IFLA-ს ციფრული ბიბლიოთეკა
ძვირფასო კოლეგებო,
საბიბლიოთეკო ასოციაციებისა და ორგანიზაციების საერთაშორისო ფედერაცია IFLA -ს პრეზიდენტმა - ინგრიდ პარენტმა წარადგინა IFLA-ს ციფრული ბიბლიოთეკა (library.ifla.org), სადაც განთავსებულია IFLA -ს საერთაშორისო საბიბლიოთეკო და ინფორმაციული კონგრესის (WLIC) მასალები და მომავალში განთავსდება IFLA-სხვა პუბლიკაციებიც.
IFLA-ს ციფრული ბიბლიოთეკის შექმნა გაამარტივებს და გააუმჯობესებს IFLA-ს მასალებზე წვდომას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია IFLA-ს საერთაშორისო საბიბლიოთეკო და ინფორმაციული კონგრესის მონაწილეთათვის, IFLA-ს წევრთათვის და მთელი მსოფლიოს ბიბლიოთეკარებისათვის.
ციფრულ ბიბლიოთეკაში უკვე შესულია 160-ზე მეტი პუბლიკაცია და ფონდის შევსება გრძელდება.
ჩვენი კოლეგა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრია
საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანებით, ჩვენი ასოციაციის წევრი, "ახალი სკოლის" ბიბლიოთეკარი ქალბატონი მაია მაღლაკელიძე დაინიშნა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრად.
საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარებს ხელფასები გაეზრდებათ
ძვირფასო კოლეგებო,
სიხარულით გაცნობებთ: საბიბლიოთეკო ასოციაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან მოუვიდა წერილი, რომელიც გვამცნობს, რომ 2013 წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად ყველა საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარს გაეზრდება ხელფასი.
საბიბლიოთეკო ასოციაცია ყველანაირად ეცდება რომ ხელფასი გაეზარდოთ საქალაქო და სასოფლო ბიბლიოთეკის თანამშრომლებსაც. პატივისცემით რუსუდან ასათიანი - საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი
ინტერნეტ სემინარი (Webinar) გამომცემლობა ოქსფორდის სერვისების შესახებ
2013 წლის 5 ივლისს 14 საათზე ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობის ტრეინინგ მენეჯერი მარკ თერნერი ჩაატარებს ინტერნეტ სემინარს (Webinar) გამომცემლობა ოქსფორდის სერვისების შესახებ. სემინარის ხანგრძლივობაა 40 წუთი. მსურველებს შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია.
საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი სოფელ შაშიანის საზოგადოებრივ ცენტრში
საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოწვევით სოფელ შაშიანის საზოგადოებრივ ცენტრში ჩაატარა პრეზენტაცია ელექტრონული რესურსები შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ გურჯაანის ბიბლიოთეკის წარმომადგენლები, შაშიანის სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები და სხვა დაინტერესებული პირები.
საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტის ვიზიტი ამბროსი ხელაიას სახელობის კულტურის ცენტრში
24 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს ჭყონდიდის ეპარქიის ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრს ესტუმრნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ახლადარჩეული პრეზიდენტი. კულტურის ცენტრსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, კულტურის ცენტრ საჩუქრად გადაეცა ათასი წიგნი.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ მხარეებმა დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები, ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საბიბლიოთეკო ასოციაციასთან ერთად კულტურის ცენტრს შესთავაზა ერთიან ელექტრონულ ციფრულ ბიბლიოთეკაში ჩართვა და ამის განსახორციელებლად შესთავაზა კადრების გადამზადება, ასევე მარტვილში მცხოვრებ კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლებისათვის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზების დათმობა რათა მათ საკუთარი შემოქმედება გაცნონ ფართო საზოგადოებას. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის თანამშრომლები და ადგილობრივი მსახლეობა.