MED FM100.3 კახეთის ყველა სოფლის ბიბლიოთეკა კომპიუტერითა და ინტერნეტით აღიჭურვა

„ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას” - საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომლის განხორციელება მიმდინარეობს საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ პირველ რეგიონში უკვე გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. პროექტის ფარგლებში კომპიუტერი და ინტერნეტი კახეთის ყველა სოფლის ბიბლიოთეკას უკვე სრულად აქვს. უფრო ვრცლად ამ პროექტის შესახებ იხილეთ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის სტატია MED NEWS-ის (MED FM100.3) რადიოჩანაწერებში: 

გიორგი კეკელიძე: „მოგვილოცეთ, ჩემი ოცნების პროექტი პირველ რეგიონში გადამწყვეტ ფაზაშია”

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია - სიღნაღის მუნიციპალიტეტი

საქართველოს საიბლიოთეკო ასოციაციის პროექტის "კომპიუტერი ყველა სოფლის ბიბლიოთკას" კიდვ ერთი წარმატებული ნაიჯი - სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუღაანის ბიბლიოთეკა კოპმიუტერით და მრავალფუნქციური პრინტერით აღიჭურვა. მავე პროექტის ფარგლებში სოფელ ტიბაანის ბიბლიოთეკასაც გადაეცა მპიუტერული ტექნიკა. 

ამავე რეგიონის საბავშვო ბიბლიოთკაში  რეალიზდა ასოციაციის, ეროვნული ბიბლიოთკისა და "ჯეოსელის" ერთობლივი კიდევ ერთი წარმატებული პროექტი "ციფრული ფოტომატიანე". აქ პროექტის რეგიონალურმა წარმომადგენლებმა 300-ზე მეტი ფოტო გააციფრეს და ეს მასალა მალე ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ მატიენეს შეემატება. მოგვიანებით ამას დაემატება სიღნაღის რაიოონში დაცული ფოტომასალაც.

პროექტი გრძელდება და ერტაპობრივად კომპიუტერული ტექნიკა ყველა სოფლის ბიბლიოთკას გადაეცემა.  

Beyond Access საბიბლიოთეკო ასოციაციის პროექტებზე საუბრობს

Beyond Access-ი, რომელიც ბიბლიოთეკების ეხმარება მდგომარეობის გაუმჯობესებასა და თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოვების საშუალებათა მოძიების ინიციატივებში თავის ვებ-გვერდზე მორიგ განცხადებას აქვეყნებს საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციიის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ: საქართველომ ბოლო თვეების განმავლობაში მასიური რეფორმები განახორციელა კანონის უზენაესობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით. საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია ქვეყნის მასშტაბით 600-მდე საჯარო ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობს და უზრუნველყოფს როგორც ბიბლიოთეკართა ტრენინგებს, ასევე მათ აღჭურვას საინფორმაციო ტექნოლოგიური ბაზით. უფრო ვრცლად სტატია იხილეთ ლინკზე Georgian Public Services through Libraries (GPSLib)

"Beyond Access Asia"-ს შეკრება. საინტერესო ვიზიტის დასასრული

Beyond Access -ის შეხვედრების ბოლო დღე გაგრძელდა დისკუსიებით თემებზე: ბიბლიოთეკების მონიტორინგი და ხელშეწყობა, მონაცემთა შეგროვების ეფექტური მექანიზმები და დონორებთან ეფექტური კომუნიკაცია. ყველა მონაწილე ქვეყანამ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

დისკუსიების დასრულების შემდეგ Beyond Access-თან თანამშომლობის 2015-2017 წლის სამოქმედო გეგმა შედგა, რაც თავითავად ბიბლიოთეკების განვითარების პროექტს გულისხმობს. ეს აქტივობა Beyond Access-ის შეხვედრების დასასრულს პრეზენტაციის სახით იქნა წარმოდგენილი.

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია "Beyond Access Asia"-ს შეკრებაზე

Beyond Access არის ორგანიზაცია რომელიც ეხმარება ბიბლიოთეკებს მათი მდგომარეობის გაუმჯობესებასა და თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოვების საშუალებათა მოძიების ინიციატივებში. მოგეხსენებათ საქართვლოს საბიბლიოთეკო ასოციაცია Beyond Access-ის წევრია და ის წელს მონაწილეობას ღებულობს "Beyond Access Asia" ყოველწლიურ შეკრებაში, რომელიც ამჯერად მიანმარს ქალაქ იანგონში მიმდინარეობს. 

შეკრების ფარგლებში საქართველომ დაათვალიერა მიანმარის ტრანსფორმირებული ბიბლიოთეკები. ამ ქალაქშიც Beyond Access - ის ჩართულობით, ხიდისთავის, ნუკრიანისა და ხულოს ბიბლიოთეკების მსგავსად განახლდა, ინტერნეტით აღიჭურვა და მოდერნიზირდა ბიბლიოთეკები.  მათი გამოცდილება უდავოდ დაგვეხმარება მომავალი პროექტების წარმატებით განხორციელებაში. 

29 ივნისს ჩატარდა Beyond Access-ის ღონისძიების უკვე ოფიციალური შეხვედრები. წელს Beyond Access-ის რუკაზე პირველად გაჩნდა საქართველო და ამდენად ის უკვე Beyond Access-ის გრძელვადიან პარტნიორად მოიაზრება. 

შეკრებაზე საქართვლოს საბიბლიოთეკო ასოციაციამ წარადგინა საქართველოს პრეზიდენტის პროექტი „ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას“, და აგრეთვე ისაუბრა უკვე დასრულებულ დასრულებულ პროექტზე „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“.  

განიხილებოდა საერთაშორისო დონის პარტნიორობის საკითხები, პოლიტიკის რეფორმა (კანონმდებლობის საკითხები და სტანდარტები) და ეფექტური კომუნიკაციის საშუალებები.

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია ეცდება მომავალში გაიზიაროს ფილიპინების ბიბლიოთეკის გამოცდილება პარლამენტში საბიბლიოთეკო კანონების წარდგენასთან დაკავშირებით.

კახეთი - "საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისათვის"

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პროექტი „ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას“ მეორე ეტაპი წარმატებით მიმდინარეობს. კომპიუტერებით სიღნაღის რაიონის კიდევ სამი სოფლის მაღაროს, კალოებისა და ანაგის ბიბლიოთეკები მომარაგდნენ. კომპიუტერული ტექნიკით აღიჭურვა ასევე ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლელიანის ბიბლიოთეკაც. 

აღსანიშნავია ასევე, რომ ამ ეტაპზე კახეთს უკვე „ციფრული ფოტომატიანის“ პირველი რეგიონალური წარმომადგენლობა ჰყავს. სიღნაღის ბიბლიოთეკა უკვე 1 ივნისიდან ციფრული სკანერით სარგებლობს და მალე სიღნაღის რაიონის მუზეუმების ფოტოარქივები და ოჯახებში დაცული ფოტოკოლექციები ეროვნული ბიბლიოთეკის უნიკალურ პროექტს „ციფრულ მატიანე“ დაემატება.  სიღნაღის რაიონის გამგეობა აქტიურად ჩაერთო ამ მნიშვნელოვან ინიციატივაში.


[საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია]

თელავის ბიბლიოთეკები - "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას"

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციიის პროექტის "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" მეორე ეტაპი დაიწყო. კომპიუტერები ჩავიტანეთ სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროს, კალოებისა და ანაგის ბიბლიოთეკებში. კომპიუტერით აღიჭურვა ქვემო ხოდაშენის ბიბლიოთეკაც. ეტაპობრივად კომპიუტერულ ტექნიკას კახეთის რეგიონის თითქმის ყველა სოფელში ჩავიტანთ.

[საქ. საბიბლიოთეკო ასოციაციის Facebook]

ინფოარხების ცნობების შეკრება