admin-(ი)ს ბლოგი

თესაუში საბიბლიოთეკო კვირეული დაიწყო


26 აპრილს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბიბლიოთეკო კვირეული დაიწყო. კვირეული გახსნა საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციამ. კვირეულის გახსნას ესწრებოდნენ თელავის სახელმწიფ უნივერსიტეტის რექტორი თინათინ ჯავახიშვილი, რექტორის თანაშემწე ლელა წიკლაური, ადამინისტრაციის ხელმძღვანელი ჰამლეტ რზმაძე, მედიის წარმომადგენლები და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები. ასოციაციის ელექტრონული საინფორმაციო რესურსების მართვის მენეჯერმა თამარ ხახუტაშვილმა გამართა მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა გამომცემლობის მონაცემთა ბაზებისა და ელექტრონული წიგნების პრეზენტაცია.

ბიბლიოთეკების კვირეული საქართველოში


ბიბლიოთეკების კვირეული საქართველოს მრავალ ბიბლიოთეკაში აღინიშნება სხვადასხვა სახის საინტერესო ღონისძიებებით.


გთავაზობთ ზოგიერთი მათგანის ამსახველ ფოტოებს.


 zugdidi

პრეზენტაცია - "თანამედროვე საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა"


სამშაბათს, 24 აპრილს, საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ გამართა პრეზენტაცია თემაზე: „თანამედროვე საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა“.

24 საათი: მწე­რა­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა­რე­ბი წიგ­ნის სიკ­ვ­დილ-სი­ცოცხ­ლე­ზე

ბელა ჩეკურიშვილი
24 საათი 24.04.12



სურათზე: მწერალი ზურაბ ქარუმიძე


ბიბლიოთეკა ის ადგილია, სადაც ადამიანები წიგნთან საურთიერთოდ მიდიან. შესაბამისად, 23 აპრილი, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე, გამომცემლობებთან და წიგნის მაღაზიებთან ერთად, საქართველოს ბიბლიოთეკათა ასოციაციამაც აქტიურად აღნიშნა - ამ დღეს საქართველოში ბიბლიოთეკის კვირეული დაიწყო, რომლის გახნისა და დახურვის დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში სხვადასხვა ღონისძიება დაიგეგმა.


თსუ პირველ კორპუსში ახალი სამკითხველო დარბაზები გაიხსნა


23 აპრილს უნივერსიტეტის დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეს თსუ პირველ კორპუსში ახალი სამკითხველო დარბაზები გაიხსნა.

ბიბლიოთეკების კვირეული დაიწყო

2012 წლის ბიბლიოთეკების კვირეული დაიწყო.

ღონისძიებებში მონაწილეებს და დასწრების მსურველებს გთხოვთ მიადევნოთ ყურადღება განცხადებებს საიტზე.

სლაიდ-შოუ: ლიტერატურული სალონის პრეზენტაცია ი.გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმში

ქრისტე აღსდგა!


საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
 

ინფოარხების ცნობების შეკრება