admin-(ი)ს ბლოგი
"მოგზაურობა აფხაზეთში" სატელევიზიო სიუჟეტი
"მოგზაურობა აფხაზეთში" სატელევიზიო სიუჟეტი -
იხილეთ ვიდეო, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში 7 დეკემბერს დაგეგმილ ღონისძიების მზადების შესახებ
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=gpb&seekTime=07-12-2012%2009:25
ახალი ბიბლიოთეკა ციხეში
ეს ბიბლიოთეკა ციხეში გაიხსნა ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით.
მას აქვს ელექტრონული კატალოგი კოჰას ბაზაზე, რომლის ინსტალაციაში დახმარება გაუწია საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციამ. ამ იდეის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელი არის ქალბატონი ლივ კარენ სტენსბი (ნორვეგია).
ტრენინგი ბიბლიოთეკარებისათვის
საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციამ ჩაატარა მორიგი ტრენინგი ბიბლიოთეკარებისათვის.
ამ ორკვირიან კურსს დაესწრო თბილისის, რუსთავის, მარნეულის ბიბლიოთეკარები, სულ 23 მონაწილე, მათ შორის სასკოლო, საუნივერსიტეტო და საჯარო ბიბლიოთეკების წარმომადგენლები.
ტრენინგის თემატიკებია: კატალოგიზაცია, კლასიფიკაცია, ბიბლიოთეკების მართვა, ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა, ელექტრონული რესურსები და სერვისები ბიბლიოთეკებში, საცავების მოწყობა და მართვა, პროექტების მართვა, გრანტები და სხვა.
ყველა მონაწილემ წარმატებით გაიარა კურსი და ახალი პრაქტიკული თუ თეორიული ცოდნა მიიღო.
ახალი პროგრამული უზრუნველყოფა რეპოზიტარიუმების (ელექტრონული არქივების) წარმოებისათვის
ახალი პროგრამული პაკეტი Islandora (იკითხება - "აილანდორა") შექმნილია კანადის UPEI-ს უნივერსიტეტში. იგი მრავალი საინტერესო და მომხმარებლისათის მოსახერხებელი მოდულით ხასიათდება. იგი გარკვეულწილად "ათავსებს" ისეთი სისტემებსი მოქმედებას, როგორიცაა DSpace, Fedora, Drupal, OCR Tesseract,..
იხილეთ მოხსენება (ინგლისურად, 1 სთ 22 წთ) ამ სისტემის ფუნქციონირების შესახებ:
ელექტრონული კატალოგი ხარაგაულის ბიბლიოთეკაში
კიდევ ერთ ბიბლიოთეკაში გაიმართა ელექტრონული კატალოგი. ამჯერად ხარაგაულის მონიციპალიტეტის ბიბლიოთეკამ (ხელმძღვანელი ნანა ლურსმანაშვილი) დაიწყო ელექტრონული კატალოგის გამოყენება. ეს კატალოგი ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემის, OpenBiblio-ს ბაზაზეა. ამჯერად გამოყენებულია მისი ახალი ვერსია - 7.1, რომელიც წინასგან მეტი ფუნციებითა და უკეთესი თავსებადობით გამოირჩევა.
სწავლება კოლეგებს ჩაუტარა ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკარებმა (ხელმძღვანელი დიანა გელაშვილი).
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ტელევიზია
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა პირველი ქართული ბიბლიოთეკაა, რომელმაც შექმნა საკუთარი ინტერნეტ-ტელევიზია – GeolibTV.
GeolibTV-ის ვიდეოჩანაწერები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს "ვირტუალურ კედელზე".