admin-(ი)ს ბლოგი
საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციას ახალი პრეზიდენტი და გამგეობა ჰყავს
20 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის გამგეობის არჩევნები გაიმართა. გამგეობის თავმჯდომარედ და ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს ეროვნული ბიბლიოთეკის პლაკატისა და ესტამპის განყოფილების უფროსი რუსუდან ასათიანი.
ასოციაციის გამგეობაში აგრეთვე შევიდნენ:
შემაშფოთებელი ინფორმაცია ახალციხის ბიბლიოთეკის შესახებ
მედია-სააგენტოები ავრცელებენ შემაშფოთებელ ინფორმაციას ახალციხის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის მდგომარეობაზე.
რას მალავს ახალციხის ”საამაყო” ბიბლიოთეკა
"სამხრეთის კარიბჭე" 09.05.2013
”ნაციონალების” მიერ სარდაფში ჩაყრილი წიგნების ბედით, არც ხელისუფლებაში მოსული ”ოცნება” დაინტერესდა. ახალციხის ბიბლიოთეკაში წელიწადნახევარია ათასობით წიგნი ლპება; მშენებლობის მანიით დაშვებული შეცდომა თუ სამსახურეობრივი გულგრილობა; ვინ არის დამნაშავე და ვისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება...
საბიბლიოთეკო კვირეული დაიხურა
საბიბლიოთეკო კვირეული დაიხურა -
28 მაისს თსუ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში საბიბლიოთეკო კვირეულის დახურა. საბიბლიოთეკო კვირეულის დახურვაში მონაწილეობა მიიღეს ბიბლიოთეკების წარმომადგენლებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის პირველ სართულზე, ფოიეში გამოიფინა კვირეულის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა ბიბლიოთეკებში ჩატარებული ღონისძიებების ამსახველი ფოტო მასალა; საკონფერენციო დარბაზში კი გამოიფინა, უნიკალური ფოტოები ი.გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმიდან.
აგრეთვე, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის მოწვევით, თსუ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას, გამომცემელთა წარმომადგენელი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში იასეკ ლევინსონი ეწვია.
პროგრამა „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ რეგისტრაცია დაიწყო
პროგრამა „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ რეგისტრაცია დაიწყო -
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პროგრამაზე „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ რეგისტრაცია დაიწყო. სპეციალური განცხადება ამის შესახებ ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა გააკეთა.
27 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ელექტრონულად დარეგისტრირდნენ ვებ-გვერდზე: www.mes.gov.ge ან www.tpdc.ge (http://mes.gov.ge/content.php?id=2383&module=form_builder&proj_id=1).
საბიბლიოთეკო მეცნიერების ხუთი კანონი
საბიბლიოთეკო მეცნიერების ხუთი კანონი -თეიმურაზ ჩხენკელი
თბილისის მედიათეკის გახსნა – იგი საბიბლიოთეკო ასოციაციის სერვისით სარგებლობს
29 მარტს ვაკის პარკში თბილისის პირველი მედიათეკა გახსნა.
ორსართულიანი შენობის პირველ სართულზე მოზარდებისა და დიდების დარბაზი, მულტიმედიური განყოფილება, წიგნისა და სუვენირების მაღაზია, საპრეზენტაციო, საგამოფენო და კულტურული აქტივობების დარბაზებია განთავსებული.
იკორთის აღდგენის დაწყებას "ლურჯი ფარის კომიტეტი" გამოეხმაურა
"საქართველოს ლურჯი ფარის ეროვნული კომიტეტი" (რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციაა) იკორთის მონასტრის აღდგენას ეხმაურება და აღდგენით სამუშაოში ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ჩართვას მოითხოვს.
"ლურჯი ფარის კომიტეტმა" იუნესკოს, ევროსაბჭოსა და ლურჯი ფარის საერთაშორისო ასოციაციას გუშინ, 9 მაისს, წერილით მიმართა:
“თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის მთავრობის ოფიციალური პირების იკორთის მონასტერს ეწვივნენ და ძეგლის აღდგენასთან დაკავშირებით თავიანთი გეგმების შესახებ განაცხადეს. ჩვენ განსაკუთრებით დაინტერესებული ვართ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების დაცვითი ღონისძიებების გატარებით, რომელსაც “სამხრეთ ოსეთის კულტურის სამინისტრო” აჟღერებს,– ნათქვამია ორგანიზაციის მიმართვაში.
"ლურჯი ფარის კომიტეტი", იკორთის მონასტრის გარდა, ტირის მონასტრის, გვერდას ტაძრის, ტიგვას ეკლესიებზეც ყურადღებას ამახვილებს. კომიტეტის განცხადებით, აღდგენითი სამუშაოები წინა წლებში აღნიშნულ ძეგლებზეც მიმდინარეობდა.