ქართულ-შვედური სემინარი თემაზე „საბავშვო ბიბლიოთეკები“
საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია შვედეთის ინსტიტუტის მხარდაჭერით 27-28 მაისს ატარებენ ერთობლივ, ქართულ-შვედურ სემინარს თემაზე „საბავშვო ბიბლიოთეკები“.
პროექტის მხარდამჭერები - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქალაქ თბილისის საკრებულო;
სამეცნიერო მონაცემთა ბაზების პრეზენტაცია თბილისის სასწავლო უნივერსიტეტ გორგასალში
2012 წლის 17 მაისს 14 საათზე თბილისის სასწავლო უნივერსიტეტ გორგასალში ჩატარდება მონაცემთა ბაზების და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის სხვა პროდუქტების პრეზენტაცია.
პრეზენტაციას ჩაატარებს საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ელექტრონული საინფორმაციო რესურსების მართვის მენეჯერი, EIFL ლიცენზირების კოორდინატორი საქართველოში თამარ ხახუტაშვილი.
მონაცემთა ბაზების პრეზენტაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში
11 მაისს 12 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის მონაცემთა ბაზების და სხვადასხვა სერვისების პრეზენტაცია.
სტატიების განთავსება უცხოეთის ჟურნალებში
- Thomson Scientific Web of Science-ში ციტირებული სერბული ჟურნალები
http://kobson.nb.rs/nauka_u_srbiji/referisani_casopisi.23.html#371
2. ქართველი ავტორების მიერ სერბულ ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიები:
http://scindeks.ceon.rs/article.aspx?artid=0039-21381101029S
http://scindeks.ceon.rs/article.aspx?artid=0340-62530143135L
http://scindeks.ceon.rs/article.aspx?artid=0350-13020184069B
3. გამომცემლობა Emerald-ის ელექტრონული ჟურნალები (სტატიების განთავსება უფასოა)
ახალი ციფრული ბიბლიოთეკა "ივერიელი"
საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ შექმნა ახალი ციფრული ბიბლიოთეკა "ივერიელი", რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ბიბლიოთეკაში დაცული წიგნების, ჟურნალების, გაზეთების, ფოტოების და სხვა იშვიათი გამოცემების გაციფრებულ ასლებს. მკითხველს საშუალება აქვს ორიგინალში იხილოს და წაიკითხოს პირველი ქართული ლიტერატურული ჟურნალი "ცისკარი", პირველი ქართული გაზეთი ”საქართველოს გაზეთი” და სხვა მასალა.
ინტერნეტ სემინარი (Webinar) ელექტრონული წიგნების მონაცემთა ბაზა Ebrary-ის შესახებ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში 2 მაისს 12 საათზე ჩატარდა ინტერნეტ სემინარი (Webinar) ელექტრონული წიგნების მონაცემთა ბაზის – Ebrary-ს მოხმარების შესახებ. Ebrary მოიცავს 50000 დასახელების ფართო შინაარსობრივი სპექტრის მქონე ელექტრონულ წიგნებს.
ახალი ლექსიკონი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიულ ცენტრში, თავდაცვის ეროვნული აკადემიის სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნა ინგლისურ-ქართული სამხედრო ლექსიკონი.