admin-(ი)ს ბლოგი
ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლო-ამერიკულ დარბაზს სმითსონიანის ინსტიტუტის წარმომადგენელი ეწვია
ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლო-ამერიკულ დარბაზს სმითსონიანის ინსტიტუტის წარმომადგენელი ეწვია - [საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში]
22 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ეწვია სმითსონიანის ინსტიტუტის აზიის კულტურის ისტორიის პროგრამის ხელმძღვანელი, აზიის, ევროპისა და შუა აღმოსავლეთის ეთნოგრაფიის კურატორი, ანთროპოლოგი,პროფესორი პოლ მაიკლ ტეილორი. იგი გახსნის დღიდან ეხმარება ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლო-ამერიკულ სამკითხველო დარბაზს განვითარებაში და ლიტერატურის განახლებაში.
”ელექტრონული განვითარების სინდიკატში” ხაშურის ბიბლიოთეკა ჩაერთვება
”ელექტრონული განვითარების სინდიკატში” ხაშურის ბიბლიოთეკა ჩაერთვება -
22 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკას ეწვევიან. ხაშურის ბიბლიოთეკა ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტ ”ელექტრონული განვითარების სინდიკატში” ჩაერთვება. [საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში]
სტამბოლში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა
სტამბოლში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა -
17 თებერვალს, ქალაქ სტამბოლში, ქართული ხელოვნების სახლში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ქართული ბიბლიოთეკა გახსნა. პროექტი „რუსთაველის კლუბისა“ და ქართული გამომცემლობების („მერიდიანი“, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, „ელფი“, „მაცნე“, „დიოგენე’) ეგიდით განხორციელდა.
„ცოცხალი ბიბლიოთეკა“ - სახეები
„ცოცხალი ბიბლიოთეკა“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის ტრადიციულ ღონისძიებათა რიცხვს მიეკუთვნება. წელს იგი მეორედ ჩატარდა და კვლავ საზოგადოების დიდი რეზონანსი გამოიწვია. ამის დასტურია ჩვენი ბიბლიოთეკის შთაბეჭდილების წიგნში გაკეთებული ჩანაწერები. http://centraluribiblioteka.blogspot.com/
ღონისძიების მიმდინარეობის განმავლობაში ჩვენმა მოხალისეებმა ცენტრალური ქუჩის სხვადასხვა ადგილებში გაავრცელეს ბუკლეტები და დააინფორმირეს გამვლელ-გამომვლელი. დაინტერესებული მკითხველი კატალოგიდან ირჩევდა სასურველ ''ცოცხალ წიგნს'' და მიდიოდა მასთან.
მონაცემთა ბაზების გამოყენების სტატისტიკა – 2012 წ ლიდერობს ილიაუნი
საქართველოში უკვე მრავალი ბიბლიოთეკა იყენებს ელექტრონულ მონაცემთა ბაზებს. ალბათ ყველასათვის საინტერესო უნდა იყოს მათი რეალური გამოყენების სტატისტიკის შედარება (ანუ ბიბლიოთეკა კი იწერს მონაცემთა ბაზას, მაგრამ რამდენად ინტენსიურია მისი რეალური გამოყენება მომხმარებლების – პროფესორებისა თუ სტუდენტების მიერ).
ვაქვეყნებთ 2011 და 2012 წლებში მონაცემთა ბაზების გამოყენების სტატისტიკურ ცნობებს:
შეხვედრა სამინისტროში - ბიბლიოთეკების როლი სასკოლო ცხოვრებაში
ბიბლიოთეკების როლი სასკოლო ცხოვრებაში -
სასკოლო ცხოვრებაში სკოლის ბიბლიოთეკების დანიშნულება და როლი იზრდება. დღეს პირველად, მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე 200-მდე საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარს შეხვდა და მათთან ერთად განიხილა სამინისტროს ახალი ხედვა სასკოლო ბიბლიოთეკების საქმიანობასთან დაკავშირებით.