სოფელ ჯოყოლოს ბიბლიოთეკა
სოფელ ჯოყოლოში, ჩვენი პროექტის, "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" ფარგლებში აქაურობა კომპიუტერითა და ინტერნეტით აღიჭურვა. აქ ინფორმაციული კომუნიკაციები საკუთარი ინოვაციური სფეროთი ფართოვდება და ადგილს იმკვიდრებს, ბიბლიოთეკარი სათანადოდ გადამზადდა. შეიცვალა ინფრასტრუქტურა.
This photo is taken in Jokolo village in terms of our project Internet To Every Rural Library. This library was provided with personal computers and Internet and the librarian had a special training course. Thus another place was added to the global informational family.
სოფელ ნუკრიანის განახლებული ბიბლიოთკა
საქართველოს ასოციაციის პროექტის ფარგლებში "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" განახლდა და ინტერნეტით არიჭურვა სოფლის ბიბლიოთკები. სოფელ ნუკრიანის ახალი ბიბლიოთეკა, ამ წლის მარტში გაიხსნა. მოხარულები ვართ, რომ ამ საქმეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო / psda-ის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა/National Library of Georgia-ის დახმარებით ვახორციელებთ.
Established in March of this year, this is how a new library in Nukriani village looks like. We are glad to mention that we cooperate in this project along with Public Service Development Agency, Institute for Development of Freedom of Information and National Parliamentary Library of Georgia.
მიმართვა - საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ინდივიდუალურ წევრთა საყურადღებოდ!
ასოციაცია მოგმართავთ თხოვნით დროულად გადაიხადოთ 2014-2015 წლის ინდივიდუალური საწევროს გადასახადი ასოციაციაში დადგენილი ტარიფის მიხედვით:
1. 300 ლარამდე ხელფასის შემთხვევაში - საწევრო 20 ლარი (წელიწადში)
2. 300 დან 500 ლარამდე ხელფასის შემთხვევაში - 30 ლარი (წელიწადში)
3. 500-დან 1500 ლარამდე ხელფასის შემთხვევაში - 50 ლარი (წელიწადში)
4. 1500-დან და ზემოთ ხელფასის შემთხვევაში - 100 ლარი (წელიწადში).
აქვე წარმოგიდგენთ საბიბლიოთეკო ასოციაციის მიმართვის სრულ ტექსტს და ინდივიდუალური ხელშეკრულების ფორმას, რომლის შევსებაც აუცილებელია საბიბლიოთეკო ასოციაციის ყველა ინდივიდუალური წევრისათვის. ასევე შეგახსენებთ რომ ასოციაციის ყველა წევრი იმავრდოულად სარგებლობს გარკვეული პრივილეგიებით. ამასთანავე ასოციაცია დაგეხმარებათ საინფორმაციო მასალასთან დაკავშირებულ ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში.
ორგანიზაცია Beyond Access და კომპანია IREX - საქართველოს საბიბლიოთკო ასოციაციის პარტნიორები
Beyond Access არის ორგანიზაცია რომელიც ეხმარება ბიბლიოთეკებს მათი მდგომარეობის გაუმჯობესებასა და თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოვების საშუალებათა მოძიების ინიციატივებში. მოგეხსენებათ, საქართვლოს საბიბლიოთეკო ასოციაცია Beyond Access-ის წევრია. მასთან ერთად ჩვენი პარტნიორია კომპანია IREX.
წელს Beyond Access-ის რუკაზე პირველად გაჩნდა საქართველო და ამდენად ის უკვე Beyond Access-ის გრძელვადიან პარტნიორად მოიაზრება. ბიბლიოთეკების ინტერნეტიზაციით, შესაძლებელია საზოგადოების უდიდესი ნაწილის ინფორმირება და აქტიური ჩართვა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებში.
საქართვლოს საბიბლიოთეკო ასოციაცია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პროექტის „ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას“ ფარგლებში ახორციელებს პროექტს რომლის ფარგლებში განახლდა, ინტერნეტით აღიჭურვა და მოდერნიზირდა სოფლის ბიბლიოთეკები. ბიბლიოთეკების ინტერნეტით აღჭურვა თავისთავად ხელს შეუწყობს სოფლად მცხოვრები მოქალაქეების ინფორმირებას.
Georgian Presidential Administration of Georgia, Beyond Access and IREX are now our partners. We strongly believe that with the libraries, equipped with Internet, it is achievable to inform the majority of the society and help them to get involved in various important issues.
The path of informing the citizens from rural regions lies through the libraries with Internet.
"ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" - ახალციხის ბიბლიოთეკები
"ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის ბიბლიოთეკების ინტერნეტიზაციასა და საინფორმაციო ცენტრის ფუნქციის შეთავსებას საბიბლიოთკო ასოციაციამ ახალციხის ბიბლიოთეკები მოინახულა: აწყური, ვალე და სხვა სოფლები.
პროექტი ხორციელდება საქართველოს პრეზიდენრის მხარდაჭერით. საბოლოო ჯამში შეირჩევა ახალციხის მუნიციპალიტეტის 70 ბიბლიოთეკა, რომელიც ამ პროექტში მიიღებს მონაწილეობას.
"ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" - რაჭის ბიბლიოთეკები
პროექტი "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" ახალ აქტიურ ფაზაში შედის. ჩვენი პროექტის ფარგლებში ამჯერად მოვინახულეთ ონის მუნიციპალიტეტში არსებული ღების, გლოლას, ღარის, უწეას, წედისის და სხვ. სოფლის ბიბლიოთკები. საბოლოო ჯამში, შეირჩევა 70 ბიბლიოთეკა, რომელიც ამ პროექტში მიიღებს მონაწილეობას.
პროექტის "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკა" მთავარი კოორდინატორია ააიპ საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია. პროექტი ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით. პროექტი გულისხმობს რეგიონებში რეგისტრირებული სოფლის ბიბლიოთეკების თანამედროვე სტანდარტებზე გადაყვანას, მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას, ასევე, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას და თანამედროვე სერვისების დანერგვას. ბიბლიოთეკებისათვის კომპიუტერული ტექნიკის შეძენას, ინტერნეტით უზრუნველყოფას, თანამშრომლებისთვის კომპიუტერისა და ინტერნეტის მეშვეობით ინფორმაციის მოძიების სწავლებას. სოფლის ბიბლიოთეკების ერთმანეთთან და რეგიონის მთავარ ბიბლიოთეკასთან, ასევე, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასთან და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ინტეგრაციას.
ბიბლიოთკართა კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგი
2015 წლის 19-30 ოქტომბერს საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციამ სასწავლო დაწესებულებების და რეგინალური ბიბლიოთეკების ბიბლიოთეკართა კვალიფიკაციის ამაღლების მორიგი ტრეინინგი ჩაატარა. ტრენინგის დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცათ სერტიფიკატები