პროექტი "ფიროსმანი" - ახალი კოლექცია, სურათები


საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა წარმოგიდგენთ ახალ პროექტს სახელწოდებით "ფიროსმანი". პროექტის მიზანია, აღმოაჩინოს და შეაგროვოს სხვადასხვა ოჯახში ან დაწესებულებაში დაცული, ან გამოცემებში დაბეჭდილი, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ხელოვნების ნიმუშების ციფრული ვერსიები. მეგობრებო, გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა "ფიროსმანის" შექმნაში. ბიბლიოთეკა თქვენთვის ხელმისაწვდომ ხელოვნების ნიმუშებს ახალ სიცოცხლეს შეძენს. თქვენივე სურვილით, ეს ციფრული ვერსიები შეიძლება დაიდოს თავისუფალ წვდომაში, ინტერნეტში ან ინტრანეტში.

პროექტში მონაწილეობის მსურველები გთხოვთ დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: 2971602, 599503726 (მობ) ან დაუკავშირდით "ივერიელის" ადმინისტრატორს.

[საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა/National Library of Georgia-ში].

[საქ. საბიბლიოთეკო ასოციაციის Facebook]

"წიგნი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" - ოზურგეთი



საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის მიერ ორგანიზებული პროექტის "წიგნი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის საჩუქარი 500 ლარიანი ვაუჩერის სახით, ოზურგეთის რაიონის სოფ. ლიხაურის ბიბლიოთეკას გადაეცა.

[საქ. საბიბლიოთეკო ასოციაციის Facebook]

საქართველოს ბიბლიოთეკების საკონტაქტო ინფორმაცია!!!

საქართველოს საბიბლიოთკო ასოციაცია წარმოგიდგენთ საქართველოს რეგიონალური ცენტრებისა და სოფლის ბიბლიოთკების საკონტაქტო ინფორმაციასა და პირად წარმომადგენელთა ნუსხას.  

იხ. მიბმულ ფაილებში

„საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“ - სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნუკრიანი

5 მარტს, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში, სრულიად ახალი ტიპის საზოგადოებრივ ცენტრსა და ბიბლიოთეკას გახსნის. ეს პროექტი ხორციელდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს,საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ერთობლივი თანამშრომლობით. პროექტი დაფინანსებულია  IREX-ის მიერ Beyond Access-ის პროგრამის ფარგლებში

გახსნის ღონისძიებას დაესწრო საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი რუსუდან ასათიანი და ნუკრიანის ბიბლიოთეკას საუქრად წიგნები გადასცა.

სოფელ ნუკრიანის საზოგადოებრივი ცენტრი ბიბლიოთეკის ტრადიციულ ფუნქციასთან ერთად, მოსახლეობას საშუალებას მისცემს მიიღოს სხვადასხვა სახის სახელმწიფო თუ კერძო სექტორის სერვისები. ამ მოდელით პრაქტიკულად იწყება ახლებური, თანამედროვე ტიპის ბიბლიოთეკის სტრუქტურა და ეს სისტემა ტრადიციულ ფუნქციასთან ერთად შეითავსებს სახელმწიფო თუ კერძო სექტორის სერვისებსაც.

ბიბლიოთეკების რეაბილიტირების პროგრამა გრძელდება და მსგავსი ტიპის საზოგადიებრივი ცენტრების მშენებლობა სხვა რეგიონებშიც არის დაგეგმილი.

[საქართველოს საბიბლიოთკო ასოციაცია]

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის მიმართვა ასოციაციაში გაწევრიანების მსურველ ორგანიზაციებს და ინდივიდუალურ პირებს!!!

საქართველოს საბიბლიოთკო ასოციაცია ყველა დაინტერესებულ ინდივიდუალ და კოლექტიურ პირებს გთავაზობთ გახდეთ საბიბლიოთკო ასოცაციის წევრი და იმავრდოულად ისარგებლოთ გარკვეული პრივილეგიებით.  

ამასთანავე საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასთან არსებული კონსორციუმი ერთობლივი ხელშეკრულებით, დაგეხმარებათ ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემის  შეძენასა და ახალი საინფორმაციო მასალების ხელმოწერისთან დაკვშირბულ ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში.

უფრო დაწვრილებით საქართველოს საბიბლიოთკო ასოციაციის მიმართვის სრული ტექსტი და ინფორმაცია თქვენი წლიური ბიუჯეტის მიხედვით საწევროს ღირებულების  შესახებ, ასევე ხელშეკრულების ფორმები როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური წევრებისათვის, იხილეთ - მიბმულ ფაილებზე

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 

591 17 41 10 (ციცო)

"საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის" - სოფელი ხიდისთავი

საპილოტე პროექტის - "საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის" ფარგლებში, 27 თებერვალს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში,  საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ახალი ტიპის საზოგადოებრივი ცენტრი და ბიბლიოთეკა გახსნა. 
პროექტის პარტნიორები არიან: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით დაგეგმილია ბიბლიოთეკების აღდგენა-განახლებამთელი და თანამედროვე ტიპის საინფორმაციო ცენტრების შექმნა 

 

[საქართველოს საბიბლიოთკო ასოციაცია]

"წიგნი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" - ოზურგეთი

26 თებერვალს ოზურგეთის რაიონის დაბა ურეკის ბიბლიოთეკას გადაეცა საქართველოს პრეზიდენტის საჩუქარი, 500 ლარის ოდენობის წიგნები, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის მიერ ორგანიზებული პროექტის "წიგნი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" ფარგლებში. ასევე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა მათ საჩუქრად 500 წიგნი, ძირითადად მხატვრული ლიტერატურა გადასცეს. 

[საქართველს საბიბლიოთეკო ასოციაცია]

ინფოარხების ცნობების შეკრება