ტრეინინგი ბიბლიოთეკარებისთვის

სამშაბათს 1 აპრილს, 11 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის აუდიტორიაში გაიმართება ტრეინინგი ბიბლიოთეკარებისათვის სახელწოდებით „ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში“. ტრეინინგი ტარდება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ინიციატივით დასწრება თავისუფალია.

დასწრების მსურველებს გთხოვთ დაუკავშირდით ციცო ქველიძეს 591174110

[საქ. საბიბლიოთეკო ასოციაციის Facebook]

თბილისისა და რეგიონების ბიბლიოთეკების საყურადღებოდ!!!


2014 წლის კორპორატიული კატალოგი - "დიოგენე"

,,2014-წიგნიერების წლის’’ ფარგლებში გამომცემლობა ,,დიოგენე“ ბიბლიოთეკებს სთავაზობს კორპორატიულ კატალოგს, სადაც 20%-დან 90%-მდე ფასდაკლებით შეგიძლიათ შეიძინოთ წიგნები. ასევე – თქვენს მიერ ნაყიდ ყოველ 3 წიგნს საჩუქრად მოყვება 1 წიგნი. ისარგებლეთ განსაკურებული პირობებით და დაუკავშირდით გამომცემლობა ,,დიოგენეს.“ კატალოგში შერჩეული წიგნების შეკვეთა გადააგზავნეთ ფოსტით მისამართზე sales@diogene.ge, ან მიაკითხეთ გამომცემლობას. შეკვეთის მისაღებად მობრძანდით გამომცემლობაში ან გამოაგზავნეთ თქვენი წარმომადგენელი. დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ კატალოგში.  

მის.: თბილისი, ა. აფაქიძის 9, სპორტის სასახლის გვერდით,მორკინალის მხრიდან. ტელ.: 2 21 33 21. ამ აქციით შესაძლოა ისარგებლონ თქვენი ბიბლიოთეკის მკითხველებმაც.


[საქ. საბიბლიოთეკო ასოციაციის Facebook]

„მკითხველთა კონკურსი 2014“

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა იწყებს ახალ პროექტს -„მკითხველთა კონკურსი”, რომლის მიზანია მკითხველთა წახალისება, წიგნის კითხვის პოპულარიზაცია და წიგნიერების დონის ამაღლება საქართველოში. კონკურსი ყოველწლიური იქნება და მასში მონაწილეობა ეროვნული ბიბლიოთეკის ნებისმიერ მკითხველს შეეძლება. „მკითხველთა კონკურსი 2014”-ის პირობაა, კონკურსანტებს წაკითხული ჰქონდეთ ჯემალ ქარჩხაძის „ანტონიო და დავითი“ და ალბერ კამიუს „უცხო“. კონკურსანტები შეავსებენ ამ წიგნებზე შედგენილ ტესტებს. საუკეთესოები გადავლენ კონკურსის მეორე ეტაპზე, სადაც კონკურსანტებმა ჟიურის ამ ორი წიგნის შესახებ პრეზენტაციები უნდა წარუდგინონ. 

1 მაისს გამოვლინდება გამარჯვებული და საზეიმო დაჯილდოვება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება.

სრული ტექსტი

[საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში]

 

ახალი ორგანიზაცია - "საქართველოს ლურჯი ფარი"

ახალი ორგანიზაცია - "საქართველოს ლურჯო ფარი" -  

ertsulovneba19-03-2014_13_56_50

 "ერთსულოვნების" ტელეგადაცემაში 

19 მარტს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკში გაიმართა "საქართველოს ლურჯი ფარის" კომიტეტის პრეზენტაცია. იგი წარმოადგენს საქართველოში საერთაშორის "ლურჯი ფარს", რომელსაც  უკვე 24 კომიტეტი აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. 

საერთაშორისო "ლურჯი ფარის" ორგანიზაცია დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობს ოუნესკოს ჰააგის საერთაშორისო კომიტეტის სხდომებში. იგი მთელს მსოფლიოში ახორციელებს ჰააგის კონვენციას და  მუშაობს მუზეუმებში, არქივებსა და ბიბლიოთეკებში ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით.  საქართველოში მისი ერთ-ერთი დამფუძნებელია საქართველოს საბიბლიოთკო ასოციაცია. ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა თავიდანვე ჩაერთო ამ ორგანიზაციის საქმიანობაში და პირველი პრეზენტაცია სწორედ საკუთარ შენობაში მოახდინა. დაისახა მომავალი ღონისძიებები – მუზეუმების, არქივებისა და ბიბლიოთკების თანამშომელთა ტრენინგები ეროვნუილი მემკვიდრეობის მოძრავი და უძრავი ძეგლების პრევენციის მიზნით. 

გზავნილი უკრაინელ თანატოლებს

თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის ლ. ასათიანის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკამ თანადგომა გამოხატა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ბიბლიოთეკაში მოეწყო გამოფენა სახელწოდებით „მიწავ წყნარო, მხარევ ტკბილო, ჩემო უკრაინავ“, რომელიც მიეძღვნა ტარას შევჩენკოს 200 წლის იუბილეს, მოეწყო უკრაინელი მწერლების და პოეტების წიგნების ფეიერვერკი. უკრაინელი პოეტების ლექსებზე და ხალხური მელოდიების ფონზე მკითხველებმა წარმოადგინეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია. პატარა მკითხველებმა წარმოადგინეს ვს. ნესტაიკოს წიგნი „მზის ბაჭიების ქვეყანაში“. ეს დღე უკრაინის საბავშვო ბიბლიოთეკების მკითხველებს მიეძღვნა.

 [საქ. საბიბლიოთეკო ასოციაციის Facebook]

ალექსანდრე ქართველის საზოგადოების პრეზენტაცია

photo0n

20 მარტს, 17 საათზე, საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ალექსანდრე ქართველის საზოგადოების პრეზენტაცია გაიმართება. მოხდება საზოგადოების მიერ უკვე ჩატარებული ღონისძიებების ანგარიშგება, დაგეგმილი პროექტების დამსწრე საზოგადოებისთვის გაცნობა და საზოგადოების საპატიო წევრების დასახელება.
პრეზენტაციაზე მოწვეულნი არიან სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ასევე ცნობილი საზოგადო მოღვაწეები.  
(მისამართი: თბილისი, მ. ალექსიძის ქ. 1 კორპ.4)

 

[ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა]

ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი კორპუსი ქუთაისში

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე შენობა გადაეცა. შენობაში განთავსდება წიგნადი და პერიოდიკის ფონდი. შეიქმნება საქართველოში ყველაზე დიდი – წიგნის ეროვნული დეპოზიტარიუმი.

შენობაში ასევე გაკეთდება ქართველი და უცხოელი მეცნიერების და მწერლების სამუშაო რეზიდენციები, იწარმოებს კვლევები საქართველოს შესახებ.

შენობის რეკონსტრუქცია უახლოეს მომავალში დაიწყება.


[საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში]

ინფოარხების ცნობების შეკრება