წიგნები სოფელ საბეჭისის (წალკის რაიონი) საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას
საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტმა რუსუდან ასათიანმა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა წალკის რაიონის სოფელ საბეჭისის ბიბლიოთეკას 500-მდე წიგნი, ძირითადად მხატვრული ლიტერატურა გადასცეს. სოფელი საბეჭისი ძირითადად აჭარიდან და სვანეთიდან ჩამოსული ეკომიგრანტებითაა დასახლებული. წიგნადი ფონდით გამდიდრება წარმატებული, განათლებული რეგიონის მომავალია.
[საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია]
"წიგნი ყველა სოფელს“ - უჩხოს საჯარო სკოლა
საქართველოს პრეზიდებტის ფონდის მიერ დაფინანსებულ საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პროექტის : ,,წიგნი ყველა სოფელს“ ფარგლებში, უჩხოს საჯარო ბიბლიოთეკაც ჩაერთო.
სკოლის ბიბლიოთკას გამოეყო 500 ლარიანი ვაუჩერი რომლის ფარგლებში ბიბლიოთეკას საშუალება მიეცა გაეფართოვებინა საკუთარი წიგნადი ფონდი, როგორც სამეცნიერო და შემეცნებითი ასევე საბავშვო ლიტერატურითაც.
[საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია]
"წიგნი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" - სოფელ ხაიშის საჯარო სკოლა
საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტის მხარდაჭერით, პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით პროექტი "წიგნი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" ფარგლებში, სსიპ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლა დასაჩუქრდა 500 ლარის ღირებულების სხვადასხვა წიგნებით.
[საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია]
"წიგნი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" - ახალციხე
საქართველოს პრეზიდენტის ფონდით დაფინანსებულ საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პროექტის ფარგლებში - "წიგნი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას", ახალციხის საბავშვო ბიბლიოთეკასა და სოფელ ვალეს ბიბლიოთეკას წიგნეადი ფონდის შესავსებად 500-500
ხარაგაულის ბიბლიოთეკა პროექტში - "წიგნი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას"
საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პროექტის ფარგლებში, რომელიც პრეზიდენტის ფონდიდან დაფინანსდა, ა(ა)იპ ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის ოცივე სასოფლო ბიბლიოთეკამ 500-500 ლარის ღირებულების ვაუჩერი მიიღო, რამაც ჯამში 10 000 ლარი შეადგინა. აღნიშნული ვაუჩერით შეძენილ იქნა 2 020 ცალი წიგნი, რომელიც თითოეულ ბიბლიოთეკაში თანაბრად გადანაწილდა. პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართულნი სოფლის ბიბლიოთეკარები და მათი სურვილისამებრ წიგნადი ფონდი შეივსო ძირითადად საბავშვო და მხატვრული ლიტერატურით. ამიერიდან ოცივე სასოფლო განყოფილების ბიბლიოთეკარები მკითხველს თანამედროვე წიგნადი ფონდით მოემსახურებიან.
სოფელ აწყურის ბიბლიოთეკა
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ სოფელი აწყურის ბიბლიოთეკა გაარემონტა. მათ ახალი წიგნებიც დროულად გადაეცათ.
ჟურნალი "საქართველოს ბიბლიოთეკა"
ძვირფასო მკითხველებო!
გამოვიდა ჟურნალ "საქართველოს ბიბლიოთეკის" 2014 წლის ბოლო, დეკემბრის ნომერი. მსურველებმა შეგიძლიათ შეიძინოთ პრესის ჯიხურებში.
[ჟურნალი საქართველოს ბიბლიოთეკა]