ინტელექტუალური შეჯიბრი გურჯაანის ბიბლიოეკაში


გურჯაანის საბიბლიოთეკო გარეთიანებაში 7,14,21,28 თებერვალს ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? ჩატარდა. დასკვნითი ფინალი კი დღეს 8 მარტს არის დაგეგმილი.

[საქ. საბიბლიოთეკო ასოციაციის Facebook]

პროექტი – "წიგნი ყველა სოფელს"


7 მარტს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში პროექტის „წიგნი ყველა სოფელს" პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციის შემდეგ ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ახლაგაზრდულ არასამთვრობო ორგანიზაცია ,,ახალ სიცოცხლეს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთთნამაშრომლობის საფუძველზე განხორციელდება პროექტი - ,,წიგნი ყველა სოფელს" პროექტის ფარგლებში საქართველოს ყველა უნივერსიტეტში, სკოლასა და ბიბლიოთეკაში შეგროვდება წიგნები და გადაეცემა სოფლის ბიბლიოთეკებს.

[საქ. საბიბლიოთეკო ასოციაციის Facebook]

საქართველოს ბიბლიოთეკების კვირეული

  მეგობრებო! საქართველოს ბიბლიოთეკების კვირეული ჩატარდება 2014 წლის 28 აპრილიდან 6 მაისამდე. კვირეულის დევიზია „ჩემი ბიბლიოთეკა ჩემი სამყაროა“. გთავაზობთ მიიღოთ მონაწილეობას ამ კვირეულში - შემოგვთავაზეთ რა ღონისძიების ჩატარება გსურთ და რომელ ბიბლიოთეკაში, დასაშვებია თქვენი ორგანიზაციის, გამოცემების პრეზენტაცია, გამოფენები, აქციები და სხვა. თქვენი ბიბლიოთეკის წარმატება თქვენს აქტივობაზეა დამოკიდებული ან უბრალოდ დაესწარით თქვენთვის საინტერესო ღონისძიებას. მოგვწერეთ, გაგვიზიარეთ თქვენი აზრი ჩვენს Facebook გვერდზე.


[საქ. საბიბლიოთეკო ასოციაციის Facebook]

ჟესტური ენით მოლაპარაკე მოსწავლეებისათვის ახალი სახელმძღვანელოები შეიქმნა

DSC_6482

პირველად საქართველოში, ჟესტური ენით მოლაპარაკე მოსწავლეებისათვის, ინკლუზიური სწავლებისათვის განკუთვნილი ქართული ენისა და მათემატიკის სახელმძღვანელოები შეიქმნა, ასევე ამოქმედდა ბილინგვური პროგრამა. ეს პროგრამა ასეთი პრობლემების მქონე ბავშვებს მნიშვნელოვნად გაუადვილებთ  დაწყებით საფეხურზე  ჟესტური ენის ათვისებას, ქართულისა და მათემატიკის პროგრამის დაძლევას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ყრუ და სმენადაქვეითებული ბავშვებისათვის სკოლამდელი განათლების სპეციალური პროგრამა არ არსებობს. მათთან ურთიერთობა ჟესტური ენის არცოდნის გამო გართულებულია, შეფერხებულია ინფორმაციის მიწოდება, სიტყვის მნიშვნელობის გაგება. 

გარდა ამისა 2013 წლის  1 ოქტომბრიდან 64-ე საჯარო სკოლაში ,,ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სმენადაქვეითებული მოსწავლეებისათვის, ინტეგრირებული კლასი გაიხსნა. ხმოვანი გარემო მოსწავლეებს ნარჩენი სმენის მეტად განვითარების საშუალებას აძლევს.
სამინისტრომ ასევე გამოსცა გზამკვლევი მასწავლებლებისათვის ”სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეების სწავლება.” გზამკვლევი პედაგოგებს, მშობლებსა და სკოლის ადმინისტრაციას სმენის დარღვევების მქონე მოსწავლეთა განათლების სფეროში ჩატარებულ ყველაზე აქტუალურ საკითხებს აცნობს. მასწავლებლის გზამკვლევი უსასყიდლოდ გადაეცა საქართველოს ყველა საჯარო სკოლას.

[ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა]

მზადება საბიბლიოთეკო კვირეულისათვის

 
რეგიონალური ბიბლიოთეკების საყურადღებოდ! ძვირფასო კოლეგებო. ვიწყებთ ტრადიციული, ყოველწლიური საბიბლიოთეკო კვირეულისათვის მზადებას. პირველი საორგანიზაციო შეხვედრა გაიმართება 27 თებერვალს. ჩვენს ფეისბუქის გვერდზე შეგიძლიათ მოგვწეროთ როგორ აღნიშნავს თქვენი ბიბლიოთეკა საბიბლიოთეკო კვირეულს.

[საქ. საბიბლიოთეკო ასოციაციის Facebook]

ახალი მეგა–პროექტი "ჩემი წიგნი"

 

 საზოგადოებრივ მაუწყებლისა და ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი გადაცემა ლიტერატურის მოყვარულებისათვის. BBC-ის მეგა პროექტი ჩემი წიგნი პირველი არხის ეთერით 2 მარტიდან გავა და ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება. გადაცემის წამყვანი პოეტი რატი ამაღლობელი იქნება.
საუკეთესო წიგნების მარათონი, რომელიც საქართველოს ყველა ქალაქსა და სოფელს მოივლის, ადამიანებს თავიდან წააკითხებს ყველა საყვარელ ნაწარმოებს. შეიქმნება ათასკაციანი მკითხველთა კლუბები, და ისინი შემდგომ გამართულ დებატებში თავად გაუწევენ მათ წიგნს ლობირებას. პროექტის მიზანი მოსახლეობაში წიგნიერების განვითარებაა.
ვისაც სურვილი აქვს ჩაერთოს ამ მარათონში, უნდა შეავსოს სააპლიკაციო ფორმა და მიუთითოს 3 საყვარელი წიგნი.  ოთხ თვეში მაყურებელი 15 საუკეთესო წიგნი შეარჩევს. პროექტის ბოლოს კი საქართველო ერთ წიგნს აირჩევს, რომელზეც იტყვის რომ „ეს ჩემი წიგნია“
 [საქ. საბიბლიოთეკო ასოციაციის Facebook]

ექვთიმე თაყაიშვილის გარდაცვალების დღისადმი მიძღვნილი გამოფენა

ექვთიმე თაყაიშვილის გარდაცვალების დღისადმი მიძღვნილი გამოფენა -  

eqvtime2

1953 წლის 21 თებერვალს გარდაიცვალა ერის საგანძურის მცველი, დიდი ქართველი მეცნიერი და საზოგადო  მოღვაწე ექვთიმე თაყაიშვილი.  საქართველოს ეკლესიამ  იგი წმინდანთა დასში შერაცხა და უწოდა წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი.

ექვთიმე თაყაიშვილმა თავისი პირადი ბიბლიოთეკა  ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას  უანდერძა, ეს უნიკალური ფონდი დღემდე აქ ინახება.

21 თებერვალს 10 საათიდან ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართება ექვთიმე თაყაიშვილის გარდაცვალების დღისადმი მიძღვნილი გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ექვთიმე თაყაიშვილის პირადი ბიბლიოთეკა (წიგნები მინაწერებით) და ნივთები.  გამოფენა გაგრძელდება 5 დღე.

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა

თბილისი, ალექსიძის 1 (სპორტის სასახლის მიმდებარე აკადემქალაქის ტერიტორია)

 

[ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა]

ინფოარხების ცნობების შეკრება