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, ალექსიძის ქ.N1/4. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ციცო ქველიძეს 591174110

[საქ. საბიბლიოთეკო ასოციაციის Facebook]

ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა – ღონისძიებები კვირეულის ფარგლებში

საბიბლიოთეკო კვირეულთან დაკავშირებით ხარაგაულის ცენტრალურმა ბიბლიოთკამ საინტერესო ღონისძიებები შესთავაზა სტუმრებს და მკითხველებს. ბიბლიოთკა "კვირეულში" 28 მაისიდან ჩაერთო და უკვე სამი ღონისძიების გამართვაც მოასწრო:
28 აპრილი – ხარაგაულის საბავშვო განყოფილებაში გაიმართა ღონისძიება "ტყუპები".
30 აპრილი – ცენტრალური ბიბლიოთეკის მიერ გაიმართა შეხვედრა პოეტ ლინა ბარათაშვილთან.
2 მაისი – ბორის სკოლა-პანსიონში ჩატარდა ნოდარ დუმბაძის საღამო "მზიანი გულის მწერალი".

ხოლო 6 მაისი – მოეწყობა ექსკურსია (ბიბლიოთეკის ხარჯებით)ყველა ამ ღონისძიების მონაწილეებისათვის.

ლატვიის უნივერსიტეტის აკადემიური ბიბლიოთეკა ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

 

30 აპრილს ლატვიის უნივერსიტეტის აკადემიური ბიბლიოთეკა საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგა ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში. ბიბლიოთეკის დირექტორმა ქალბატონმა ვენტა კოცერემ ქართველ კოლეგებს გაუზიარა საკუთარი ბიბლიოთეკის მიღწევები და გამოცდილება, ხოლო ბატონმა ვალდის მაზულისმა ისაუბრა ლატვიის ბილიოთეკაში მიმდინარე დიგიტიზაციის პროცესებზე. პრეზენტაციების ბოლოს გაიმართა დისკუსია ქართველ და ლატვიელ კლეგებს შორის.

შეხვედრის დასასრულს ქალბატონმა ვენტამ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს საპატიო სიგელი გადასცა.

საბიბლიოთეკო კვირეულის გახსნა

 

28 აპრილს, თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართა საბიბლიოთეკო კვირეულის გახსნა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ რაიონებისა და თბილისის ბიბლიოთეკების წარმომადგენლები. გაიმართა პრეზენტაციების კონკურსი "წარმოადგინე შენიბიბლიოთეკა", რომელშიც გამარჯვებული დამსწრე საზოგადოებამ გამოავლინა. ხმათა უმრავლესობით კონკურსში თბილისის ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულების ბიბლიოთეკარმა ანა გერგედავამ გაიმარჯვა. 

საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ კონკურსში გამარჯვებული და ღვაწლმოსილი ბიბლიოთეკარები დააჯილდოვა საპატიო სიგელებითა და საჩუქრებით.

ღონისძიების მონაწილეებს დაურიგდათ სხვადასხვა ტიპის საბიბლიოთეკო-საინფორმაციო ბროშურები.

საბიბლიოთეკო ასოციაცია დიდ მადლობას უხდის ყველა მონაწილეს, თბილისის მთავარ ბიბლიოთეკას მასპინძლობისთვის და ეროვნულ ბიბლიოთეკას ჯილდოების დაწესებისათვის.

[საქართველოს საბიბლიოთკო ასოციაცია Facebook]

სკაიპ-ტრეინინგი ხულოს რაიონის სკოლის ბიბლიოთეკარებისთვის

28 აპრილს ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ მოაწყო სკაიპ ტრეინინგი, რომელშიც ხულოს რაიონის 50 სკოლის დირექტორი და ბიბლიოთეკარი იყო ჩაერთული. ტრეინინგზე განსახილველი თემები იყო სკოლის ბიბლიოთეკების მნიშვნელობა, სამომავლო ურთიერთობების გაღრმავება, ელექტრონული კატალოგის საჭიროება, „საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის სტანდარტზე“ მუშაობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითზები.

[ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა Facebook]

საბიბლიოთეკო კვირეულის გახსნის ღონისძიება გურჯაანში

ქ. გურჯაანში, 30 აპრილს 14 საათზე გაიმართება საბიბლიოთეკო კვირეულის გახსნის ღონისძიება სახელწოდებით "მრგვალი მაგიდა მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკებისათვის". მისამართი:
გურჯაანის საბიბლიოთეკო გაერთიანება, ნონეშვილის გამზირი N2.

[საქ. საბიბლიოთეკო ასოციაციის Facebook]

ინფოარხების ცნობების შეკრება