მილოცვა
საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია გაბედნიერებას ულოცავს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორს, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის გამგეობის წევრს ბატონ გენადი მახარაძეს და მის მშვენიერ მეუღლეს.
სტუმრად №5 სასჯელაღსრულების დაწესებულების ბიბლიოთეკაში
2013 წლის 19-20 სექტემბერს საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის სასწავლო ცენტრის მიერ (ხელმძღვანელი ციცო ქველიძე), შსს აკადემიის და №5 სასჯელაღსრულების დაწესებულების ბიბლიოთეკის თანამშრომლებისათვის ჩატარდა სემინარი თემაზე: „უნივერსალური ათწილადი კლასიფიკაცია“. თეორიულ მასალას უნივერსალური ათწილადი კლასიფიკაცია და დუის კლასიფიკაციის მიმოხილვას დაეთმო 2 სთ, პრაქტიკულს - 6სთ.
ამა წლის 20 ნოემბერს №5 სასჯელაღსრულების დაწესებულების ბიბლიოთეკაში პროექტის ნორვეგიელი ხელმძღვანელის ლივ კარინ სტენსბის მიერ მოეწყო №5 სასჯელაღსრულების დაწესებულების ბიბლიოთეკის პრეზენტაცია რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი რუსუდან ასათიანი და საბიბლიოთეკო საქმის ამაგდარი სპეციალისტები სხვადასხვა ბიბლიოთეკებიდან ალექსანდრე ლორია, ინგულინა ლორია, ირაკლი ღარიბაშვილი, შსს პრორექტორი ფრიდონ დიასამიძე და სხვები.
საქართველო საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტმა რუსუდან ასათიანმა სერთიფიკატები გადასცა აღნიშნული სემინარის მონაწილეებს: შორენა თოფურიას (შსს), ელისო ზარქუას (შსს), ნინო ქოქოშვილს (№5 სასჯელაღსრულების დაწესებულება) და ანა გერგედავას (№5 სასჯელაღსრულების დაწესებულება). შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებამ გამოთქვა ურთიერთ თანამშრომლობის სურვილი ქალ პატიმართა რესოციალიზაციის საქმეში გარკვეული წვლილის შეტანის მიზნით, დაისახა სამომავლო გეგმები.
კატოს საღამოები-თანამედროვე ბიბლიოეთეკები
კატოს ლიტერატურული საღამოები მამუკა ხანთაძესთან ერთად
თემა: თანამედროვე ბიბლიოკეთების როლი მსოფლიოში
სტუმარი: ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი ირაკლი ღარიბაშვილი
კატოს საღამოები რადიო იმედის ეთერში
11 ოქტომბერი, 2013, პარასკევი 22:10
სკოლის ბიბლიოთეკარის სტანდარტი შეიქმნა
სკოლის ბიბლიოთეკარის სტანდარტი შეიქმნა -
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის მიერ შეიქმნა ბიბლიოთეკარის სტანდარტი, განკუთვნილი როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლების ბიბლიოთეკარებისთვის. სკოლის ბიბლიოთეკარის სტანდარტის პრეზენტაცია სამინისტროში შედგა. საზოგადოებას ახალი სტანდარტი ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსმა ნათია ჯოხაძემ წარუდგინა.
ამ დრომდე საქართველოს განათლების სისტემაში არ არსებობდა დოკუმენტი, რომელშიც ადგილობრივი რეალობის გათვალისწინებით ასახული იქნებოდა საერთაშორისო გამოცდილება და რომელიც შეთავაზებდა ქვეყანაში მომუშავე ბიბლიოთეკარებს ერთიან პროფესიულ სტანდარტს.
სახუმარო ვიდეო: გინდა იყო მეცნიერი?– ისწავლე Harold B. Lee -ს ბიბლიოთეკაში
ეს სახუმაროო სარეკლამო რგოლი დამზადებულია Old Spice-ის რეკლამის მიბაძვით (იხ. ქვემოთ).
ვებ-დისკუსია ბიბლიოთეკარებისათვის: ბიბლიოთეკები, ახალი როლი, ახალი სერვისები ახალი ბიბლიოთეკარები
ვებ-დისკუსია ბიბლიოთეკარებისათვის: ბიბლიოთეკები, ახალი როლი, ახალი სერვისები ახალი ბიბლიოთეკარები -
ეს ინფორმაცია დღეს მივიღეთ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის არხებით.
დისკუსია აკადემიური ბიბლიოთეკების ახალ სერვისებზე გამიზნულია მეხიკოს (მექსიკა) ბიბლიოთეკებისათვის, მაგრამ იგი ინგლისურ ენაზეა და ღიაა დაინტერესებული ბიბლიოთეკარებისათვის სხვა ქვეყნებიდანაც.
თარიღი/დრო: დღეს, 11 სეტემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე
ადგილი: https://conx.state.gov/mexico (მიმართეთ ამ ლინკს და დარეგისტრირდით, როგორც „სტუმარი“ (Guest) ან Facebook-ით ან Twitter-ით.
ბიბლიოთეკები დღეს აღარაა მხოლოდ შენობები წიგნის თაროებით, 21-ე „საინფორმაციო საუკუნეში“ მათი როლი გაცილებით უფრო ფართოა და ეს კი მოითხოვს ახალი სერვისების ჩამოყალიბებას და ბიბლიოთეკარების ახალი უნარებისა და ცოდნის განვითარებას. საუბარი იქნება იმ პროექტებზე, რომლებიც უკვე ხორციელდება ან შეიძლება განხორციელდეს საუნივერსიტეტო და აკადემიურ ბიბლიოთეკებში.
IFLA -ს ანგარიში საინფორმაციო გარემოს განვითარების ტენდენციების შესახებ
What is the IFLA Trend Report?
დღეს გლობალურ საინფორმაციო გარემოში ყველაფერი უკიდურესად სწრაფად ხდება. მრავალი ორგანიზაცია თუ პიროვნება ცდილობს კვლევების საფუძელზე იწინასწარმეტყველოს თუ რა მიმართულებებით განვითარდება ტექნოლოგიები და როგორ შეიცვლება ჩვენთვის ჩვეული მეთოდები თუ სისტემები.
ეს ანგარიში ამ დღეებში გამოაქვეყნა იფლა-მ (www.ifla.org):