„ერთად შევქმნათ ციფრული „ფოტომატიანე"


14 მარტს 11:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა  დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და კომპანია „ჯეოსელის“ პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა პასი კოისტინენიმ ხელს მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც  გათავლისწინებულია ეროვნული ციფრული ფოტომატიანის შექმნა. ეს პროექტი ითვალისწინებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაფანტული ფოტო-მასალის მოძიებას, მათი ციფრულ ვერსიაში გადაყვანასა  და დაარქივებას.  პროექტის მიზანია საზოგადოებისათვის აქამდე უცნობი მასალები ციფრულ ვერსიად აქციოს და თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით მომავალ თაობებს გადასცეს. წლების შემდეგ კი ისტორიკოსებს უკვე საშუალება ექნებათ დააკვირდნენ ქართულ ყოველდღიურობას. 

ჩაერთეთ ამ უნიკალურ პროექტში, მოიძიეთ თქვენს ოჯახებში, ბიბლიოთეკებში, მეზობლების და მეგობრების ოჯახებში დაცული ფოტოები და მოგვწერეთ. ჩვენ უმოკლეს ხანში გავაციფრებთ მათ და ორიგინალებს უვნებლად დაგიბრუნებთ.  

საქართველოს ლურჯი ფარის პრეზენტაცია

ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, ისევე როგორც ლურჯი ფარის საერთაშორისო კომიტეტი, მიზნად ისახავს ჰააგის კონვენციისა და მისი ორივე ოქმის შესრულებას: კულტურული მემკვიდრეობის დაცვას საგანგებო სიტუაციებისას; რისკისათვის მზადყოფნისა და რისკის მართვის გეგმების შემუშავებასა და შესრულებას კულტურული ფასეულობების დასაცავად.

ლურჯი ფარის საერთაშორისო კომიტეტის საქართველოს ეროვნული კომიტეტის (საქართველოს ლურჯი ფარი) დამფუძნებელ ორგანიზაციებს - ICOM საქართველოს, ICOMOS საქართველოს, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასა და საქართველოს ეროვნულ არქივს, გვაქვს პატივი მოგიწვიოთ საქართველოს ლურჯი ფარის პრეზენტაციაზე, რომელიც გაიმართება საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში 18 მარტს, სამშაბათს, 17:00 საათზე (მისამართი: თბილისი, მ. ალექსიძის ქ. 1 კორპ.4)

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია Beyond Access-ის წევრია

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან ერთად Beyond Access-ის წევრია. ეს სამი უმძლავრესი ორგანიზაცია გვეხმარება ჩვენ ბიბლიოთეკების მდგომარეობის გაუმჯობესებასა და თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოვების საშუალებათა მოძიების ინიციატივებში. ჩვენ ერთად ბევრს ვმუშაობთ საქართველოს ბიბლიოთეკების გასაცოცხლებლად. 
http://beyondaccess.net/members/georgia-library-association/

საქართველოში თანამედროვე ტიპის საჯარო ბიბლიოთეკები შეიქმნება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინიციატივით საქართველოში თანამედროვე ტიპის საჯარო ბიბლიოთეკები შეიქმნება. პროექტის ფარგლებში შეირჩევა მუნიციპალურ ცენტრებისაგან მოშორებულ სოფლებში მდებარე სამი ბიბლიოთკა. დაგეგმილია, მათში მომხმარებელზე ორიენტირებული გარემოს შექმნა, უფასო კომპიუტერის, ინრეტნეტის და სხვა შეთავაზებების დანერგვა და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები. საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია მადლობას უხდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დახმარებისა და მხარდაჭერისათვის.

[საქ. საბიბლიოთეკო ასოციაციის Facebook]

პროექტი „თანამედროვე ბიბლიოთეკების განვითარების ხედვა საქართველოში"

„თანამედროვე ბიბლიოთეკების განვითარების ხედვა საქართველოში"საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის, ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკისა და ლიტვის რესპუბლიკაში მოქმედ ორგანიზაცია ,,სოფლად ინტერნეტქსელის განვითარებისა და დაშვების ასოციაციის" მიერ განხორციელდა. მისი მიზანი იყო საქართველოში არსებულ ბიბლიოთეკებს შორის თანამედროვე საბიბლიოთეკო ხედვის განვითარების შესახებ დიალოგისა და დისკუსიის გამართვა. შემუშავებული კონცეფცია კი გვთავაზობს საბიბლიოთეკო ქსელის განვითარების ხედვას მომდევნო რვა წლის განმავლობაში. დოკუმენტის სანახავად იხილეთ მიმაგრებული pdf ფაილი.

გილოცავთ 8 მარტს!

- საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია ყველა ქალბატონს ულოცავს 8 მარტს და უსურვებს სიყვარულს და ბედნიერებას ♥

 [საქ. საბიბლიოთეკო ასოციაციის Facebook]

ზუგდიდის ბიბლიოთეკის საინტერესო ინიციატივა – „წაიკითხე ბევრი წიგნი, გახდი ჩვენი რჩეული“

                                   

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა ყოველწლიურად  აჯამებს თავის მუშაობას და   ანგარიშით წარსდგება  მკითხველისა და დაინტერესებული საზოგადოების წინაშე,  ავლენს საუკეთესო მკითხველს, ბიბლიოთეკარს, განყოფილებას.  ღონისძიების სლოგანი ზუსტად გამოხატავს მის მიზნებს- „წაიკითხე ბევრი წიგნი, გახდი ჩვენი რჩეული“. ღონისძიებას უკვე ტრადიციული სახე მიეცა და  წელს მესამედ   ჩატარდა. იგი   ემსახურება ბიბლიოთეკისა და მკითხველის ურთიერთკავშირის გაძლიერებას, მკითხველის დაინტერესებას ბიბლიოთეკით, მათ წახალისებას, წიგნისა და ბიბლიოთეკის პოპულარიზაციას.

ბიბლიო-2013 გახსნა  და  მას  გაუძღვა დირექტორის მოადგილე-ლარისა როგავა.

ეწვიეთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალკური ბიბლიოთეკის ბლოგს და გაიგეთ უფრო მეტი ამ და სხვა ღონისძიებების შესახებ  centraluribiblioteka.blogspot.com

[საქ. საბიბლიოთეკო ასოციაციის Facebook]

ინფოარხების ცნობების შეკრება