პროგრამა „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ რეგისტრაცია დაიწყო

პროგრამა „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ რეგისტრაცია დაიწყო -


image1


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პროგრამაზე „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ რეგისტრაცია დაიწყო. სპეციალური განცხადება ამის შესახებ ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა გააკეთა.


27 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ელექტრონულად დარეგისტრირდნენ ვებ-გვერდზე: www.mes.gov.ge ან www.tpdc.ge (http://mes.gov.ge/content.php?id=2383&module=form_builder&proj_id=1).

გამომცემლობა Wiley-ის წარმომადგენელის პრეზენტაცია

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის მოწვევით, თსუ–ს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას, 28 მაისს გამომცემელთა წარმომადგენელი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში იასეკ ლევინსონი ეწვია.

საბიბლიოთეკო მეცნიერების ხუთი კანონი

საბიბლიოთეკო მეცნიერების ხუთი კანონი -თეიმურაზ ჩხენკელი 

600-wide 200-wide

შიალი რამამრიტა რანგანათანი (1892-1972) – ინდოელი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი და ბიბლიოთეკარი იყო მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მეცნიერი საბიბლიოთეკო დარგში, რომელმაც ღრმა კვალი დატოვა თანამედროვე საბიბლიოთეკო მეცნიერების განვითარებაში. 1931 წელს მან გამოაქვეყნა წიგნი სათაურით “საბიბლიოთეკო მეცნიერების ხუთი კანონი” (Ranganathan, S.R. (1931). The five laws of library science. Madras: Madras Library Association). 
საბიბლიოთეკო მეცნიერების რანგანათანის ხუთი კანონი: 
1. წიგნები შექმნილია წასაკითხად და გამოსაყენებლად 
2. ბიბლიოთეკაში ყოველმა მკითხველმა უნდა ნახოს თავისი წიგნი 
3. ბიბლიოთეკაში ყოველმა წიგნმა უნდა ნახოს თავისი მკითხველი 
4. ბიბლიოთეკა უფრთხილდება და ზოგავს მკითხველის დროს 
5. ბიბლიოთეკა არის მზარდი ცოცხალი ორგანიზმი 

იხ. ვრცლად

თბილისის მედიათეკის გახსნა – იგი საბიბლიოთეკო ასოციაციის სერვისით სარგებლობს


29 მარტს ვაკის პარკში თბილისის პირველი მედიათეკა გახსნა.


ორსართულიანი შენობის პირველ სართულზე მოზარდებისა და დიდების დარბაზი, მულტიმედიური განყოფილება, წიგნისა და სუვენირების მაღაზია, საპრეზენტაციო, საგამოფენო და კულტურული აქტივობების დარბაზებია განთავსებული.

იკორთის აღდგენის დაწყებას "ლურჯი ფარის კომიტეტი" გამოეხმაურა

"საქართველოს ლურჯი ფარის ეროვნული კომიტეტი" (რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციაა) იკორთის მონასტრის აღდგენას ეხმაურება და აღდგენით სამუშაოში ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ჩართვას მოითხოვს.

"ლურჯი ფარის კომიტეტმა" იუნესკოს, ევროსაბჭოსა და ლურჯი ფარის საერთაშორისო ასოციაციას გუშინ, 9 მაისს, წერილით მიმართა:
“თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის მთავრობის ოფიციალური პირების იკორთის მონასტერს ეწვივნენ და ძეგლის აღდგენასთან დაკავშირებით თავიანთი გეგმების შესახებ განაცხადეს. ჩვენ განსაკუთრებით დაინტერესებული ვართ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების დაცვითი ღონისძიებების გატარებით, რომელსაც “სამხრეთ ოსეთის კულტურის სამინისტრო” აჟღერებს,– ნათქვამია ორგანიზაციის მიმართვაში.

"ლურჯი ფარის კომიტეტი", იკორთის მონასტრის გარდა, ტირის მონასტრის, გვერდას ტაძრის, ტიგვას ეკლესიებზეც ყურადღებას ამახვილებს. კომიტეტის განცხადებით, აღდგენითი სამუშაოები წინა წლებში აღნიშნულ ძეგლებზეც მიმდინარეობდა.

ქრისტე აღსდგა!!!

 

t2.gstatic

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

№5 ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულების ბიბლიოთეკა

№5 ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულების ბიბლიოთეკა არის თანამედროვე სტანდარტების ღია ტიპის ბიბლიოთეკა, რომელიც დაარსდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის 2011 წელს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

ბიბლიოთეკა ამ ეტაპზე აღჭურვილია 3000-ზე მეტი დასახელების წიგნით, რომელთა ეგზემპლარების საერთო რაოდენობა აღემატება 7000-ს. ბიბლიოთეკა უზრუნველყოფილია, როგორც მხატვრული, ასევე არამხატვრული ლიტერატურით. 

ინფოარხების ცნობების შეკრება