ახალი ბიბლიოთეკა ფინეთში 2017 წლისათვის
ჰელსინკის (ფინეთი) მერიამ გადაწყვიტა 2017 წლისათვის ქალაქის ახალი მთავარი ბიბლიოთეკის აგება. ფინეთი მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია ბიბლიოთეკების განვითარებითა და მოსახლეობაში მათი პოპულარობით (ფინეთის მოსახლეობის 70% აქტიურად სარგებლობს ბიბლიოთეკები).
ბიბლიოთეკის გახსნა ფინეთის დამოუკიდებლობის 100 წლისთავს მიეძღვნება.
ზუგდიდში ახალი, თანამედროვე სასწავლო ცენტრი "საბუნებისმეტყველო გიმნაზია"გაიხსნა
ზუგდიდში ახალი, თანამედროვე სასწავლო ცენტრი "საბუნებისმეტყველო გიმნაზია"გაიხსნა -
ქალაქ ზუგდიდში ალექსანდრე ღურწკაიას სახელობის საგანმანათლებლო ცენტრი გაიხსნა, რომელიც საქართველოში პირველი თანამედროვე სტანდარტების სასწავლო დაწესებულებაა განსხვავებული ინფრასტრუქტურითა და არქიტექტურით. გიმნაზიის დირექტორმა, ჯამბულ ნაჭყებიამ დაინტერესებულ მოქალაქეებს, საგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგების ნაწილი გააცნო
ვებ-სემინარი ინტერაქტიული კითხვა-პასუხით Koha-ს შემქმნელთან, Chris Cormack-თან
Q&A Webinar with Koha developer Chris Cormack -
EIFL-FOSS-ის ორგანიზებული მორიგი ვებ-სემინარი ჩატარდება 23 სექტემბერს. ის მიეძღვნება საბიბლიოთეკო სისტემა კოჰა-ს. ვებ-სემინარს და ინტერაქტიულ კითვა-პასუხს გაუძღება კოჰას ერთ-ერთი შემქმნელი და აქტიური დეველოპერი, Chris Cormack, და Hilton Gibson სამხრეთ აფრიკის University of Stellenbosch-იდან.
ადგილმდებარეობა:ინტერნეტი
დრო: ორშაბათი, 23 სექტემბერი
დრო: 12.00 თბილისის დროით
„თუ არ იცი სად მიდიხარ ვერასოდეს მიაღწევ...“
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გრძელდება ტრენინგების ციკლი ბიბლიოთეკარებისათვის, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანადაფინანსებული პროექტის ფარგლებში.
ტრენინგებში მონაწილეობს ბიბლიოთეკართა 2 ჯგუფი (46 ადამიანი). ტრენინგებს უძღვებიან როგორც ქართველი, ისე პოლონელი ტრენერები.
თემა: „ბიბლიოთეკის მუშაობის დაგეგმარება მოსახლეობის აქტივიზაციის მიზნით“.
ელექტრონული კატალოგი ახუნდოვის სახლის ბიბლიოთეკაში
"ახუნდოვის სახლის" მშვენიერ ბიბლიოთეკაში გაიმართა ელექტრონული კატალოგი სისტემა OpenBiblio-ს ბაზაზე.
ბიბლიოთეკაში ამჟამად დაახლოებით 2000 წიგნი, დისკი, ალბომი და სხვა გამოცემაა. არის ელექტრონული წიგნებიც ("ქინდლი").
საინტერესოა ის ლიტერატურული თუ კულტურული შეხვედრები და ღონისძიებებიც, რომლებიც აქ იმართება.
აკადემიური (სამეცნიერო) ბიბლიოთეკების მნიშვნელობა
აკადემიური (სამეცნიერო) ბიბლიოთეკების მნიშვნელობა.
ურთიერთკავშირები ბიბლიოთეკებსა და სამეცნიერო განყოფილებებს შორის – ახალი მიდგომა.
კვლევა ჩაატარა სამეცნიერო გამომცემლობა SAGE-მა და მისი შედეგები შეგიძლიათ იხილოთ აქ.
კოლეგებო!
SAGE-მა გამოაქვეყნა ექვსთვიანი კვლევის შედეგები, რომელთა დასკვნა ასეთია: ბიბლიოთეკამ აქტიურად უნდა გაავრცელოს უნივერსიტეტში ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უწყობს იგი ხელს სწავლებასა და კვლევას იმისათვის, რომ წარმოჩნდეს ბიბლიოთეკარების ნამდვილი ღირებულება. კვლევაში მონაწილეობას იღებდა 12 ბიბლიოთეკა განვითარებადი ქვეყნებიდან.