admin-(ი)ს ბლოგი
საერთაშორისო კომპიუტერული ონლაინ-ცენტრის (OCLC) პრეზენტაცია,
30 და 31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ბიბლიოთეკების საერთაშორისო კომპიუტერული ონლაინ-ცენტრის (OCLC) პრეზენტაცია, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით ჩაატარეს ამავე ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა რაინ ვან ჩარლდორპმა და აღმოსავლეთ რეგიონების კურატორმა ქალბატონმა სეზან ტანმა.
საჯარო ლექცია "სად არის საქართველო"
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორმა, ილია უნივერსიტეტის პროფესორმა ემზარ ჯგერენაიამ 21 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო ბიბლიოთეკაში საჯარო ლექცია "სად არის საქართველო" წაიკითხა.
ლექცია საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პროექტის "საქართველო-ევროპის" ფარგლებში გაიმართა.
დაფუძნდა „ლურჯი ფარის“ საქართველოს ეროვნული კომიტეტი
საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციამ, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტსა და ICOMOS-ს საქართველოს ეროვნულ კომიტეტთან ერთად დააფუძნეს საერთაშორისო „ლურჯი ფარის“ (Blue Shield) საქართველოს ეროვნული კომიტეტი (ოფიციალურად – ააიპ “Blue Shield - ლურჯი ფარის” საქართველოს ეროვნული კომიტეტი).
მისი დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა ICOM-ის და ICOMOS-ის ეროვნული კომიტეტების წევრი, ქალბატონი მანანა თევზაძე.
10 საჯარო ლექცია გერმანულ ლიტერატურაზე
10 საჯარო ლექცია გერმანულ ლიტერატურაზე -
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ჰუმბოლდტის სახელობის გერმანული სამკითხველო დარბაზი მასპინძლობს გერმანული ლიტერატურისადმი მიძღვნილ საჯარო ლექციებს.
სამეცნიერო-პოპულარული სტილის ლექციები მიზნად ისახავს გერმანული ლიტერატურის პოპულარიზაციას, თანამედროვე კვლევათა ფართო აუდიტორიისთვის წარმოდგენას.
საჯარო ლექციებს წაიკითხავენ თსუ პროფესორი სანდრო თვარაძე, თსუ ასოციირებული პროფესორი კოკა ბრეგაძე და ილიას უნივერსიტეტის ასოციირებული პროფესორი ლევან ცაგარელი.
ახალი საბავშვო ბიბლიოთეკის გახსნა ხაშურში
ხაშურში ახალი საბავშვო ბიბლიოთეკა გაიხსნა.
ბიბლიოთეკის გახსნას დაესწრნე ლიტვის ელჩი, საელჩოს წარმომადგენლები და ლიტველი სტუმრები, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი, ირაკლი ღარიბაშვილი.
რას გულისხმობს თავისუფალი წვდომა?
თავისუფალი წვდომის პროგრამა, რომელზეც მუშაობს ჩვენი ბიბლიოთეკების კონსორციუმი გულისხმობს არა უბრალოდ უფასო ინტერნეტ-რესურსების გამოყენებას, არამედ ქართველი მეცნიერების მიერ მაღალი ხარისხის (რეცენზირებულ) სამეცნიერო შრომების გამოქვეყნებას ინტერნეტში, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და საერთაშორისო საძიებლებში ჩართვით და – ამავე დროს – უფასოდ!
სომეხი კოლეგების ვიზიტი
10-11 აგვისტოს თბილისში იმყოფებოდა სომხეთის საბიბლიოთეკო ასოციაციის ჯგუფი. ასოციაციის ხელმძღვანელი ქალბატონი რუზან ტონოიანი, რომელიც ამავე დროს სომხეთის ეროვნული საბავშვო ბიბლიოთეკის დირექტორია, შეხვდა საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტს. მოინახულა ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა და ქ.თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა.
დაისახა თანამშრომლობის გეგმები.