admin-(ი)ს ბლოგი
რადიოგადაცემა : ბიბლითეკები დღეს და მომავალში
რადიო1–ის 18.08.2012
თემა:ბიბლითეკები დღეს და მომავალში
სტუმარი:ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი,საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი
წამყვანი:ნინო დათუკიშვილი
ვორქშოფი ბიბლიოთეკის განვითარების საკითხებზე
3 და 4 აგვისტოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის შენობაში გაიმართა ვორქშოფი ბიბლიოთეკის განვითარების საკითხებზე. ვორქშოფში მონაწილეობა მიიღო 40მდე ადამიანმა - მოხალისეებმა და ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა. მათ სამ თემატურ ჯგუფში სხვადასხვა საკითხებზე იმუშავეს. 1. ბიბლიოთეკის კონცეპტუალური განვითარება, 2. ბიბლიოთეკის სივრცითი განვითარება და 3. ბიბლიოთეკის მხარდამჭერი ჯგუფის გეგმის შემუშავება.
ვორქშოფი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის განვითარების საკითხებზე
ვორქშოფი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის განვითარების საკითხებზე -
ჩვენი მომსახურება წმ. ტბელ აბუსერისძის უნივერსიტეტში
საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის დახმარებით საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა ელექტრონული კატალოგი (OpenBiblio–ს საფუძველზე).
დღეიდან მისი სტუდენტები შეძლებენ აგრეთვე უცხოური სამეცნიერო ელექტრონულ მონაცემთა ბაზების გამოყენებას.
კოჰა (KOHA) კიდევ ორ ქართულ ბიბლიოთეკაში
საქართველოს კიდევ ორ დიდ ბიბლიოთეკაში გაიმართა ელექტრონული კატალოგები ღია პროგრამის – ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა "კოჰა"-ს – საფუძველზე.
კერძოდ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ეს სისტემა გაიმართა ივნისის დასაწყისში, სწავლება ჩაუტარდა მის თანამშრომელებს და დაიწყო მისი კატალოგის შევსება. (იხილეთ: http://opac.gtu.ge/)
ხოლო ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში კოჰას სისტემა უკვე გამართულია, ხოლო თანამშრომელთა მომზადება ჩატარდება ივლისში.
თემა: საბავშვო ბიბლიოთეკა
რადიო1 FM 102.4 / 01.06.2012
რადიოგადაცემა "თავისუფალი ლიტერატურა"
თემა: საბავშვო ბიბლიოთეკა.
სტუმრები: ირმა მალაციძე–საბავშვო მწერალი (წამყვანი), პაატა პაპავა– საქ.დაწყებითი განათლების პროექტის წიგნიერების მიმართულების ხელმძღვანელი, ირაკლი ღარიბაშვილი–საქართველოსსაბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი, მაია მაღლაკელიძე–"ახალი სკოლის" დაწყებითი კლასების ბიბლიოთეკარი.