ჩემი ბიბლიოთეკა ჩემი სამყაროა - საქართველოს ბიბლიოთეკების კვირეული

(ყურადღება: კვირეულის პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ტექსტის ბოლოს მიბმულ ფაილში)

გთავაზობთ ყველა ორგანიზაციას და პირს მონაწილეობა მიიღოთ „ბიბლიოთეკების კვირეულში",  რომელიც ჩატარდება 2014 წლის 28 აპრილიდან  8 მაისამდე.

 

კვირეულის დევიზია „ჩემი ბიბლიოთეკა ჩემი სამყაროა“

ტრადიციულად კვირეულის დღეებში საქართველოს ქალაქისა თუ რეგიონის ბიბლიოთეკებში საინტერესო ღონისძიებები ტარდება. მხატვრული თუ ფოტო გამოფენები, შეხვედრები მწერლებთან, პოლიტიკოსებთან, საზოგადო მოღვაწეებთან თუ საინტერესო პიროვნებებთან, კონკურსები, სემინარები, დისკუსიები, საქველმოქმედო აქციები და სხვა.

კვირეული წარმოაჩენს ბიბლიოთეკების პრობლემებს, მიღწევებსა და მისწრაფებებს, ღია დიალოგის გზით დასახავს მათი პოტენციალის, ოპტიმალური გამოყენების გზებს. დღეს ბიბლიოთეკა არის არა მარტო წიგნების დაუნჯების ადგილი, არამედ ელექტრონულ მონაცემთა ბაზა, ინფორმაციის ძიების, კომუნიკაციის, იდეათა გაცვლის, სწავლების, განათლების, მსჯელობის ასპარეზი.

გთავაზობთ მიიღოთ მონაწილეობას ამ კვირეულში:

[საქ. საბიბლიოთეკო ასოციაციის Facebook]

ვორქშოპი ბიბლიოთეკარებისთვის - OGP და ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში

  

Workshop for the Librarians - OGP and Freedom of Information in Georgia
Giorgi Kldiashvili organized very interesting workshop on Open Government Partnership. He talked about the important of this initiative and the achievements of Georgia in terms of fulfilling taken commitments. Thank you Giorgi 

3 აპრილს საჯარო ბიბლიოთეკაში  საქართველოს ბიბლიოთეკართა ასოციაციასთან თანამშრომლობით IDFI -მ გაიმართა ვორკშოპი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ბიბლიოთეკების წარმომადგენლებისთვის. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა და ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარემ, ლევან ავალიშვილმა დამსწრეებს პრეზენტაციები წარუდგინეს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონული და თბილისის ბიბლიოთეკების წარმომადგენლები.

დედა ენის დღე ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

  

14 აპრილს 17:00 ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა გეპატიჟებათ ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. 
წარმოდგენილი იქნება საზღვერგარეთ დაცული „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“–ს სამი სხვადასხვა ხელნაწერის მიკროფირის ელექტრონულ ფორმატში გადატანილი ვერსია, რომელიც განთავსებულია ბიბლიოთეკის ვებ. გვერდზე

მეორე ნაწილი დაეთმობა თემას - „ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის წვლილი ქართული ენის თანამედროვე ტექნოლოგიური უზრუნველყოფის განვითარებაში“ 
საშუალება გექნებათ გაეცნოთ ბიბლიოთეკაში დაცული იაკობ გოგებაშივილის „დედა ენისა“ და „ბუნების კარის“ ყველა გამოცემას.

[ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა]

გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

 

„…ერი მრავალი, რომელ-იგი მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას, რამეთუ ესმა, ვითარმედ იესო მოვალს იერუსალემდ, მოიღეს რტოები დანაკის კუდთაგან და განვიდეს მიგებებად მისა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა! კურთხეულ არს მომავალი, მეუფე ისრაელისაი!“, – ბზობას გილოცავთ!

[საქ. საბიბლიოთეკო ასოციაციის Facebook]

"ეს საოცარი საბავშვო წიგნები"

11 აპრილს 16:00 სთ-ზე, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გაიმართება გამომცემლობა "პალიტრა L"-ის საბავშვო და საყმაწვილო 3D წიგნების სერიის პრეზენტაცია. 

3D წიგნები მოძრავი ჩანართებით ეხმარებიან პატარებს სიუჟეტის უკეთ აღქმაში. მოზარდებს უქმნიან პირველ კარგ შთაბეჭდილებას ნაწარმოების შესახებ და უღვივებენ ინტერესს თემის მიმართ. 

ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის ელექტრონული სერვისების პრეზენტაცია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ელექტრონული სერვისების პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე  წარმოდგენილი იქნა ბიბლიოთკის ახალი პროექტი ციფრული ფოტომატიანე. იგი მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთკის პროექტის – „წარსულთან შეხვედრა“,  ფარგლებში. მისი მიზანი ამჯერადაც არის ის, რომ ისტორიას შემოუნახოს გასული საუკუნის ფოტო-ქრონიკა. კოლექცია წარმოდგენილია ეროვნული ბიბლიოთკის მხარდაჭერით და აღსანიშნავია ისიც, რომ იგი მთლიანადაა ჩართული ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული საცავის კატალოგში. 

1000 ბიბლიოთეკის მოდერნიზაცია მოლდოვაში

 

მოლდოვაში ბილ და მელინდა გეითსების ფონდის დაფინანსებით მოხდება 1000 ბიბლიოთეკის მოდერნიზაცია.

ინფოარხების ცნობების შეკრება