10 საჯარო ლექცია გერმანულ ლიტერატურაზე
10 საჯარო ლექცია გერმანულ ლიტერატურაზე -
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ჰუმბოლდტის სახელობის გერმანული სამკითხველო დარბაზი მასპინძლობს გერმანული ლიტერატურისადმი მიძღვნილ საჯარო ლექციებს.
სამეცნიერო-პოპულარული სტილის ლექციები მიზნად ისახავს გერმანული ლიტერატურის პოპულარიზაციას, თანამედროვე კვლევათა ფართო აუდიტორიისთვის წარმოდგენას.
საჯარო ლექციებს წაიკითხავენ თსუ პროფესორი სანდრო თვარაძე, თსუ ასოციირებული პროფესორი კოკა ბრეგაძე და ილიას უნივერსიტეტის ასოციირებული პროფესორი ლევან ცაგარელი.
ახალი საბავშვო ბიბლიოთეკის გახსნა ხაშურში
ხაშურში ახალი საბავშვო ბიბლიოთეკა გაიხსნა.
ბიბლიოთეკის გახსნას დაესწრნე ლიტვის ელჩი, საელჩოს წარმომადგენლები და ლიტველი სტუმრები, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი, ირაკლი ღარიბაშვილი.
რას გულისხმობს თავისუფალი წვდომა?
თავისუფალი წვდომის პროგრამა, რომელზეც მუშაობს ჩვენი ბიბლიოთეკების კონსორციუმი გულისხმობს არა უბრალოდ უფასო ინტერნეტ-რესურსების გამოყენებას, არამედ ქართველი მეცნიერების მიერ მაღალი ხარისხის (რეცენზირებულ) სამეცნიერო შრომების გამოქვეყნებას ინტერნეტში, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და საერთაშორისო საძიებლებში ჩართვით და – ამავე დროს – უფასოდ!
სომეხი კოლეგების ვიზიტი
10-11 აგვისტოს თბილისში იმყოფებოდა სომხეთის საბიბლიოთეკო ასოციაციის ჯგუფი. ასოციაციის ხელმძღვანელი ქალბატონი რუზან ტონოიანი, რომელიც ამავე დროს სომხეთის ეროვნული საბავშვო ბიბლიოთეკის დირექტორია, შეხვდა საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტს. მოინახულა ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა და ქ.თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა.
დაისახა თანამშრომლობის გეგმები.
რადიოგადაცემა : ბიბლითეკები დღეს და მომავალში
რადიო1–ის 18.08.2012
თემა:ბიბლითეკები დღეს და მომავალში
სტუმარი:ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი,საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი
წამყვანი:ნინო დათუკიშვილი
ვორქშოფი ბიბლიოთეკის განვითარების საკითხებზე
3 და 4 აგვისტოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის შენობაში გაიმართა ვორქშოფი ბიბლიოთეკის განვითარების საკითხებზე. ვორქშოფში მონაწილეობა მიიღო 40მდე ადამიანმა - მოხალისეებმა და ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა. მათ სამ თემატურ ჯგუფში სხვადასხვა საკითხებზე იმუშავეს. 1. ბიბლიოთეკის კონცეპტუალური განვითარება, 2. ბიბლიოთეკის სივრცითი განვითარება და 3. ბიბლიოთეკის მხარდამჭერი ჯგუფის გეგმის შემუშავება.
ვორქშოფი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის განვითარების საკითხებზე
ვორქშოფი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის განვითარების საკითხებზე -